2015 - 2016 წლის სამაგისტრო პროგრამების

კატალოგი
გიული ალასანია
საქართველოს უნივერსიტეტის დირექტორი,
დამფუძნებელი
მე და ჩემს მეგობარს, მანანა სანაძეს, მანამდე უკვე გვქონდა სხვადასხა უმაღლეს სასწავლებლებშიმუშაობის გარკვეული გამოცდილება. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოგვიყალიბდა საკუთარი ხედვა და გაგვიჩნდა სურვილი დაგვეარსებინა უნივერსიტეტი, სადაც შევძლებდით მოგვემზადებინა პროფესიონალები, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იქნებოდნენ კონკურენტუნარიანები. ჩვენ დავამყარეთ კონტაქტები როგორც ა.შ.შ.-ის, ისე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, სადაც სტუდენტებს სწავლის საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევათ.

საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0171, მ. კოსტავას 77ა.
ელ.ფოსტა:
info@ug.edu.ge; ug@ug.edu.ge
ტელ/ფაქსი: 2-55-22-22; 2-24-11-44
ბათუმი
სკოლის დირექტორთა კონტაქტები
| სოციალურ მეცნიერებათა სკოლა |
ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა |
სამართლის სკოლა |
ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლა |
ნათია კალაძე |
მაია ამაშუკელი |
ანა ხურციძე |
კახაბერ თავზარაშვილი |

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა |
ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა |
ბათუმის სკოლა |

თინათინ ღუდუშაური |
თამარ ლობჟანიძე |
ფარნაოზ კახიძე p.kakhidze@ug.edu.ge |
საერთაშორისო ურთიერთობები
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის განვითარების კუთხით და ამ მიზნის მისაღწევად აღზარდოს კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის სპეციალისტები აგრეთვე, პოლიტიკურად განათლებული, საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეები, რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე.

სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში ამზადებს ფართო პროფილის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, რომლებიც იცნობენ გლობალური პოლიტიკის ძირითად თეორიულ მიდგომებს, აგრეთვე შეუძლიათ საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული ძირეული პრობლემების მათ შორის რეგიონალური და ტრანს-რეგიონალური პოლიტიკის განზოგადება და გააზრება. პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს სტუდენტთა ფუნდამენტური მომზადება საერთაშორისო ცხოვრებაში მიმდინარე ძირითადი ტენდენციებისა და მიდგომების შესასწავლად. კურსდამთავრებულები შესაძლებელია დასაქმდნენ საჯარო სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტებში, თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, საერთაშორისო და არა-სამთავრობო ორგანიზაციებში წამყვან/მენეჯერულ პოზიციებზე.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
საჯარო მმართველობა
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | საჯარო მმართველობის მაგისტრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია დემოკრატიული აზროვნების, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი საჯარო მმართველების მომზადება, ახალი საჯარო ლიდერების გამოვლენა და წარმოჩენა, რომლებსაც პოლიტიკის ცვლილების, ღია მმართველობის პრინციპებზე დაყრდნობით და ახალი ხედვებისა თუ ტრანსფორმაციული ცვლილებების გზით შეეძლებათ წვლილი შეიტანონ საქართველოს საჯარო მმართველობის არსებული სისტემის გაუმჯობესების პროცესში.

დღეს, საქართველო საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და განვითარების ეტაპზეა, რაც მმართველობის ძველი სისტემიდან ახალ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და კარგი მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებულ, ღია მმართველობის ფორმების დამკვიდრებასა და სერვისზე ორიენტირებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას გულისხმობს. მიმდინარე ადმინისტრაციული რეფორმები თუ საჯარო პოლიტიკური ცვლილებები, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი თუ საჯარო სერვისების დასავლური სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფა მართვის მრავალ კონცეპტუალურ და პრაქტიკულ სირთულეს იწვევს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების წარმატებით განხორციელება კი სწორედ მაღალკვალიფიციურმა და პროფესიონალმა საჯარო მმართველებმა უნდა უზრუნველყონ.

შესაბამისად, საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულებს მისცეს მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა საჯარო ადმინისტრირების მენეჯერულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ კონტექსტში, ჩამოუყალიბოს კრიტიკული აზროვნებისა კრეატიული ხედვის უნარი, უზრუნველყოს მაქსიმალური შესაძლებლობებისა და ლიდერობის პოტენციალის გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს როგორც კურსდამთავრებულის დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას, ასევე ქვეყანაში არსებული საჯარო მმართველობითი პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.

სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებულს:
ბიზნესის ადმინისტრირება (ქართ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს თანამედროვე, ღრმა და სისტემური ცოდნა ბიზნესის მართვის სხვადასხვა ფუნქციონალურ მიმართულებებში. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი სპეციალისტების მომზადებაზე, რაც გამოიხატება კურსდამთავრებულის მენეჯერული უნარების განვითარებაში, ასევე მისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში იმისთვის, რომ კურსდამთავრებულმა იმუშაოს საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.

სწავლის შედეგები:
სიღრმისეულად და სისტემურიად განიხილავს ბიზნესის მართვის სხვადასხვა ფუნქციონალურ მიმართულებებთან დაკავშრებულ თანამედროვე კონცეფციებს, მიდგომებს, თეორიებსა და მოდელებს
ძირითადი მარკეტინგული კონცეფციების საშუალებით კრიტიკულად და არგუმენტირებულად მსჯელობს კომპანიის სტრატეგიული დაგეგმვის თავისებურებებზე, მარკეტინგული გეგმის კომპონენტებზე, მიზნობრივ ბაზრებზე, ფირმის პოზიციონირების საერთო სტრატეგიასა და კომპანიის საკომუნიკაციო საშუალებებზე
ცვალებადი გარემოს, ორგანიზაციული პროცესემის მართვის და ბიზნესის ფუნქციონალური სფეროს წინაშე მდგარი პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის შედეგად შეიმუშავებს თანამედროვე ბიზნესის სტრატეგიებს
თანამედროვე ეკონომიკური თეორიებისა და მოდელების გამოყენებით დამოუკიდებლად იღებს მენეჯერულ გადაწყვეტილებას მოგების მაქსიმიზაციის, ფასების განსაზღვრის, დანახარჯების გაანალიზების კუთხით სხვადასხვა ბაზრებზე
დამოუკიდებლად წარმართავს კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს, ბიუჯეტის შემუშავების, შესრულების ანგარიშის დახასიათების, კომპანიის პროდუქტის კატეგორიის ან ბრენდის მარკეტინგული კვლევის ჩათვლით
ეფექტურად წარადგენს მის მიერ შემუშავებულ კვლევითი/პრაქტიკული ხასიათის პროექტის/მაშრომის შედეგებს შესაბამისი საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
პრობლემის მრავალმხრივად გაანალიზებისა და ორიგინალური გადაჭრის გზასთან/გზებთან დაკავშირებით შეიმუშავებს რეკომენდაციებსა თუ დასკვნებს შესაბამისი წერილობითი და ზეპირი ფორმით, აკადემიური სტანდარტების და ეთიკის ნორმების გათვალისწინებით
საბუღალტრო კონცეფციების, დაშვებების და პრინციპების გათვალისწინებით აანალიზებს კომპანიის მომგებიანობას, დანახარჯთაღრიცხვის საკითხების გამოყენების, ფინანსური უწყისების აგების, ამ პროცესში ბუღალტრულ-ეთიკური პრინციპების დაცვის გზით
საკუთარი პროფესიული ინტერესების, სწავლის პროცესის თავისებურებების გათვალისწინებით დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარი სწავლის პროცესის სწავლების შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროებას
იაზრებს მენეჯერული საქმიანობის პროცესში წარმოშობილ ეთიკურ საკითხებს
საქართველოს ისტორია
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | საქართველოს ისტორიის მაგისტრი (MA in History of Georgia) |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური, პროფესიული უნარების მქონე სპეციალისტი საქართველოს ისტორიაში. პროგრამა, ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებითა და დისციპლინის უახლეს ცოდნაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მეორე
საფეხურის შესაბამისი კვლევითი უნარებისა და კომპეტენციების მქონე სპეციალისტის მომზადებას, რომელსაც ექნება სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა და მულტიდისციპლინურ გარემოში ადეკვატური მოქმედების უნარ-ჩვევები. ისტორიის მაგისტრი შეძლებს სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე, დოქტურანტურაში ან/და დასაქმდეს მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: სხვადასხვა
პროფილის სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები, ბიბლიოთეკები, საჯარო სამსახური, ადგილობრივი, რეგიონული ადმინისტრაციები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, არქივები, მუზეუმები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ტურიზმისა და მასმედიის სფერო, გამომცემლობები და სხვა.

სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებული:
კურსდამთავრებული:
კურსდამთავრებული:
ინგლისური ფილოლოგია (ქართ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი (MA in English Philology) |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

სამაგისტრო პროგრამის მიზანია ჩამოუყალიბოს სტუდენტს თანამედროვე ფილოლოგიის ძირითადი დარგების, მიმდინარეობების, თეორიების, აზროვნების პარადიგმების, ძირითადი თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომების ადეკვატური ხედვა, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე ფილოლოგიის სააზროვნო სივრცის პოლიპარადგიმულობისა და ინტერდიციპლინარულობის გააზრების, თეორიის ექსპლონატორული პოტენციალისა და პრაქტიკული ღირებულების გაცნობიერების, ასევე თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსპოზიციის კომპეტენციას.
დასახული მიზანი მიიღწევა სასწავლო გეგმაში ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული (კვლევითი) კომპონენტების სინთეზით, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს პროგრამის კურსდამთავრებულთა კომპეტენციასა და ზრდის მათი წარმატების შანსებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.
ითვალისწინებს რა, ერთი მხრივ, თანამედროვე ინგლისური ფილოლოგიის სააზროვნო სივრცის კომპლექსურობას, მეორე მხრივ კი, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნებს, პროგრამა ორიენტირებულია ფილოლოგიის სააზროვნო სივრცისათვის შესაბამისი ეთიკის კომპეტენციის, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე ინგლისურენოვანი კომუნიკატორის ჩამოყალიბებაზე.
აღნიშნულ მოთხოვნათა საპასუხოდ, სამაგისტრო პროგრამა ამზადებს სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას კულტურათა დიალოგისა და საქართველოს ინგლისურენოვან ქვეყნებთან ინტეგრაციის პროცესში.

სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებული იცნობს:
აღწერს:
კურსდამთავრებული:
კურსდამთავრებული:
განათლების მენეჯმენტი
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია გამოუმუშაოს სტუდენტს განათლების მენეჯმენტის კომპეტენცია განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე ორიენტაციით. ამ მიზნის მიღწევა უზრუნველყოფილია პროგრამაში კომპეტენციის მაფორმირებელი (პროგრამის ძირითადი) და სპეციალიზაციის განმსაზღვრელი (სავალდებულო არჩევითი)კომპონენტების ლოგიკური კომბინაციით.

პროგრამა ძირითადი სასწავლო კურსების ფარგლებში უზრუნველყოფს სტუდენტთა, როგორც განათლების მენეჯერთა, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ხოლო სავალდებულო არჩევითი სასწავლო კომპონენტებით ფორმირდება სტუდენტთა ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საჭირო კომპეტენციები.

კურსდამთავრებული, პირველ რიგში, შეიძლება წარმატებით დასაქმდეს კერძო ან/და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებში ან, პროფესიული კომპეტენციის მოდიფიცირებით, ყველა იმ ორგანიზაციაში (მათ შორის არასაგანმანათლებო),სადაც ხარისხის უზრუნველყოფა პრიორიტეტული მიმართულებაა.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
სამართალი
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | სამართლის მაგისტრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადება, მისი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა. კურსდამთავრებულს შეეძლება პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება და გამოუმუშავდება დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო კომპეტენციები. პროგრამა ითვალისწინებს სამართლის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნის მიცემას, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის მონაწილეობას სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცებაში. პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, კერძო, საჯარო და/ან სისხლის სამართლის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა მისცემს საშუალებას კურსდამთავრებულს გახდეს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ ყველა პოზიციაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კვლევითი უნარების გამომუშავების შედეგად კურსდამთავრებულს შეეძლება სწავლა განაგრძოს დოქტორანტურის საფეხურზე.

სწავლის შედეგები:
პროგრამის კურსდამთავრებული:
პროგრამის კურსდამთავრებული:
პროგრამის კურსდამთავრებული:
ბიზნესის ადმინისტრირება (ინგ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს შესძინოს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს თანამედროვე და უახლეს ტენდენციებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა, გაუღრმავოს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და სტანდარტების გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი, ხელი შეუწყოს მისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მენეჯერული გადაწყვეტილებების მისაღებად და გაუღრმავოს სოციალურ პასუხისმგებლობისა და კორპორატიული ეთიკის ნორმების/პრინციპების მნიშვნელობა იმისთვის, რომ კურსდამთავრებულმა იმუშაოს საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.

სწავლის შედეგები:
საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამა
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ბიზნეს სამართლის მაგისტრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ღრმა და სისტემური ცოდნა, შეძლებენ მის კრიტიკულ გააზრებას შედარებით კონტექსტში, დამოუკიდებელ კვლევას, კომპლექსური სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტას და შემდგომი პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვას.

საერთაშორისო ბიზნესის გლობალიზაციის კვალდაკვალ, პროგრამა ორიენტირებულია მისი სამართლებრივი რეგულირების საკითხების შესწავლაზე. აღნიშნულით პროგრამას წვლილი შეაქვს სფეროს განვითარებასა და ბიზნეს გარემოს სამართლებრივი რეგულირების გაუმჯობესებაში. პროგრამა საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს უპასუხონ გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო ბიზნესის წარმოების ტრანსნაციონალურ და მულტიდისციპლინურ კონტექსტს, ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის აქტუალურ მოთხოვნებს.

კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ ყველა პოზიციაზე, სწავლის სფეროს გათვალისწინებით, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კვლევითი უნარების გამომუშავების შედეგად კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სწავლა განაგრძონ სადოქტორო საფეხურზე.

პროგრამის მიზანია შექმნას საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუდენტებსა და პროფესიონალებს.

სწავლის შედეგები:
პროგრამის კურსდამთავრებული:
პროგრამის კურსდამთავრებული:
პროგრამის კურსდამთავრებული:
გამოყენებითი მეცნიერებები
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | მეცნიერებათა მაგისტრი (გამოყენებითი მათემატიკა) 050102 მეცნიერებათა მაგისტრი (გამოყენებითი ელექტროდინამიკა) 050207 |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია გამოყენებითი მეცნიერებების (გამოყენებითი ელექტროდინამიკა და გამოყენებითი მათემატიკა) დარგებში უზრუნველყოს კონკურენტული და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადება, რომლებსაც ექნებათ ფიზიკის/მათემატიკის/ინფორმაციულ და კომპიუტერულ ტექნოლოგიების ღრმა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები. კურსდამთავრებულები შეძლებენ კვლევის დამოუკიდებლად ჩატარებას, კრეატიულად აზროვნებას, და ექნებათ შესაბამისი სპეციალობით დარგის ღრმა და სისტემური ცოდნა. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, მარკეტინგულ, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც მოითხოვება თანამედროვე მეცნიერული აზროვნება, დარგის უახლესი მიღწევების და სიღრმეების ცოდნა, ანალიტიკური აზროვნება, პრობლემის მეცნიერული გადაჭრის უნარი, სამეცნიერო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მართვის უნარები. კურსდამთავრებულებს ექნებათ სათანადო კვლევის უნარები, რათა შეძლონ სწავლის გაგრძელება დოქტორანტურის დონეზე.

სწავლის შედეგები:
მოდული - გამოყენებით ელექტროდინამიკა
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
მოდული - გამოყენებითი მათემატიკა
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
მოდული - გამოყენებით ელექტროდინამიკა
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
მოდული - გამოყენებითი მათემატიკა
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
გამოყენებითი ფსიქოლოგია
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას კვალიფიციური, მაღალი კომპეტენციის მქონე გამოყენებითი ფსიქოლოგების მომზადებით, რომლებიც იქნებიან მრავალმხრივ განათლებული, საზოგადოებრივად მოაზროვნე, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი აქტიური მოქალაქეები. გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია კურსდათავრებულს მისცეს ცოდნა, საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების კანონზომიერებების გათვალისწინებით და პროფესიული ეთიკური ნორმების დაცვით, დამოუკიდებლად კვლევის ჩატარების და პროფესიული პრაქტიკული მუშაობის შესახებ ფსიქოლოგიის შემდეგ მიმართულებებში: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია და შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის კონცენტრაციის შემთხვევაში განუვითაროს ადრეული, შუა ბავშვობის და მოზარდობის ფსიქოლოგიური თავისებურებების საფუძველზე შეფასებისა და დიაგნოსტირების, ქცევის დარღვევების ანალიზისა და ინტერვენციის, ინკლუზიური სწავლების უნარები; კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაციის ფარგლებში - კლინიკურ-ფსიქოლოგიური შეფასების, ფსიქოდიაგნოსტიკის, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და ფსიქოლოგიური კონსულტირების პრაქტიკის უნარები; შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კონცენტრაციის ფარგლებში - ორგანიზაციული ქცევისა და ორგანიზაციული განვითარების შეფასების, პერსონალის შეფასებისა და კარიერული განვითარების, პერსონალის შერჩევის, ტრენინგებისა და განვითარების, მომხმარებლის მიერ ყიდვის გადაწყვეტილების და პერსონალის მართვის, გაყიდვების წარმოებისა და დაგეგმვის უნარები; გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ პროფესიული ეთიკის ფარგლებში თავიანთი პროფესიული საქმიანობის წარმართვა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის (ბანკები, კორპორაციები, სამინისტროები, მაღაზიათა ქსელები) და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურები, საბავშვო ბაღები და სკოლები, ტრენინგ-ცენტრები, კვლევითი ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებების ფსიქოლოგ-კონსულტანტთა სამსახურები, ბავშვთა და მოზრდილთა საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო ცენტრები და კლინიკები.

სწავლის შედეგები:
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის კონცენტრაცია
ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
უნარი
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაცია
ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
უნარი
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კონცენტრაცია
ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
უნარი
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
ქართული ფილოლოგია
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური მაგისტრის მომზადებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ამ მიზნის მისაღწევად ღრმად და სისტემურად შეისწავლება ქართული ენისა და ლიტერატურის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რის საფუძველზეც ხდება საბაკალავრო დონეზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული ცოდნის შემდგომი გაღრმავება და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება; პროგრამაში ჩართული აკადემიური რესურსისა და სასწავლო კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს; ასევე, სურვილის შემთხვევაში, გააგრძელოს სწავლა სადოქტორო საფეხურზე შესაბამისი ან მომიჯნავე სპეციალობით.

სწავლის შედეგები:
ღრმად და სისტემურად იცნობს:
სიღრმისეულად იცის:
კომპლექსურად განსაზღვრავს და ახასიათებს:
კურსდამთავრებულს შეუძლია:
კურსდამთავრებულს შეუძლია:
არქეოლოგია
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური, არქეოლოგიური კვლევის თანამედროვე სტანდარტების მცოდნე, არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზებისა და განხორციელებისთვის აუცილებელი კომპეტენციისა და პრაქტიკული უნარების მქონე პროფესიონალის ჩამოყალიბებას. დასახული მიზნის მიღწევას ემსახურება სამაგისტრო სწავლების დონისათვის შესაბამისი კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირება, რაც უზრუნველყოფილია პროგრამის თანამედროვე, დროის მოთხოვნებზე ორიენტირებული თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზით. პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული კომპეტენციები კურსდამთავრებულს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, არქეოლოგიურ ექსპედიციებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, მუზეუმებსა თუ კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებზე მომუშავე სხვა საჯარო და/ან კერძო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს არქეოლოგიური კვლევის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სწავლებას და კონკურენტუნარიანი პროფესიონალის მომზადებას დარგის ფართო და საფუძვლიანი ცოდნით. პროგრამაში ჩართული სპეციფიკური მოდულების( ქვისა და ბრინჯაოს ხანა, ანტიკური ეპოქა, ქალკოლითი და ნეოლითი) არჩევის შესაძლებლობა მაგისტრანტს უღრმავებს პროფესიულ ცოდნას კონკრეტული მიმართულებით, ხოლო პროგრამაში ჩართული აკადემიური რესურსისა და სასწავლო კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის შესაძლებლობას გააგრძელოს სწავლა სადოქტორო საფეხურზე შესაბამისი ან მომიჯნავე (კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, პალეონტოლოგია, ანთროპოლოგია) სპეციალობით.

სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებული ღრმად და საფუძვლიანად იცნობს:
სპეციალიზაციის შერჩეული მოდულის შესაბამისად:
სიღრმისეულად იცნობს:
იცის:
კურსდამთავრებული:
კურსდამთავრებული:
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ზრდას. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება ღრმა ცოდნა ჯანმრთელობის დეტერმინანტებისა და მათი მართვის შესახებ ადგილობრივ, ქვეყნისა და გლობალურ დონეზე, ის შეძლებს ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნებისა და სტრატეგიების შემუშავებას, განხორციელების ხელშეწყობასა და მიღწეული შედეგების შეფასებას. კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საჯარო ორგანიზაციებში, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებებზე ორიენტირებულ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებში მენეჯერის/ხელმძღვანელის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის/ ანალიტიკოსის შესაბამის პოზიციებზე.

სწავლის შედეგები:
პროგრამის კურსდამთავრებული:
1. ფლობს, განსაზღვრავს და ახდენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის სისტემისა და პოლიტიკის ღრმა, სისტემური ცოდნის რეპროდუცირებას;
2. აცნობიერებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის სისტემისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების პირდაპირ და არაპირდაპირ კავშირებს;
3. აცნობიერებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროებში პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისა და მართვის პროცესში ორიგინალური იდეებისა და კომპლექსური მექანიზმების საჭიროებას;
4. აღწერს, განარჩევს და განსაზღვრავს გლობალური და საერთაშორისო ჯანმრთელობის თავისებურებებს, მის დეტერმინანტებსა და კომპლექსურ მახასიათებლებს რეგიონების, ქვეყნებისა და ლოკალური არეალების დონეებზე.
5. ფლობს, აღწერს, განარჩევს და რეპროდუცირებას ახდენს პაციენტზე, მიზნობრივ ჯგუფებსა და პოპულაციაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების ეფექტიან ფორმებს, მათ სისტემურ და ნიუანსურ თავისებურებებს;
6. წარმოაჩენს პაციენტთა უფლებების დაცვის შესახებ ღრმა და სისტემურ ცოდნას;
7. აღწერს, განარჩევს და განსაზღვრავს ადმინისტრაციული ურთიერთობების სპეციფიკას, მმართველობის ცნებას, ადმინისტრაციული ორგანოების სპეციალური უფლებამოსილებების პრინციპებსა და მენეჯერული ეკონომიკის სფეროს.
8. აცნობიერებს ცვლილებათა საჭიროებებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გლობალური ჯანმრთელობის სფეროებში მუდმივად ცვალებად გარემო-პირობების გათვალისწინებით;
პროგრამის კურსდამთავრებული:
1. ოპერირებს ჯანმრთელობის პოლიტიკის ფორმირების პროცესებში;
2. იკვლევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემებში, საზოგადოებრივი, შერეული და ინდივიდუალური ჯანმრთლეობის დაცვის სერვისების ფორმირება–მიწოდებაში ჯანმრთელობის დეტერმინანატების არაკეთილსაიმედო ზეგავლენას და სხვა კომპლექსურ პრობლემებს ეპიდემიოლოგიური და ბიოსტატისტიკური კვლევის მეთოდებით;
3. იყენებს მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევის შედეგებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
4. მართავს და ქმნის ახალ ჯანდაცვით პროექტებს ახალ და მულტიდისციპლინურ გარემოში,
5. გეგმავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული შესაბამისი მეთოდოლოგიების გამოყენებით საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საჭირო ადამიანურ რესურსებს;
6. ხელს უწყობს საერთაშორისო და გლობალურ ჯანმრთელობის სფეროებში (აივ/ინფექცია შიდსი, წამალთდამოკიდებულება, თამბაქოს მწეველობა, ტრავმტიზმი, ინფექციური დაავადებების გავრცელება–მართვა და სხვა) უახლეს მიღწევების ქვეყნის პოლიტიკაში ასახვასა და ინტეგრირებას;
7. პროგნოზირებს მოთხოვნას რეგრესიული მოდელების საშუალებით ახალ და გაუთვალისწინებელ გარემოში;
8. იყენებს საჯარო–სამართლებრივი ხელშეკრულებებს ადმინისტრაციული სფეროს ფარგლებში;
9. კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს ლიტერატურულ წყაროებსა და მონაცემებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის აქტუალურ საკითხების, უახლეს ინფორმაციას;
10. ახდენს მონაცემების და ინფორმაციის სისტემატიზაციას, კრიტიკულ ანალიზს, რაოდენობრივ და თვისობრივ შეფასებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებათა მიღებას;
11. ამუშავებს ახალ სტანდარტებს ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო სერვისების გარემოს ფორმირებისა და მონიტორინგის მიზნით.
12. კრიტიკულად აანალიზებს და აყალიბებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დასკვნებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემურ თუ კერძო საკითხებზე კომპლექსური და რიგ შემთხვევებში არასრული მონაცემების (ეპიდემიოლოგიური, ჯანდაცვითი და მმართველობითი) საფუძველზე.
13. ჯანდაცვის პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ თუ ქვეყნის დონეზე არსებულ უახლეს მონაცემთა საფუძველზე ახორციელებს ინფორმაციის ინოვაციურ სინთეზს;
14. კრიტიკულად აანალიზებს და აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებს ასიმეტრიული ინფორმაციის ეკონომიკურ საქმიანობაზე გავლენის შესახებ, აგრეთვე ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი ფორმების შედარებით-სამართლებრივ ანალიზს.
15. წარადგენს საკუთარ იდეებს, კვლევის მეთოდებს, დასკვნებსა და არგუმენტებს ზეპირი და წერილობითი ფორმით როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე საქართველოს და საერთაშორისო როგორც აკადემიურ, ასევე ჯანდაცვის დარგში მომუშავე პროფესიონალურ წრეებში;
16. აფასებს ჯანდაცვის სისტემასა და სამედიცინო სერვისების მიწოდებისას მოთხოვნილი ღირებულებებისადმი ( ეთნიკური, გენდერული და რასობრივი თანასწორობის, პროფესიული ეთიკური კოდექსის, პაციენტის უფლებების დაცვა) საკუთარი და სხვის დამოკიდებულებას;
პროგრამის კურსდამთავრებული:
1. დამოუკიდებლად ამოიცნობს, განარჩევს და სწავლობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებულ უახლეს თემატურ საკითხებს.
2. ახორციელებს სასწავლო პროცესის სტრატეგიულ დაგეგმარებას, ცოდნის განახლებისა და უწყვეტი განათლების მიზნით;
სამართალი და ეკონომიკა
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | სამართლის მაგისტრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ეკონომიკის მიმართულებით - „სამართალი და ეკონომიკა“, რომელიც მოიცავს სამართლებრივი საკითხების ეკონომიკურ ანალიზს. პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ რეგულირების ეკონომიკური გავლენის შესწავლას და მიღებული შედეგების დაინტერესებული მხარეებისთვის არგუმენტირებულად წარდგენას.

აღნიშნული გულისხმობს ეკონომიკის პოლიტიკის, თეორიისა და ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების ღრმა და სისტემურ ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებას, დამოუკიდებლად კვლევის განხორციელების გზით „სამართლის და ეკონომიკის“ მულტიდისციპლინურ გარემოში წამოჭრილი რთული პრობლემების ანალიზის და მათი გადაწყვეტის ორიგინალური გზების ძიების, ისევე, როგორც საჭიროებისამებრ, დამოუკიდებლად ცოდნის გაღრმავების უნარს.

ეს შესაძლებლობას მისცემთ კურსდამთავრებულებს დასაქმდნენ უნივერსიტეტებში, კვლევით ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საჯარო სექტორში და ეკონომიკაში მოქმედ დიდ კომპანიებში, რომლების ეფექტიანი ფუნქციონირება ითხოვს მუდმივ კვლევით აქტივობას (ბანკები, სადაზღვევო და საკონსულტაციო კომპანიები).

ზემოთ აღწერილი საქმიანობით პროგრამის კურსდამთავრებულები ხელს შეუწყობენ საჯარო და კერძო სექტორში ეკონომიკური ცვლილებების პირობებში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას.

კვლევითი უნარების გამომუშავების შედეგად კურსდამთავრებულს ასევე შეეძლება სწავლა განაგრძოს დოქტორანტურის საფეხურზე.

სწავლის შედეგები:
პროგრამის კურსდამთავრებული ავლენს:
პროგრამის კურსდამთავრებული:
წმინდა და გამოყენებითი მათემატიკა
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია:

· კურსდამთავრებულებმა შეძლონ სხვადასხვა მიდგომებზე დაფუძნებული მათემატიკური მეთოდების და მოდელების შესწავლა და ანალიზი და მათი გამოყენება სხვადასხვა დარგის თეორიული და პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტაში.

· კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც შეიძლევათ დასაქმდნენ ბიზნესის სფეროში, მარკეტინგულ, კერძო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც მოთხოვნადია ანალიტიკური აზროვნება და სხვადასხვა მათემატიკური მეთოდების გამოყენება.

· გამოუშვას კონტიგენტი, რომელსაც მყარი საფუძველი ექნება სადოქტორო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
ინგლისური ფილოლოგია (ინგ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანს წარმოადგენს ინგლისური ფილოლოგიის სააზროვნო სივრცისათვის რელევანტური თეორიებისა და კვლევის მეთოდების რეალურ პრაქტიკულ კვლევებში სრულფასოვნად და მიზნობრივად გამოყენების უნარის მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს ინგლისური ფილოლოგიის სააზროვნო სივრცის ინტერდიციპლინარულობის, პოლიპარადგიმულობისა და ინტერპარადიგმულობის სიღრმისეულ გააზრებას, ლინგვისტიკისა და ლიტერატურის, კულტუროლოგიისა და სოციოლოგიის სააზროვნო სივრცეებისათვის რელევანტური თეორიების ექსპლონატორული პოტენციალისა და პრაქტიკული ღირებულების გაცნობიერებას. უფრო კონკრეტულად კი, პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს:

ჩამოუყალიბოს:

ინგლისური ენის ისტორიისა და ინგლისური ენის განვითარების დინამიკის თავისებურებათა სიღრმისეული ცოდნა, ინგლისური ენის ცვლილებათა გამომწვევი მიზეზების კრიტიკული ანალიზის უნარი;

ენის, კულტურის, მენტალური რეპრეზენტაციებისა და სოციალური ქცევის ურთიერთდამოკიდებულების არსის, თანამედროვე ლინგვისტიკის პარადიგმებისა და ტენდენციების მახასიათებლების სიღრმისეული ცოდნა, თანამედროვე ლინგვისტიკის შესწავლის ობიექტების კონსტრუირების პრინციპების გამოყენების უნარი;

მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების ანალიზის პრინციპების არსის სიღრმისეული ცოდნა, მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის უნარი ლინგვისტური და სოციოკულტურული კონტექსტის, ფილოსოფიური, ესთეტიკური, პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისების გათვალისწინებით;

მხატვრული ტექსტის პროცესირების თავისებურებათა ცოდნა, მხატვრული ტექსტის ანალიზის უნარი სტრუქტურალისტური და კოგნიტური სემანტიკის თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებით;

გამოუმუშაოს:

ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენებისათვის (C1) რელევანტური სირთულისა და სხვადასხვა კომუნიკაციური მიზანდასახულობის მქონე ტექსტების კონსტრუირების პრინციპების, ეფექტური ინტერკულტურული და პროფესიული (ბიზნესკომუნიკაციის) კომუნიკაციის სტრატეგიებისა და ეთიკის ნორმების ცოდნა, ეფექტური ინტერკულტურული და ბიზნესკომუნიაციის განხორციელების უნარი, ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტურ საკითხებზე არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბების, საკითხთა თანმიმდევრულად, ნათლად ფორმულირებისა და პრეზენტაციის უნარი;

პროექტის მართვის მეთოდების, ინსტრუმენტებისა და პროექტის სასიცოცხლო ციკლის არსის ცოდნა, პროექტის მომზადებისა და მართვის უნარი;

განუვითაროს:

პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე მის მიერ მომზადებულ ნაშრომებში (რეფერატი, მცირე კვლევა, სამაგისტრო ნაშრომი) შედეგების რეპრეზენტაციისას ეთიკური ნორმებისა და აკადემიური პატიოსნების დაცვის გზით.

სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებულმა:
იცის:
აღწერს:
კურსდამთავრებული:
კურსდამთავრებული:
ადამიანური კაპიტალის მართვა და ციფრული ტრანსფორმაცია
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამის მიზანია კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მიაწოდოს მათი ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო კვალიფიციური საშუალო და მაღალი რგოლის HR მენეჯერი, რომელსაც აქვს ინოვაციური და თანამედროვე ტენდენციებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა ადამიანური კაპიტალის მართვაში, ბიზნესის ხედვა, HR სფეროში მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გამოყენების, ციფრული ინტეგრაციის უნარები; შეუძლია პატივისცემასა და მერიტოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა, ეფექტიანი პროფესიული ურთიერთობების დემონსტრირება. კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო ორგანიზაციებში საშუალო თუ მაღალი რგოლის პოზიციებზე, როგორიცაა: HR ბიზნეს პარტნიორი, HR გენერალისტი, HR მენეჯერი, HR ანალიტიკოსი და სხვ. პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს კომპეტენცია, რომ განვითარდეს აკადემიური მიმართულებით, გააგრძელოს სწავლა, კვლევა და სამეცნიერო საქმიანობა სადოქტორო საფეხურზე. ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამა დაფუძნებულია ინოვაციური ადამიანური რესურსების აკადემიის (AIHR) მიერ შემუშავებულ ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალების ე.წ. T ფორმის კომპეტენციის მოდელზე და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი პროფესიონალის მომზადებაზე, რაც გამოიხატება კურსდამთავრებულის ბიზნესის ხედვის (Business Acumen), ციფრული მოქნილობის (Digital Agility), მონაცემების გამოყენების (Data Literacy) და ადამიანური კაპიტალის უნარების განვითარებაში. საგნების უმეტესობა, გარდა თეორიისა და კვლევისა, მოიცავს სიმულაციურ და როლურ თამაშებს, რეალური სიტუაციების განხილვას (case study), პროექტების შექმნას, კონსულტაციებს და ა.შ.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი
• (Functional Competencies) კრიტიკულად განიხილავს სამუშაოს ანალიზისა და დაგეგმვის როლს პერსონალის შერჩევის, შეფასების, განვითარების, კომპენსაციის და შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნაში
• კრიტიკულად მსჯელობს ორგანიზაციულ სტრუქტურაში როლების და გუნდების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ორგანიზაციის ტრანსფორმაციის პროცესში გუნდების და პროექტის მართვის მეთოდოლოგიებზე (Agile, Scrum, Kanban, Waterfall)
• (Business Acumen) აანალიზებს მუდმივად ცვალებად გარემოს, შრომის ბაზარს და კონკურენტების ლანდშაფტს, შესაბამისი HR სტრატეგიის, პროცესების, პრაქტიკის და პროექტების შემუშავების მიზნით
• (People Advocacy) იყენებს ლიდერობის, ძალაუფლებისა და კონფლიქტების შესახებ ცოდნას მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური (DEI) შრომითი პრაქტიკის დასამკვიდრებლად
• (Data Literacy) ატარებს კვლევას, არჩევს და ამუშავებს მონაცემებს, HR ანალიტიკის ტექნიკებით, აგებს მათ გარშემო ნარატივს, ამზადებს მტკიცებულებებზე დამყარებულ დასკვნებს და აკადემიური სტანდარტების დაცვით წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიმღებ მხარეებთან, რათა ხელი შეუწყოს ორგანიზაციული მიზნების მიღწევას და თანამშრომელთა კეთილდღეობას
• (Digital Agility) ტექნიკური გუნდსისთვის დავალების გაწერის მიზნით, ახდენს ძირითადი ბიზნეს პროცესების დიაგნოსტირებას / მოდელირებას და მონაწილეობს HR პროცესების გაციფრულებაში
უსაფრთხოების სწავლებები
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

უსაფრთხოების სწავლებების პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს საერთაშორისო პოლიტიკისა და ურთიერთობის სფეროში გამოუმუშაოს უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, წარმოების, თავდაცვის სფეროს, როგორც უსაფრთხოების სფეროს შემადგენელი ელემენტის ორგანიზების უნარი და საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების, ისევე, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებთან ურთიერთკავშირის დამოუკიდებლად კვლევის უნარი.

აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდენენ თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობა, პარლამენტი (კომიტეტები), სუს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური), შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო დაზვერვა, საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები და ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციები.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი
გლობალური მმართველობა
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

გლობალური მმართველობის პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს საერთაშორისო პოლიტიკისა და ურთიერთობის სფეროში გამოუმუშაოს გლობალური პროცესებისა და კომპლექსური ხასიათის მოვლენების შესწავლის დროს საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუციური ჩარჩოებისა და სამართლებრივ-ნორმატიული მექანიზმების, მათი ეფეტურობის და სხვადასხვა დონეზე სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებთან მჭიდრო კავშირის დამოუკიდებლად კვლევის უნარი.

აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდენენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, მთავრობაში, პარლამენტში (კომიტეტები), შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაეროში, ეუთოში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, საელჩოებში და ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციებში.

სწავლის შედეგები:
Პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
Პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
ნაწილაკების ექპერიმენტული ფიზიკა
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია, მაგისტრანტებს მისცეს ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც გამყარებულია პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოებით და აგრეთვე შესაბამისობაშია მოყვანილი იმ მოთხოვნებთან, რომელებიც მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში (როგორიცაა, მაგალითად CERN, FZJ, GSI) მაღალი ენერგიების ფიზიკის მიმართულებით მიმდინარე კვლევით პროექტებში ახალგაზრდების ჩართვას სჭირდება; მიღებულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტებს გამოუმუშავდებათ დარგისთვის აუცილებელი ისეთი უნარები, რომლის საფუძველზეც ისინი შეძლებენ პროფესიული შესაძლებლობების გამოვლენას. პროგრამის დასრულების შემდგომ, კურსდამთავრებულს ექნება კომპეტენცია სწავლა გააგრძელოს შემდგომ საგანმანათლებლო საფეხურზე, ჩაერთოს დარგის შესაბამის საგანმანათლებლო საქმიანობაში ან/და დასაქმდეს კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემედეგ სტუდენტი:
პროგრამის დასრულების შემედეგ სტუდენტი:
განათლების ადმინისტრირება (ინგ.)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად მოამზადოს განათლების ადმინისტრირების სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და მისცეს მას საგანმანათლებლო სისტემის მართვის, პოლიტიკის, ლიდერობის, დაფინანსების, პედაგოგიური პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ თანამედროვე ცოდნა და პროფესიული უნარები დინამიურ და კომპლექსურ საგანმანათლებლო სივრცეში ეფექტური ფუნქციონირებისათვის.

გარდა ამისა, პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ძირითადი სასწავლო კურსებისა და სპეციალობის მოდულის ფარგლებში შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების ფორმირება. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის პროცესისათვის აუცილებელი საკითხების ანალიზი და კვლევა რელევანტური გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების მიზნით.

პროგრამა ამზადებს მომავალ ლიდერს, რომელსაც შეეძლება მუშაობა მენეჯერულ პოზიციაზე ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, საკონსულტაციო და ტრენინგ ცენტრებში, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
განათლების ადმინისტრირება (ქართ.)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად მოამზადოს განათლების ადმინისტრირების სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და მისცეს მას საგანმანათლებლო სისტემის მართვის, პოლიტიკის, ლიდერობის, დაფინანსების, პედაგოგიური პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ თანამედროვე ცოდნა და პროფესიული უნარები დინამიურ და კომპლექსურ საგანმანათლებლო სივრცეში ეფექტური ფუნქციონირებისათვის.

გარდა ამისა, პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ძირითადი სასაწავლო კურსებისა და სპეციალობის მოდულის ფარგლებში შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების ფორმირება. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის პროცესისათვის აუცილებელი საკითხების ანალიზი და კვლევა რელევანტური გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების მიზნით.

პროგრამა ამზადებს მომავალ ლიდერს, რომელსაც შეეძლება მუშაობა მენეჯერულ პოზიციაზე ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, საკონსულტაციო და ტრენინგ ცენტრებში, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
ადამიანური კაპიტალის მართვა და ციფრული ტრანსფორმაცია აღმასრულებელი (1 წლიანი)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 60 |
პროგრამის მიზნები:

ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამის მიზანია კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მიაწოდოს მათი ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო კვალიფიციური საშუალო და მაღალი რგოლის HR მენეჯერი, რომელსაც აქვს ინოვაციური და თანამედროვე ტენდენციებზე დაფუზნებული ღრმა და სისტემური ცოდნა ადამიანური კაპიტალის მართვაში, ბიზნესის ხედვა, HR სფეროში მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გამოყენების, ციფრული ინტეგრაციის უნარები; შეუძლია პატივისცემასა და მერიტოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა, ეფექტიანი პროფესიული ურთიერთობების დემონსტრირება.

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო ორგანიზაციებში საშუალო თუ მაღალი რგოლის პოზიციებზე, როგორიცაა: HR ბიზნეს პარტნიორი, HR გენერალისტი, HR მენეჯერი, HR ანალიტიკოსი და სხვ.

ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამა დაფუძნებულია ინოვაციური ადამიანური რესურსების აკადემიის (AIHR) მიერ შემუშავებულ ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალების ე.წ. T ფორმის კომპეტენციის მოდელზე და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი პროფესიონალის მომზადებაზე, რაც გამოიხატება კურსდამთავრებულის ბიზნესის ხედვის (Business Acumen), ციფრული ინტეგრაციის (Digital Integration), მონაცემების გამოყენების (Data Literacy) და ადამიანური კაპიტალის უნარების განვითარებაში. საგნების უმეტესობა, გარდა თეორიისა და კვლევისა, მოიცავს სიმულაციურ და როლურ თამაშებს, რეალური სიტუაციების განხილვას (case study), პროექტების შექმნას, კონსულტაციებს და ა.შ.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი
ფინანსური რისკების მენეჯმენტი (ქართ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

ფინანსური რისკების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და უნარები რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა კატეგორიის ფინანსური ინსტიტუტების ფინანსური რისკების ეფექტური მართვისთვის. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია კაპიტალის, ფასიანი ქაღალდების, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრებზე და ინსტრუმენტებზე, საინვესტიციო პორტფელების შედგენასა და ოპტიმიზაციაზე. ფინანსური სექტორის მიმართ მუდმივად მზარდი რეგულატორული მოთხოვნების საპასუხოდ, კურსი აგრეთვე ფარავს ისეთ ძირითად რეგულაციებს, როგორებიცაა მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვების, ლიკვიდობის, კაპიტალის ადეკვატურობის და საინვესტიციო რისკების რეგულაციები. ამავდროულად, პროგრამა მიზნად ისახავს განავითაროს და გააუმჯობესოს სტუდენტის კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, ლიდერობის და მართვის უნარები, რაც ეფექტურად მოამზადებს მათ წარმატებული კარიერისთვის ფინანსური რისკები მენეჯმენტში, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშრისო ბაზრებზე.

სწავლის შედეგები:
სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
1. განსაზღვრავს ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკას და იყენებს სხვადასხვა სტრატეგიებს და ინსტრუმენტებს ფინანსური რისკების შერბილების და მართვისთვის.
2. იყენებს ფინანსური სექტორის ძირითადი რეგულაციების ცოდნას, რაც შესაბამისობაშია ფინანსური სექტორის მუდმივად მზად კონტროლთან მარეგულირებლების მხრიდან.
3. აფასებს საფინანსო პროცესებს, იყენებს უნარებს რომლის მეშვეობითაც შეძლებს საინვესტივიო პორტფელის აგებას და ოპტიმიზაციას.
4. ფინანსური სექტორის მდგრადი განვითრების შესაფასებლად და გასაანალიზებლად იყენებს რაოდენობრივი ანალიზისა და ფინანსური მოდელირების უნარებს.
5. აანალიზებს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს და ცენტრალური ბანკების მიერ ფინანსურ ბაზრებზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს.
6. პროგრამირების ენის გამოყენებით ახდენს მონაცემთა ეფექტურ ვიზუალიზაციას სქემებისა და რუკების გამოყენებით.
7. დამოუკიდებლად წარმართავს კვლევას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და სტანდარტების გამოყენებით და წარადგენს კვლევის შედეგებს, მიგნებებს, არგუმენტებს და დასკვნებს როგორც აკადემიური ასევე, პროფესიული საზოგადოებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის;
8. იაზრებს ფინანსური საქმიანობის პროცესში წარმოშობილ ეთიკურ საკითხებს
9. იზიარებს და აფასებს სოციალურ პასუხისმგებლობისა და კორპორატიული ეთიკის ნორმების/პრინციპების მნიშვნელობას;
10. დამოუკიდებლად განსაზღვრავს შემდგომი სწავლისა და განვითარების საჭიროებებს
ფინანსური რისკების მენეჯმენტი (ინგ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

ფინანსური რისკების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და უნარები რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა კატეგორიის ფინანსური ინსტიტუტების ფინანსური რისკების ეფექტური მართვისთვის.
კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია კაპიტალის, ფასიანი ქაღალდების, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრებზე და ინსტრუმენტებზე, საინვესტიციო პორტფელების შედგენასა და ოპტიმიზაციაზე.
ფინანსური სექტორის მიმართ მუდმივად მზარდი რეგულატორული მოთხოვნების საპასუხოდ, კურსი აგრეთვე ფარავს ისეთ ძირითად რეგულაციებს, როგორებიცაა მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვების, ლიკვიდობის, კაპიტალის ადეკვატურობის და საინვესტიციო რისკების რეგულაციები.
ამავდროულად, პროგრამა მიზნად ისახავს განავითაროს და გააუმჯობესოს სტუდენტის კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, ლიდერობის და მართვის უნარები, რაც ეფექტურად მოამზადებს მათ წარმატებული კარიერისთვის ფინანსური რისკები მენეჯმენტში, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშრისო ბაზრებზე.

სწავლის შედეგები:
სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
1. განსაზღვრავს ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკას და იყენებს სხვადასხვა სტრატეგიებს და ინსტრუმენტებს ფინანსური რისკების შერბილების და მართვისთვის.
2. იყენებს ფინანსური სექტორის ძირითადი რეგულაციების ცოდნას, რაც შესაბამისობაშია ფინანსური სექტორის მუდმივად მზად კონტროლთან მარეგულირებლების მხრიდან.
3. აფასებს საფინანსო პროცესებს, იყენებს უნარებს რომლის მეშვეობითაც შეძლებს საინვესტივიო პორტფელის აგებას და ოპტიმიზაციას.
4. ფინანსური სექტორის მდგრადი განვითრების შესაფასებლად და გასაანალიზებლად იყენებს რაოდენობრივი ანალიზისა და ფინანსური მოდელირების უნარებს.
5. აანალიზებს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს და ცენტრალური ბანკების მიერ ფინანსურ ბაზრებზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს.
6. პროგრამირების ენის გამოყენებით ახდენს მონაცემთა ეფექტურ ვიზუალიზაციას სქემებისა და რუკების გამოყენებით.
7. დამოუკიდებლად წარმართავს კვლევას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და სტანდარტების გამოყენებით და წარადგენს კვლევის შედეგებს, მიგნებებს, არგუმენტებს და დასკვნებს როგორც აკადემიური ასევე, პროფესიული საზოგადოებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის;
8. იაზრებს ფინანსური საქმიანობის პროცესში წარმოშობილ ეთიკურ საკითხებს
9. იზიარებს და აფასებს სოციალურ პასუხისმგებლობისა და კორპორატიული ეთიკის ნორმების/პრინციპების მნიშვნელობას;
10. დამოუკიდებლად განსაზღვრავს შემდგომი სწავლისა და განვითარების საჭიროებებს
კომპიუტერული მეცნიერება (ქართ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების მაღალ დონეზე განვითარება, რაც მოიცავს მონაცემთა მეცნიერებას, ალგორითმულ ანალიზს, პროგრამული სისტემების არქიტექტურასა და კიბერუსაფრთხოებას. პროგრამა ორიენტირებულია კვლევისა და ინოვაციური პრაქტიკის სინთეზზე, რაც განაპირობებს კურსდამთავრებულთა პროფესიულ და აკადემიურ მზაობას კომპლექსური პრობლემების დამოუკიდებლად გადასაჭრელად.

სწავლის შედეგები:
კომპიუტერული მეცნიერება (ინგ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების მაღალ დონეზე განვითარება, რაც მოიცავს მონაცემთა მეცნიერების, ალგორითმული ანალიზის, პროგრამული სისტემების არქიტექტურისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებით, რაც ეფუძნება კვლევისა და ინოვაციური პრაქტიკის სინთეზს და ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა პროფესიულ და აკადემიურ მზაობას კომპლექსური პრობლემების დამოუკიდებლად გადასაჭრელად, აგრეთვე საქართველოს ციფრული ეკონომიკის, ტექნოლოგიური განვითარების და საზოგადოებრივი პროგრესის გაძლიერებას.

სწავლის შედეგები:
ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი (ინგ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ ინტეგრირებულ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სფეროში, მათ შორის IT ინფრასტრუქტურის დიზაინის, სისტემური ანალიზის, მონაცემთა უსაფრთხოების, ბლოკჩეინ სისტემებისა და პროექტების მართვის მიმართულებით. კურსდამთავრებულები შეძლებენ ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას ორგანიზაციულ დონეზე და კომპლექსური პრობლემების ანალიზსა და გადაწყვეტას მენეჯერულ და სამართლებრივ კონტექსტში.

სწავლის შედეგები:
ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემები (ინგ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების, ვირტუალური აქტივების და დეცენტრალიზებული ფინანსების
მიმართულებით ადგილობრივი და გლობალური ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული, თანამედროვე, კონკურენტუნარიანი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების (დეველოპერები, სისტემური არქიტექტორები, კონსულტანტები,
ანალიტიკოსები და IT პროექტ მენეჯერები) მომზადება, რომლებიც შეძლებენ განაწილებული აღრიცხვის სისტემების, კრიპტოეკონომიკისა და დეცენტრალიზებული ინტერნეტის ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებადი ეკოსისტემის
პირობებში, უახლესი ცოდნისა და ინოვაციური მიდგომების სინთეზის საფუძველზე, ბლოკჩეინზე დაფუძნებული
პროდუქტების, პლატფორმებისა და სერვისების შექმნას, განვითარებას და მხარდაჭერას. პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც დაეფუძნება როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპეტენციებს და შეუწყობს ხელს საქართველოში ბლოკჩეინ-ეკოსისტემის გაძლიერებას, ტექნოლოგიურ სექტორში
საექსპორტო პროდუქტების ზრდასა და ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონის მასშტაბით ბლოკჩეინ ინოვაციების ერთ-ერთ ცენტრად. პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების, ვირტუალური აქტივებისა და დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის ორგანიზაციებში, საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი სტარტაპები და ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროექტები.

სწავლის შედეგები:
კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი:
კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი:
კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი:
კიბერუსაფრთხოება (ქართ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს კიბერუსაფრთხოების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ სიღრმისეულ ცოდნას კონკრეტულ ქვედისციპლინებში, მათ შორის: ღრუბლოვანი, ქსელური, აპლიკაციების და ფიზიკური უსაფრთხოება, შეღწევადობის ტესტირება და რისკის მენეჯმენტი. პროგრამა აერთიანებს თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ უნარებს, რათა კურსდამთავრებულებმა შეძლონ რეალური კიბერსაფრთხეების ანალიზი, პრევენცია და ორგანიზაციული უსაფრთხოების მართვა როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე.

კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებად: აუდიტორი, ანალიტიკოსი, ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების პლატფორმის უსაფრთხოების ექსპერტი, კიბერუსაფრთხოების ოპერაციების სპეციალისტი, პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების სპეციალისტი, შეღწევადობის ტესტირების ექსპერტი და სხვა.

სწავლის შედეგები:
კიბერუსაფრთხოება (ინგ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს კიბერუსაფრთხოების სფეროს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი, მაღალი რანგის სპეციალისტები, როგორც ლოკალური, ასევე გლობალური დასაქმების ბაზრისთვის; მისცეს სტუდენტს მყარი და სისტემური ცოდნა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით, რომლის საფუძველზეც კურსდამთავრებული შეძლებს ოპერატიულად და დამოუკიდებლად გაუმკლავდეს მის წინაშე წამოჭრილ თანამედროვე სამყაროს კიბერუსაფრთხოების პრობლემებსა და გამოწვევებს.

კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტად: აუდიტორი, ანალიტიკოსი, ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების პლატფორმის უსაფრთხოების ექსპერტი, კიბერუსაფრთხოების ოპერაციების სპეციალისტი, პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების სპეციალისტი, შეღწევადობის ტესტირების ექსპერტი და სხვ.

სწავლის შედეგები:
ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი (ქართ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ინფორმატიკის მაგისტრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 120 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ ინტეგრირებულ თეორიულ ცოდნასა დაპრაქტიკულ
უნარებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სფეროში, მათ შორის IT ინფრასტრუქტურის დიზაინის,სისტემური
ანალიზის, მონაცემთა უსაფრთხოების, ბლოკჩეინ სისტემებისა და პროექტების მართვის მიმართულებით.
კურსდამთავრებულები შეძლებენ ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას ორგანიზაციულ დონეზე დაკომპლექსური
პრობლემების ანალიზსა და გადაწყვეტას მენეჯერულ და სამართლებრივ კონტექსტში.

სწავლის შედეგები:
შეფასების სისტემა:
შეფასების სისტემა
ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი) |
24 ქულა / 24%; |
რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას. |
16 ქულა/ 16%; |
შუალედური გამოცდა |
25 ქულა / 25%; |
დასკვნითი გამოცდა |
35 ქულა / 35% |
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |