eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ჟურნალისტიკა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ლელი ბიბილაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი ჟურნალისტიკაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მქონე ჟურნალისტები და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს, ტრადიციული ამერიკული და ევროპული ჟურნალისტიკის საფუძვლებზე დაყრდნობით, პრაქტიკულ და პროფესიონალურ უნარ–ჩვევებს შეასწავლის. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს გამოუმუშაოს სხვადასხვა წყაროსა და მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოძიების უნარი, მულტიმედიური პროდუქტების შექმნის უნარი,სხვადასხვა საკითხზე გაშუქების უნარი, როგორც ონლაინ და ბეჭდური, ისე ტელევიზიისა და რადიოსთვის, ჟურნალისტური გამოძიების დაგეგმვისა და წარმოების უნარი, ფოტორეპორტაჟებისა და დოკუმენტური ფილმების შექმნის უნარი. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის დასაქმების სფეროებად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული როგორც ონლაინ, ისე ბეჭვდითი და ელექტრონული (გაზეთი, რადიო, სააგენტო, ტელეკომპანია, ჟურნალი) მედია კომპანიები. აგრეთვე, მათ შეეძლებათ დასაქმდნენ ნებისმიერ კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ან არასამათავრობო ორგანიზაციების და მედიასთან ურთიერთობების სამსახურში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობა
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (casestudy)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან  ბიბლიოთეკაში
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • როლური თამაშები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • ჟურნალისტიკის ფართო ცოდნა, რაც მოიცავს ეთიკური სტანდარტებისა და ჟურნალისტიკის ე.წ.  9 პრინციპს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას  გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო პრინციპები და გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი აქტები და ნორმები
    • მსოფლიო ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპებისა და სახელმწიფოს როლი
    • ჟურნალისტიკაში ისეთი კომპლექსური საკითხების ცოდნა, როგორიცაა ახალი ამბების წერისა და გაშუქების თავისებურებები, წყაროებთან მუშაობის სპეციფიკის, ინფორმაციისა მოძიებისა და გადმოწმების ხერხები, ახალი ამბების გაშუქების, სიუჟეტების, რეპორტაჟებისა და ინტერვიუების დაგეგმვისა და მომზადების თავისებურებების ცოდნა რადიოსა და ტელევიზიისთვის, მასალის გადაღების, დამონტაჟების, ხმის დადების და განათების ძირითადი პრინციპების ცოდნა, ასევე,ისეთ სამონტაჟო პროგრამებში მუშაობის თავისებურებების ცოდნა, როგორიცაა Adobe Premiere, Audicity, თანამედროვე მედია ტექნოლოგიების, მულტიმედიური ტექნიკების ცოდნა, ასევე, სიღრმისეული საჟურნალე სტატიის წერის თავისებურებების,დოკუმენტური ფილმისთვის სცენარის დაწერის, გადაღებისა და დამონტაჟების თავისებურებების ცოდნა 
    • სოციალურ–ფსიქოლოგიური ფენომენების, მათი მოქმედების მექანიზმების, ადამიანის სოციალური აქტიობების ძირითადი კანონზომიერებების და მათთან დაკავშირებული ფაქტორების ცოდნა  
    • ფოტოგადაღების მეთოდების, ფოტოგადაღების დაგეგმვის ეტაპების ცოდნა, ასევე, თემის წარმოჩენის, ძირითადი აქცენტების გამოყოფისა და ფოტოკომპოზიციის შექმნის თავისებურებების ცოდნა, ასევე, რასტრული გრაფიკული რედაქტორის Adobe Photoshop-ის, ვექტორული გრაფიკული რედაქტორის Adobe Illustrator-ის, საგამომცემლო რედაქტორის Adobe InDesign-ის, საგამომცემლო რედაქტორის QuarkXPress-ის, გამოსახულების სწრაფი დამუშავების მიზნით Adobe Bridge პროგრამის ცოდნა
    • მედია ბაზრის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა, მედია კომპანიების მუშაობის დაგეგმვისა და მართვის საფუძვლების ცოდნა
    • ჟურნალისტური გამოძიებისა წარმოების თავისებურებების ცოდნა, პოლიტიკური ახალი ამბების მოძიების, მათთვის საინტერესო კუთხის პოვნის, პირველად და მეორად წყაროებთან წარმატებული ურთიერთობის შედეგად პოლიტიკისა და არჩევნების საკითხებზე ჟურნალისტური სტატიებისა და რეპორტაჟების შექმნის თავისებურებების ცოდნა, ასევე, ბიზნესი-ეკონომიკური თემების მოძიებისა და გაშუქების თავისებურებების ცოდნა

  • უნარი
  • ფაქტების გადამოწმებისა და წყაროების დაბალანსებულად წარმოდგენით ახალი ამბის შექმნის, რეპორტაჟის მომზადების, მულტიმედიური მედია პროდუქტების, დოკუმენტური ფილმის გადაღების, სიღრმისეული სტატიის წერის, ფოტოებით ამბის თხრობისა და ჟურნალისტური გამოძიების წარმოების უნარი  წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე.


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • გათავისებული ექნება ისეთი პროფესიული პასუხისმგებლობა, როგორიცაა საზოგადოებისთვის ინფორმაციის კეთილსინდისიერად  წარმოჩენის საჭიროება;დემოკრატიული ღირებულებები (სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები);ინფორმაციის გამჭირვალობა და სანდოობის საჭიროება;საზოგადოებისთვის ინფორმაციის მრავალმხრივ წარმოჩენის საჭიროება.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-12-2005
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 04-05
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 48-18
    პროგრამის დეტალები:

    საუნივერსიტეტო, სკოლის (ძირითადი და არჩევითი) და პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 66 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2).

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო ძირითადი, სკოლის ძირითადი და პროგრამის ძირითადი საგნებიდან 174 კრედიტს;:მათ შორის, საბოლოო პროექტს ჟურნალისტიკაში, რომლის მოცულობა 12 კრედიტითაა განსაზღვრული; და 66 კრედიტის დაგროვებას პროგრამის ასარჩევით, თავისუფალი კრედიტებით ან მაინორით. სტუდენტებმა დამატებითი სპეციალობა შეიძლება აირჩიონ შემდეგი სპეციალობებიდან: არქეოლოგია, ინგლისური ფილოლოფია, ქართული ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, აღმოსავლეთმცოდნეობა, მასწავლებლის მომზადების პროგრამა, ამერიკათმცოდნეობა, ისტორია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, პოლიტიკის მეცნიერებები.

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 შემოდგომა/გაზაფხული
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 შემოდგომა/გაზაფხული
    KART1220აკადემიური წერა6 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    18

    სკოლის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 შემოდგომა/გაზაფხული
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 შემოდგომა/გაზაფხული
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    24

    სკოლის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    POLI3261პოლიტიკა და პოლიტიკური მითოლოგია6
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1118გერმანული ენა A/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1218გერმანული ენა A/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147გერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2247გერმანული ენა IV (B1/2)6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    120

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6 გაზაფხული/შემოდგომა
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 შემოდგომა/გაზაფხული
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6 გაზაფხული
    INFO4115საგამომცემლო საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები6 გაზაფხული/შემოდგომა
    JMMB1210მედიის შინაარსი და მნიშვნელობა6 შემოდგომა/გაზაფხული
    JMMB2111ჟურნალისტური ოსტატობა I/ახალი ამბები6 შემოდგომა/გაზაფხული
    JMMB2125მედია და ანგარიშვალდებულების სისტემები6 შემოდგომა
    JMMB2130მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორია6 შემოდგომა/გაზაფხული
    JMMB2210ჟურნალისტური ოსტატობა II/ტელევიზია-რადიო6 შემოდგომა/გაზაფხული
    JMMB3111ჟურნალისტური ოსტატობა III/სიღრმისეული წერა6 გაზაფხული
    JMMB3115საბოლოო პროექტი ჟურნალისტიკაში12 შემოდგომა/გაზაფხული
    JMMB3125მულტიმედია ჟურნალისტიკა6 გაზაფხული
    JMMB3210ჟურნალისტური ოსტატობა IV/საგამოძიებო ჟურნალისტიკა6 გაზაფხული
    JMMB4110მედია მენეჯმენტი6 შემოდგომა
    JMMB4120ფოტოჟურნალისტიკა6 გაზაფხული
    JMMB4130ჟურნალისტური ოსტატობა VI/პოლიტიკის და არჩევნების გაშუქება6 შემოდგომა
    JMMB4210დოკუმენტური ფილმის მომზადება6 შემოდგომა
    JMMB4220ჟურნალისტური ოსტატობა VII/ბიზნესისა და ეკონომიკის გაშუქება6 შემოდგომა
    JMMB4235ახალი მედია ტექნოლოგიები6 შემოდგომა
    KART3150ქართული ენა და სტილისტიკა6 შემოდგომა
    PSYC1488სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები6 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    132

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    COMM4350დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და კვლევა6
    COMM4355კრიზისების კომუნიკაცია6
    IREL1224სტრატეგიული აზროვნება6
    JMMB1220ფაქტები, არქივები და მედია6
    JMMB1230პროექტი საგამოძიები ჟურნალისტიკა6
    JMMB4232დეზინფორმაცია და საზოგადოება6
    JMMB4234მეტყველების თეორია და კულტურა6
    JMMB4238სატელევიზიო ანალიტიკური პროგრამების წარმოება6
    JMMB4242ჟურნალისტური კვლევა6
    COMM4135საჯარო გამოსვლის ტექნიკა6
    JMMB1212კრიტიკული წერა6
    JMMB1214კრიზისების გაშუქება6
    JMMB1218ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ტექნიკები6
    JMMB2250ციფრული მედია ტექნოლოგიები - სოციალური მედია ბიზნესი, პლატფორმები და აუდიტორია6
    JMMB2310რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6
    JMMB2311თვისებრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6
    JMMB2312მონაცემთა ჟურნალისტიკა6
    JMMB2313სოციალური მედიის სტრატეგია და კამპანიები6
    JMMB2314ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის საფუძვლები6
    JMMB2315კონტენტ მარკეტინგი6
    JMMB2316ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის საკითხების გაშუქება6
    JMMB2317სოციალური მედიის ანალიტიკა6
    JMMB3120მედია და პოლიტიკა6
    JMMB4230პრაქტიკა ჟურნალისტიკაში6
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6
    POLI1145შესავალი საქართველოს პოლიტიკაში6
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6
    POLI1225პოლიტიკის შესავალი - პოლიტიკური პროცესი, კულტურა და ინსტიტუტები6
    POLI2120საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი6
    PSYC1225შესავალი ფსიქოლოგიაში6
    SOCL2525დემოკრატია და მოქალაქეობა6
    SOCL3110სოციოლოგიის საფუძვლები6

    კრედიტების ჯამი:

    192









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი