საქართველოს უნივერსიტეტი

2013 - 2014 წლის სადოქტორო პროგრამების





კატალოგი

საქართველოს უნივერსიტეტი

თბილისი

2013


გიული ალასანია
საქართველოს უნივერსიტეტის სამეურვეო საბოჭოს თავმჯდომარე,
დამფუძნებელი
მე და ჩემს მეგობარს, მანანა სანაძეს, მანამდე უკვე გვქონდა სხვადასხა უმაღლეს სასწავლებლებშიმუშაობის გარკვეული გამოცდილება. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოგვიყალიბდა საკუთარი ხედვა და გაგვიჩნდა სურვილი დაგვეარსებინა უნივერსიტეტი, სადაც შევძლებდით მოგვემზადებინა პროფესიონალები, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იქნებოდნენ კონკურენტუნარიანები. ჩვენ დავამყარეთ კონტაქტები როგორც ა.შ.შ.-ის, ისე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, სადაც სტუდენტებს სწავლის საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევათ.

მანანა სანაძე
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, დამფუძნებელი
წარმატებული კარიერა, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, მხოლოდ მრავალმხრივი ცოდნითა და მაღალპროფესიული უნარჩვევებით მიიღწევა, რასაც ცოდნის შეძენის სურვილი და მეცნიერების არჩეული დარგისადმი დიდი ინტერესი აქცევს რეალობად. ვინაიდან უნივერსიტეტი ახორციელებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის პროგრამებს, შესაბამისად მას აქვს უნივერსიტეტის სტატუსი.
თუ გსურთ ისწავლოთ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების დონის ქართულ უნივერსიტეტში და მიიღოთ ცოდნა, რომელიც კონკურენტუნარიანად გაქცევთ თქვენი თაობის ახალგაზრდებთან ქვეყნის შიგნით, თუ მის გარეთ - აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!





საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0171, მ. კოსტავას 77ა.
ელ.ფოსტა:  info@ug.edu.ge; ug@ug.edu.ge        
ტელ/ფაქსი: 2-55-22-22; 2-24-11-44 

სკოლის დირექტორთა კონტაქტები
 

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა

სამართლის სკოლა

ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლა

ნათია კალაძე
n.kaladze@ug.edu.ge
შიდა ტელ: 155

მაია ამაშუკელი
m.amashukeli@ug.edu.ge
შიდა ტელ: 164

ანა ხურციძე
a.khurtsidze@ug.edu.ge
შიდა ტელ: 316

კახაბერ თავზარაშვილი
k.tavzarashvili@ug.edu.ge
შიდა ტელ: 166

 

 

 

 

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა

 

თინათინ ღუდუშაური
t.gudushauri@ug.edu.ge
შიდა ტელ: 159

თამარ ლობჟანიძე
t.lobjanidze@ug.edu.ge
შიდა ტელ: 168

ინფორმატიკა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:ინფორმატიკის დოქტორი
ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა:180

პროგრამის მიზნები:

სადოქტორო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი ცოდნის შექმნას და მის მეცნიერულ განვითარებას.

პროგრამის მიზანია გათვალისწინებული სასწავლო და სამეცნიერო კომპონენტების სრული კურსის გავლის და სადოქტორო დისერტაციის დაცვის შედეგად კურსდამთავრებულს მისცეს ღრმა თეორიული ცოდნა, კვლევის მეთოდებისა და მონაცემების მეც­ნი­ე­­რული ანალიზის გამოყენების უნარ-ჩვევები.

პროგრამა ასევე, მიზნად ისახავს აღზარდოს მომავალი მკვლევარები და მეცნიერები კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებენ შეასრულონ კვლევითი თუ სამეცნიერო სამუშაოები მეცნიერულად მაღალ დონეზე. კომპიუტერული ტექნოლოგიების დოქტორანტურის კურსდამთავრებულებს მიღებული ცოდნა საშუალებას მისცემთ დასაქმდნენ სამეცნიერო, კვლევით, მარკეტინგულ, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში მონაცემების კომპიუტერული დამუშავების სპეციალისტებად, მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორებად, გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორებად და სხვა.

სწავლის შედეგები:

ცოდნა/გაცნობიერება

კურსდამთავრებულს ექნება:

  • კოპიუტერული ტექნოლოგიების  სფეროს უახლეს მიღწევებზე (უსადენო ინტერნეტი, ნანოტექნოლოგიები,  სივრცითი ობიექტების მონაცემთა ბაზების, მათ შორის გეომონაცემთა ბაზების აგების თანამედროვე მეთოდები და სხვა) დამყარებული ცოდნა, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას მისცემს;
  • მონაცემთა რელაციური ბაზების აგებასა და დამუშვებასთან დაკავშირებული არსებული ცოდნის  ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივ გადაფასების გზით  ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერება;
  • ეკონომიკური, ეკოლოგიური, ფინანსური, ტექნიკური სისტემების, მათი საიმედოობის, რისკებისა და უსაფრთხოების შეფასების მათემატიკური მოდელირების, სტატისტიკური მონაცემების შემუშავებისა და მართვის ცოდნა;
  • გაცნობიერებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ქვედარგებს (გეოინფორმაციულ სისტემებს, მონაცემთა ბაზებს, დაპროგრამებას) შორის ურთიერთკავშირი;
  • გაცნობიერებული ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზები;
  • თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მეთოდების, მათ შორის რეკურსიული მეთოდებისა და მიდგომების, სივრცითი ობიექტების მონაცემთა ბაზების, გეომონაცემთა ბაზების შემუშავების მეთოდების   სრულყოფილი ცოდნა;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროს შესაბამისი კვლევის პრინციპების ღრმა ცოდნა;
  • პროფესიული სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს მათემატიკური მოდელირების, სტატისტიკის, დისკრეტული მათემატიკის თეორიებისა და   პრინციპების, გეოინფორმაციული და რელაციური მონაცემთა ბაზების აგების პრინციპების კრიტიკულ გააზრებას.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ინოვაციური კვლევის, მათ შორის საზოგადოებრივი მეცნიერებების მრავალკრიტერიული ამოცანების, რაც თავის მხრივ გულისხმობს ოპტიმალური ამონახსნის მიღებას მინიმალური დანახარჯებითა და მაქსიმალური მოგების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და ზედამხედველობის უნარი;
  •  ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომების შემუშავების უნარი, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში;
  •  კომპიუტერული ტექნოლოგიების თანამედროვე მეთოდიკაზე დაფუძნებით კვლევის წარმოების უნარი;  
  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების სამეცნიერო ხელმძღვანელობის უანრი;
  • მრავალმომხმარებლიანი მონაცემთა და გეომონაცემთა ბაზების შექმნისა და ადმინისტრირების უნარი; ვებ-ტექნოლოგიებში მონაცემთა და გეომონაცემთა ბაზების ინტეგრირების უნარი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების, მათემატიკური მოდელირებისა და მენეჯმენტის სფეროში უახლესი სამეცნიერო
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების უახლესი მეთოდებისა და მიდგომების (ვებ-ტექნოლოგიებში მონაცემთა და გეომონაცემთა რელაციური  ბაზების შემუშავება მაღალი დონის დაპროგრამების ენების ელემენტების გამოყენებით, მათემატიკური მოდელირების გზით გამოსაკვლევი ობიექტის საოპტიმიზაციო მოდელის შემუშვება და გადაწყვეტა) გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორცილების უნარი;
  • თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მეცნიერების სხვადასხვა დარგის ამოცანების  სამეცნიერო კვლევის უნარი;

დასკვნის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ახალი სამეცნიერო იდეების კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარი;
  • სხვადასხვა სამეცნიერო პრობლემების გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციებისა და რესურსების გამოყენებით, დარგში არსებული რთული პრობლემების ახალი მეთოდოლოგიით გადაწყვეტის უნარი;
  • ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარი, რაც ახალი მეთოდოლოგიის შემუშვების საწინდარი უნდა გახდეს ;
  • ახალი მეთოდოლოგიის განვითარების  ხელშეწყობის უნარი;
  • პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის უნარი;
  • პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში უახლესი მეთოდების გამოყენებით კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელი მონაცემებისა და ინფორმაციის მოძიების, განმარტების, სინთეზის, კრიტიკული ანალიზისა და მტკიცებულებებზე დამყარებული დასაბუთებული დასკვნების გაკეთების უნარი;
  • კომპლექსურ კონტექსტში ინფორმაციის მოძიების, კრიტიკული შეფასებისა და სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პროფესიული საქმიანობის ყველა სფეროში, კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების, ასევე თემატური საკითხების გარკვევისათვის კრიტიკული ანალიზის წარმოებისა და დასკვნის უნარი.

კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • საკუთარი მეცნიერული მიგნებების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან დასაბუთებული წარმოჩენა;
  • სამეცნიერო კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე და სხვა სამეცნიერო/აკადემიურ და პროფესიულ ღონისძიებებზე დისკუსებში და დებატებში ქართულ და ინგლისურ ენებზე მონაწილეობა;
  • მეცნიერული კვლევის შედეგად დასაბუთებული ახალი მიდგომების ქართულ და ინგლისურ ენებზე ზეპირი და წერილობითი ფორმით წარმოდგენისა და გავრცელების უნარი;
  • საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში საკუთარი კვლევების და მიგნებების გამოქვეყნება;

სწავლის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • გამომდინარე უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში ახალი იდეების განვითარების უნარი;
  • საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული დარგობრივი სამეცნიერო პულიკაციების გაცნობის და დამუშავების უნარი;
  • მეცნიერული კვლევის პროცესში გამოვლენილი პრობლემების შესწავლისა და კვლევის უნარი;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში ტექნოლოგიური სიახლეების მიღებისა და საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.

ღირებულებები

კურსდამთავრებულს ექნება:

  • კომპიუტერული ტექნოლოგიების კვლევათა სფეროში დაგროვილი ღირებულებათა რაობისა და მნიშვნელობის, აგრეთვე მათი მრავალფეროვნების, დამკვიდრების გზებისა და მეთოდების გათავისება;
  • სამართლებრივი, ეთიკური და პროფესიული ნორმების და სტანდარტების კვლევა და ახლებური მიდგომების დასამ­კვიდრებლად მეთოდების შემუშავება;
  • სხვა კულტურების, ტრადიციების და ღირებულებების განმაპირობებელი ფაქტორების შესწავლა და გათავისება.
  • პროფესიული ღირებულებებისადმი საკუთარი დამოკიდებულების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მათი გადაფასება.
  • პროფესიული ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად შეძენილი ცოდნის გამოყენება;
  • არსებული ვითარების გაანალიზების და დამკვიდრებული პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი ღირებულებების გადაფასების შედეგად, ახალი, სრულყოფილი ღირებულებების გამოკვეთა და მათი დამკვიდრების ხელშეწყობა;
  • ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება.

კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:ანთროპოლოგიის დოქტორი
ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა:180

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ანთროპოლოგიის  თანამედროვე  ინტერდისციპლინური თეორიების, კვლევის მეთოდებისა და პრაქტიკული უნარების მქონე მაღალკვალიფიციური  სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ უნარი გამოიკვლიონ და გაანალიზონ საზოგადოებაში მიმდინარე სოციოკულტურული მოვლენები, მოამზადონ შესაბამისი რეკომენდაციები და ამით ხელი შეუწყონ  კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის სფეროში ესოდენ მნიშვნელოვანი ახალი ცოდნის დანერგვა/განვითარებას ერთი მხრივ მრავალფეროვანი ეთნოკულტურული მემკვიდრეობის პრევენციისა და წარმოჩენის და, მეორე მხრივ, ეთნოსოციალურ/ეთნორელიგიურ თუ ეთნოპოლიტიკურ მოვლენათა პროგნოზირებისა და პრევენციისა ან მართვის მექანიზმების  შემუშავების მიზნით.  

ანთროპოლოგიის (კულტურული/სოციალური) დოქტორს შეუძლია დასაქმდეს სამეცნიერო–კვლევით და  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში, სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებში, რომელთა მოღვაწეობის სფერო ეთნოკულტურული პრობლემებია (ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობა და პოლიტიკის შემუშავება, ეთნიკური ან რელიგიური კონფლიქტების პრევენცია და სხვა).

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება

კურსდამთავრებულს ექნება:

  • სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სფეროში უახლეს მიღწევებზე (კულტურული, ეთნიკური, რელიგიური იდენტობის განსაზღვრის პრინციპები,  ურბანული კვლევები, ნაციისა და ნაციონალური ხასიათის კვლევები) დამყარებული ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა;
  • ანთროპოლოგიური კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიების (რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდები: ვიზუალური, ურბანული, სიღრმისეული აღწერილობის მეთოდი, მათემატიკური მოდელირება, სტატისტიკური ანალიზი და სხვა)  სისტემური ცოდნა;
  • კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის  სფეროებისათვის რელევანტური ცნებითი აპარატის ცოდნა;
  • გააზრებული ექნება ისეთი საკითხები,   როგორიცაა: ღირებულებათა სისტემებისა და კულტურული პოლიტიკის ურთიერთმიმართება, პიროვნება და სოციუმი, ნაციის ფორმირების დინამიკა და ძირითადი მახასიათებლები, ეთნიკური უმცირესობები და ეთნოპოლიტიკა, ლოკალური კულტურების როლი და მნიშვნელობა გლობალიზაციის პროცესში, ტრადიციული და თანამედროვე სოციალური სისტემები, ეთნიკური ინტეგრაციის პროცესი და სხვა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ინფორმაციის ინოვაციური სინთეზირების, კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
  •  კვლევითი და ანალიტიკური მეთოდების (სისტემის გამოყენების უნარი ახალი ცოდნის გენერირებისათვის;
  • ორიგინალური სამეცნიერო კვლევის შედეგების საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებსა და კონფერენციებზე პრეზენტაციის უნარი.
  • სხვა მეცნიერთა მიერ გამოსაქვეყნებლად გადაცემული პუბლიკაციების რეფერირების უნარი;
  • სასწავლო კურსების მომზადებისა  და წარმართვის უნარი.

დასკვნის გაკეთების უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზის, სინთეზირებისა და შეფასების უნარი;
  • ახალი მეთოდოლოგიის შემუშავების უნარი საკვლევი სფეროს (ეთნიკური, კულტურული, რელიგიური იდენტიფიკაცია, კონფლიქტების: ეთნიკური, რელიგიური, კულტურულო პროგნოზირება და პრევენცია და სხვა) თავისებურებათა გათვალისწინებით:
  • სპეციფიური პრობლემის (კონფესიური, ეთნიკური, სოციუმში ინტეგრაციის და სხვა) გადაჭრის მაქსიმალურად ეფექტური გზის ძიებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

სწავლის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ანთროპოლოგიის სფეროში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე ახალი იდეების ინიცირების უნარი სწავლის პროცესსა და კვლევით საქმიანობაში.
  • საკუთარი სწავლის შემდგომი პროცესის (უწყვეტი სწავლა) სწორი და ეფექტური დაგეგმვისა და წარმართვის, აგრეთვე, სხვისი სწავლების უნარი

კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის  სფეროს პრობლემური და აქტუალური საკითხების ნათლად და დასაბუთებულად წარმოჩენის უნარი ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ინტეგრირების გზით;
  •  საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან პროფესიული თემატიკის მქონე პოლემიკაში ჩართვის უნარი ინგლისურ  ენაზე.

ღირებულებები

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ჰუმანიტარული აზროვნებისათვის რელევანტურ ღირებულებათა (უცხო კულტურათა და ფასეულობათა მიღება/პატივისცემა, აკადემიური კეთილსინდისიერება, კულტურული მემკვიდრეობის  შენარჩუნებაზე ზრუნვა, დემოკრატიული და სამოქალაქო ღირებულებების განვითარება) დამკვიდრების გზების კვლევა;
  • აღნიშნულ ღირებულებათა  დამკვიდრების მეთოდების შემუშავების უნარი.

მასობრივი კომუნიკაცია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:მასკომუნიკაციის დოქტორი
ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა:180

პროგრამის მიზნები:

სადოქტორო პროგრამის მიზანია ხელიშეუწყოს მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებით ახალი ცოდნის შექმნას და მის მეცნიერულ განვითარებას. პროგრამა ამზადებს მასობრივი კომუნიკაციების მეცნიერებსა და მკვლევარებს, რომლებიც ხელსშეუწყობენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ამით ემსახურებიან საზოგადოებას, ქვეყანას და მსოფლიოს.

პროგრამის მიზანია გათვალისწინებული სასწავლო და სამეცნიერო კომპონენტების სრული კურსის გავლის და სადოქტორო დისერტაციის დაცვის შედეგად კურსდამთავრებულს მისცეს ღრმა თეორიული ცოდნა, კვლევის მეთოდებისა და მონაცემების ანალიზის გამოყენების უნარ-ჩვევები.

მასობრივი კომუნიკაციის დოქტორს დასაქმება შეეძლება კვლევით და სამეცნიერო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში, უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ თანამდებობებზე.

სწავლის შედეგები:

ცოდნა/გაცნობიერება

კურსდამთავრებულს ექნება:

  • მასობრივი კომუნიკაციების უახლეს მიღწევებზე (ტელეკომუნიკაციების არქიტექტურები, კომუნიკაციის დაგეგმარება, ოთხგანზომილებიანი ბრენდები) დამყარებული ცოდნა;
  • მასობრივი კომუნიკაციების მეცნიერული შესწავლისთვის ინოვაციური მეთოდების (ახალი მედია ტექნოლოგიები, ონლაინ კომუნიკაციები და ა.შ.) ცოდნა;
  • მასობრივი კომუნიკაციების მოდელების (ბაზისური, ნარატიული, აუდიტორიაზე ცენტრირებული და სხვა), კვლევითი თეორიებისა (სოციალიზაციის, კულტივირების და სხვა) და კომპონენტების (კომუნიკატორი, მესიჯი, საკომუნიკაციო არხი და უკუკავშირი) გადაფასების შედეგად გაცნობიერებული ექნება განახლებული მიდგომები;

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი 

კურსდამთავრებულს ექნება:

  • თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის დიზაინის შექმნის, კვლევების (საბაზისო, მონიტორინგის და შეფასებითი კვლევები, საზოგადოებრივი აზრის კვლევები და ა.შ.) განხორციელებისა და ზედამხედველობის უნარი;
  • მასობრივი კომუნიკაციების მოდელების და კომპონენტების გადაფასების შედეგად ახალი ცოდნისა და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებისა და შექმნის უნარი;
  • რეფერირებად პუბლიკაციებში სამეცნიერო ნაშრომების და კვლევების ასახვის უნარი;
  • სალექციო კურსების მომზადებისა და წარმართვის უნარი.

დასკვნის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • პირველადი და მეორადი წყაროების გამოყენებით ახალი და წინააღმდეგობრივი იდეების/მიდგომების შეფასების, სინთეზისა და ანალიზის უნარი;
  • მასობრივი კომუნიკაციების მეთოდების და მიდგომების სხვადასხვა კონტექსტით და პერსპექტივით  განხილვა, თითოეული მიდგომის საფუძვლიანი კრიტიკული ანალიზი და შეფასება, რაც ხელს უწყობს კვლევის მეთოდოლოგიის სწორ და დასაბუთებულ შერჩევას;
  • სტრატეგიული კომუნიკაციების კომპლექსური საკითხებთან (სარეკლამო, საზოგადოებასთან ურთიერთობები და მედია) დაკავშირებული პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.

კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • საკუთარი მეცნიერული მიგნებების დასაბუთებული წარმოჩენა;
  • სამეცნიერო კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე და სხვა სამეცნიერო/აკადემიურ და პროფესიულ ღონისძიებებზე დისკუსებში და დებატებში ქართულ და ინგლისურ ენებზე მონაწილეობა;
  • მეცნიერული კვლევის შედეგად დასაბუთებული ახალი მიდგომების ქართულ და ინგლისურ ენებზე ზეპირი და წერილობითი ფორმით წარმოდგენისა და გავრცელების უნარი;
  • საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში საკუთარი კვლევების და მიგნებების გამოქვეყნება;

სწავლის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული დარგობრივი სამეცნიერო პულიკაციების გაცნობის და დამუშავების უნარი;
  • მეცნიერული კვლევის პროცესში გამოვლენილი პრობლემების შესწავლისა და კვლევის უნარი;
  • მასობრივი კომუნიკაციების კვლევათა სფეროში გამოქვეყნებული უახლესი ლიტერატურის ათვისების, კვლევისა და საქმიანობის პროცესში მისი მუდმივი გამოყენების უნარი.

ღირებულებები

კურსდამთავრებულს ექნება:

  • მასობრივი კომუნიკაციების კვლევათა სფეროში დაგროვილი ღირებულებათა რაობისა და მნიშვნელობის, აგრეთვე მათი მრავალფეროვნების, დამკვიდრების გზებისა და მეთოდების გათავისება;
  • სამართლებრივი, ეთიკური და პროფესიული ნორმების და სტანდარტების კვლევა და ახლებური მიდგომების დასამაკვიდრებლად მეთოდების შემუშავება;
  • სხვა კულტურების, ტრადიციების და ღირებულებების განმაპირობებელი ფაქტორების შესწავლა და გათავისება.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი
ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა:180

პროგრამის მიზნები:

საზოგადოებრივ  ჯანდაცვაში  ფართო პროფილის მეცნიერის მომზადება, რომელიც შეძლებს დარგში ახალი მიმართულების ცოდნის შექმნას, არსებულის სტრუქტურულად გააზრებასა და გაფართოებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრდას და, შესაბამისად, გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, ის შეძლებს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ჯანმრთელობის დეტერმინანტებისა და მათი მართვის თანამედროვე მეთოდებით მიღებული შედეგების შეფასებას, განათლების სხვადასხვა საფეხურზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სასწავლო მოდულების შემუშავებასა და სწავლებას. სადოქტორო პროგრამა კურსდამთავრებულს აძლევს უმაღლეს სასწავლო და კვლევით დაწესებულებებში, ჯანდაცვით ორგანიზაციებში, ჯანმრთელობის დაზღვევის მქონე სადაზღვევო კომპანიებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებულ მაღალ პოზიციებზე მუშაობის შესაძლებლობას.

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის/ების, სერვისების განვითარების უახლესი ტენდეციებისა და  მიდგომების,  სტრატეგიული მართვის თეორიების  საფუძვლიანი ცოდნა;
  • მოსახლეობის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორების (გლობალიზაცია, კლიმატის ცვლილება, სამედიცინო/ფარმაცევტული ტექნოლოგიები, ცხოვრების წესი და ქცევების ცვლილება, ჯანდაცვის სისტემები  და სხვ.) შესწავლის ნატიფი მექანიზებისა და უახლესი მტკიცებულებების ცოდნა;
  • გაცნობიერებული საერთაშორისო და  გლობალური ჯანმრთელობის, ჯანდაცვის პოლიტიკის უახლესი მიდგომები;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკაში (ჯანმრთელობის ხელშეწყობა,  გარემოს მედიცინა,  მენეჯერული ეპიდემიოლოგია, ჯანდაცვის სისტემების მოქმედება და  სხვა)    არსებული ცოდნის ხელახალი გააზრება და  მისი ნაწილობრივ გადაფასების გზით ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერება.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ახალი და არსებული საზოგადოებრივი და ინდივიდუალური  სამედიცინო სერვისების ეფექტურობის  შეფასების მიზნით ინოვაციური კვლევების დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და კვლევით პროცესებზე ზედამხედველობის  უნარი;
  • საზოგადოებრვი ჯანდაცვის, ჯანდაცვითი  ქვესისტემების ფუნქციონირების,   ინდივიდუალური, შერეული  და  საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის დაცვის სერვისების  თავისებურებების (სამართლიანობა, ხელმისაწვდომობა,  სარგებლიანობა, მოცვადობა) შესწავლისთვის ახალი კვლევითი და ანალიტიკური მიდგომების შემუშავების, განხორციელებისა და  ზედამხედველეობის უნარი;
  • ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა სისტემური მართვისადმი  მულტიდისციპლინური მიდგომების გზით ახალი ცოდნის შექმნის უნარი, რაც პუბლიკაციების სახით აისახება საერთაშორისო რეფერირებად  ჟურნალებში; 
  • სწავლების სხვადასხვა საფეხურზე  საზოგადოებრივი ჯანდაცვის  (საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის სისტემები, დაავადებათა  მართვა, მენეჯერული ეპიდემიოლოგია, ბიოეთიკური და სამედიცინო სამართლის ასპექტები) სასწავლო მოდულების კურიკულუმების შემუშავებისა და სწავლების უნარი.

დასკვნის უნარი:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • საზოგადოებრვი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების, შესაბამისი ჯანდაცვითი პროდუქტების ფორმირებისა და განვითარების  ახალი ცოდნის შექმნის, ან არსებულის გადაფასების  მიზნით ახალი და რთული, რიგ შემთხვევებში წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზის, სინთეზისა და შეფასების  უნარი;
  • ჯანდაცვის სისტემის ან ჯანდაცვითი სერვისების შემუშავება–მიწოდების დროს წარმოქმნილი პრობლემის იდენტიფიცირებისა და მისი  გადაჭრის მიზნით მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • უნივერსალური და სელექტიური ჯანდაცვის შედარებითი  და თვისობრივი ანალიზის უნარი.

კომუნიკაციის უნარი:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • საერთაშორისო რეფერირებად წყაროებში, საერთაშორისო პროფესიულ სამეცნიერო საზოგადოებაში  საზოგადოებრივი ჯანდაცვაში მეცნიერული კვლევებით მიღებული და მტკიცებულებათა სისტემაზე აგებული    ახალი იდეების  წარმოჩენის უნარი;
  • ინგლისურ ენაზე საერთაშორისო პროფესიულ  სამეცნიერო თემატურ დისკუსიებში  ჩართვის უნარი.

სწავლის უნარი:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და  მართვის უახლეს მიღწევებზე დამყარებული  ახალი მტკიცებულებების წარმოჩენით, მათი სწავლებისა და შემდგომი კვლევის ხელშეწყობისა და განვითარების მზაობა.

ღირებულებები:

კურსდამთავრებულს ექნება  გათავისებული

  • ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და სისტემებში ქვეყნისა და პოპულაციის კულტურულ ფასეულობათა, ბიოეთიკური და დარგობრივი  სამართლებრივი სტანდარტების დამკვიდრების გზების კვლევის საჭიროება და ინოვაციური  მეთოდების შემუშავების აუცილებლობა.

ფილოლოგია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:ფოლოლოგიის დოქტორი
ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა:180

პროგრამის მიზნები:

პროგრამა მიზნად ისახავს ინტერდისციპლინარული ცოდნით აღჭურვილი მკვლევარის ჩამოყალიბებას, რომელიც შეძლებს თავის პროფესიულ მოვალეობათა თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დონეზე შესრულებას.

თანამედროვე ფილოლოგიისათვის, როგორც აზროვნების კომპლექსური სფეროსათვის, განსაკუთრებით მნშვნელოვანია ინტერდისპლინარიზმის პრინციპი. იგი უზრუნველყოფს ენობრივი ფაქტებისა და კულტურის სხვადასხვა პერსპექტივიდან ხედვას, რაც თანამედროვე ფილოლოგიური კვლევის ერთ–ერთი პრიორეტთაგანია.

პროგრამა იძლევა ენათმეცნიერებასა და კულტურას შორის არსებული შინაგანი კავშირის კვლევისა და წვდომის საშუალებას. პროგრამა ორინეტირებულია სტრუქტურული ლინგვისტიკის, კომუნიკაციური ლინგვისტიკის, კოგნიტური ლინგვისტიკის, ფსოქოლინგვისტიკის, სოციოლინგვისტიკის, ანთროპოლოგიური ლინგვისტიკის, ლინგოკულტუროლოგიისა და ლინგვოდიდაქტიკის სფეროთა კვლევებზე.

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება

კურსდამთავრებულს ექნება:

  • გააზრებული თანამედროვე ლინგვისტური პარადიგმის (ანთროპოცენტრისტული პარადიგმის) და არაიმანენტური მიდგომის ფარგლებში გენერირებული ცოდნის თავისებურებები;
  • გაცნობიერებული არსებულ ლინგვისტურ პარადიგმათა ფარგლებში ახალი ცოდნის ველის აგების – კვლევის ახალ პერსპექტივათა აღმოჩენის (ლინგვისტურ პარადიგმათა სინთეზის) შესაძლებლობა;
  • სტრუქტურული ლინგვისტიკის, კომუნიკაციური ლინგვისტიკის, კოგნიტური ლინგვისტიკის, ფსოქოლინგვისტიკის, სოციოლინგვისტიკის, ანთროპოლოგიური ლინგვისტიკის, ლინგოკულტუროლოგიისა და ლინგვოდიდაქტიკის სფეროებისათვის რელევანტური ცნებითი აპარატის ცოდნა;
  • გაცნობიერებული სფეროსათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების (ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, უშუალო შემადგენელთა მეთოდი, ტრანსფორმაციული ანალიზის მეთოდი, სემური ანალიზის, ენის ლექსიკურ–სემანტიკური სისტემის სტრუქტურირების მეთოდები – ენობრივი ველების, თემატური ჯგუფებისა და სინონიმური რიგების აგების მეთოდი,  სემანტიკური ფრეიმების აგების მეთოდი, ისტორიულ–შედარებითი და შეპირისპირებითი მეთოდები, დესკიფციული მეთოდი და ა.შ.), მიდგომების (იმანენტური, არაიმანენტური), კონცეფციების (ინსტრუმენტული, არაინსტრუმენტალური, სემიოტიკური, არასემიოტიკური, ენის ენერგეტიკული კონცეფციის)  თავისებურებები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და ზედამხედველობის უნარი;
  • ახალი კვლევითი და ანალიტიკური მეთოდების შემუშავების უნარი არსებული მეთოდებისადმი შემოქმედებითი მიდგომის საფუძველზე;
  • კვლევის შედეგების პრეზენტაციის უნარი საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებსა და კონფერენციებზე;
  • სხვა მეცნიერთა მიერ გამოსაქვეყნებლად გადაცემული პუბლიკაციების რეფერირებისა და რეცენზირების უნარი;
  • ლინგვისტური პარადიგმების გადაფასებისა და სინთეზირების შედეგად ახალი ცოდნისა და ინოვაციური მიდგომების (მაგ., შინაარსობირივი განსაზღვრულობის მქონე სივრცის მაქსიმალურად დეტალური სეგმენტაციის მიზნით ენობრივი ველისა და სემანტიკური ფრეიმის მეთოდების კომბინირების მეთოდის )  ჩამოყალიბებისა უნარი;
  • რეფერირებად პუბლიკაციებში სამეცნიერო ნაშრომების და კვლევების ასახვის უნარი;
  • სალექციო კურსების მომზადებისა და წარმართვის უნარი.

დასკვნის გაკეთების უნარი:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზის, სინთეზირებისა და შეფასების უნარი;
  • ახალი მეთოდოლოგიის შემუშავების უნარი საკვლევი სფეროს თავისებურებათა გათვალისწინებით:
  • კვლევის ლინგვისტური მეთოდებისა და მიდგომების სხვადსხვა პერსპექტივიდან განხილვის უნარი, რაც უზრუნველყოფს კვლევის მეთოდოლოგიის რელევანტურობას კვლევის საგნისათვის;
  • ლინგვისტური პრობლემების (მაგ., ენობრივ შინაარსთა სფეროს სტრუქტურირების, ცოდნის რეპრეზრენტაციის და ა.შ) გადაჭრის მაქსიმალურად ეფექტური გზის ძიებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • ლინგვისტიკის კომპლექსური საკითხების (მაგ.; „ენა–სამყაროს“ თავისებურებასა და ერთა დიფერნციალურ ფსიქოლოგიას შორის არსებული მიზეზ–შედეგობრივი კავშირი, ენისა და კულტურის იმპლიციტურობის საკითხი და ა.შ.).

კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ლინგვიტიკის სფეროს პრობლემური და აქტუალური საკითხების, საკუთარი მეცნიერული მიგნებების ნათლად და დასაბუთებულად წარმოჩენის უნარი ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ინტეგრირების გზით;
  • სამეცნიერო კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე და სხვა სამეცნიერო/აკადემიურ და პროფესიულ ღონისძიებებზე დისკუსებში და დებატებში ქართულ და ინგლისურ ენებზე მონაწილეობა;
  • მეცნიერული კვლევის შედეგად დასაბუთებული ახალი მიდგომების ქართულ და ინგლისურ ენებზე ზეპირი და წერილობითი ფორმით წარმოდგენისა და გავრცელების უნარი.

სწავლის უნარი:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ლინგვისტიკის სფეროში უახლეს, დომინანტურ პარადიგმებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე ახალი იდეების ინიცირების უნარი სწავლის პროცესსა და კვლევით საქმიანობაში;
  • საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული დარგობრივი სამეცნიერო პულიკაციების გაცნობის და დამუშავების უნარი;
  • მეცნიერული კვლევის პროცესში გამოვლენილი პრობლემების შესწავლისა და კვლევის უნარი;
  • ლინგვისტიკის სფეროში გამოქვეყნებული უახლესი ლიტერატურის ათვისების, კვლევისა და საქმიანობის პროცესში მისი მუდმივი გამოყენების უნარი;
  • შემდგომი კვლევისა და კვლევის შედეგების სხვათათვის გაზირების უნარი.

ღირებულებები:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ჰუმანიტარული აზროვნებისათვის რელევანტურ ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და აღნიშნულ ღირებულებათა  დამკვიდრების მეთოდების შემუშავების უნარი;
  • სხვადასხვა კულტურებისა და ენებისათვის დამახასიათებელი „სამყაროს სურათის“ უნიკალურობის აღიეარებისა და პატივისცემის უნარი.

სამართალმცოდნეობა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:სამართლის დოქტორი
ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა:180

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია სამართლის დარგის მეცნიერული განვითარების ხელშეწყობა ახალი მიგნებების გზით. პროგრამა მიზნად ისახავს სამართლის მეცნიერებისა და სამართლებრივი აზროვნების განვითარება სამართლებრივი ასპექტების მეცნიერული დამუშავების გზით; პედაგოგიური და სხვა სახის სამეცნიერო-პროფესიული კადრის მომზადება, რომელიც სრულფასოვნად ფლობს სამეცნიერო კვლევით მეთოდოლოგიას, აქვს სამართლის სისტემის არსში წვდომისა და დარგში სიახლის დანერგვის უნარი. პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს სამართლის დარგში კვლევით და სამეცნიერო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში და უმაღლეს საგანმანათლებლო ორგანიზაციებში აკადემიურ თანამდებობებზე.

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება

კურსდამთავრებულს ექნება:

  • სამართლის უახლესი მიღწევების, მათ შორის სამართლის დოგმატიკისა და ეროვნული და საერთო სასამართლო პრაქტიკის ახალი მიღწევების ცოდნა
  • სამართლის ინოვაციური მეთოდების,კერძოდ კი,შედარებითი სამართლებრივი და სისტემური ანალიზის მეთოდების ცოდნა
  • არსებული ცოდნის, კერძოდ, საჯარო, კერძო და სისხლის სამართლის ძირითადი თეორიების ხელახალი გააზრების შედეგად გააცნობიერებს ამ თეორიების ახლებურ მიდგომებს.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • შედარებით-სამართლებრივი, ისტორიულ - სამართლებრივი, სისტემური ანალიზის  კვლევის მეთოდების დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება და ზედამხედველობა
  • სასამართლო და საგამოძიებო და ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით სტატისტიკური კვლევის მეთოდის დამოუკიდებლად გამოყენების უნარი
  • საჯარო, კერძო და სისხლის სამართლის ძირითადი თეორიების გადაფასების შედეგად ახალი სამართლებრივი მიდგომებისა და იდეების ჩამოყალიბებისა და შექმნის უნარი;
  • რეფერირებად პუბლიკაციებში სამართლებრივი სამეცნიერო ნაშრომების და კვლევების ასახვის უნარი;

დასკვნის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • გაბატონებული სამართლებრივი შეხედულებების, უმცირესობის განსხვავებული სამართლებრივი პოზიციების კრიტიკული ანალიზის, ამ შეხედულებათა მისთვის მისაღები დებულებების სინთეზის და შეფასებისა  და საკუთარი არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალებების უნარი;
  • საკანონდმებლო ნორმების  და სასამართლო პრაქტიკის სრულყოფის მიზით თეორიული და პრაქტიკულად რთულად გადასაჭრელ სამართლებრივ საკითხებზე ნოვაციური შეხედულებების წარმოების უნარი;
  • არსებული სამართლებრივი დებულებებისა და შეხედულებების, გამოწვევების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ახალი ინოვაციური მეთოდოლოგიების საჭიროების განსაზღვრისა და განვითარების უნარი

კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • საერთაშორისო და ადგილობრივ  სამეცნიერო საზოგადოებასთან საკუთარ სადისერტაციო ნაშრომში მეცნიერულ დებულებებზე მოხსენების დასაბუთებულად და გარკვევით წარმოდგენის უნარი;
  • სადოქტორო სემინარის ჩატარების უნარი;
  • ქვეყნის შიგნით  და  მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სამეცნიერო სემინარებსა და კოლოქვიუმებში  საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან დისკუსიისა და დებატების უნარი.

სწავლის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • სადისერტაციო სამეცნიერო ნაშრომში დასმულ საკითხების  კვლევის პროცესში გამოკვეთილი პრობლემატიკის შემდგომი ჩაღრმავება სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებისა და დამუშავებისა უნარი;
  • სადისერტაციო თემის ირგვლივ არსებული სამართლებრივი საკითხების უახლესი სამეცნიერო და სხვა ავტორთა მიერ განხორციელებული კვლევების გაცნობისა და  დამუშავების უნარი.

ღირებულებები

კურსდამთავრებულს ექნება:

  • სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დამკვიდრების გზების კვლევის შედეგად ახალი ინოვაციური დებულებების გათავისება და დამკვიდრება;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განუყრელად დაცვის დასამკვიდრებლად ინოვაციური მიდგომების გათავისება და დამკვიდრება.

ბიზნესის ადმინისტრირება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა:180

პროგრამის მიზნები:

ბიზნესის ადმინისტრირებაში  ფართო პროფილის მკვლევარი- მეცნიერის მომზადება  დარგში ახალი მიმართულების ცოდნის შექმნის, გადაცემის, პრობლემების იდენტიფიციებისა და მათი მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, რომელიც თავსებადია საერთაშორისო და ქვეყნის მოთხოვნებთან. პროგრამის მიზანია დოქტორანტებისათვის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში შემოქმედებითი (ნოვატორული) იდეების გენერაცია, კრეატიული იდეებისა და ჰიპოთეზების შექმნა, ამ იდეების შეფასებისა და განხორციელებისათვის საკმარისი ანალიტიკური უნარის გამომუშავება, მათი სხვებისათვის გააზრება და გავრცელება, აგრეთვე ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში სწავლების თანამედროვე მეთოდების დაუფლება. ეს მიზნები პროგრამის კონცენტრაციების მიხედვით ხორციელდება მეცნიერული კვლევების ორგანიზებისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

სადოქტორო პროგრამის   კონცენტრაციებიდან გამომდინარე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი მუშაობს უმაღლეს სასწავლო და კვლევით დაწესებულებებში, კომერციულ ორგანიზაციებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში,  არასამთავრობო და სამთავრობო  სტრუქტურებში საშუალო და მაღალი დონის ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის დასაქმების სფეროა ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ნებისმიერი სახისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაცია-დაწესებულებები, კორპორაციული სტრუქტურები, აგრეთვე სამეწარმეო და არაკომერციული/ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც სჭირდებათ პროფესიული ცოდნა ბიზნესის მართვის სფეროში.

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში მეთოდოლოგიური მიდგომების  და მენეჯმენტთან ასოცირებულ კანონზომიერებათა უახლეს მიღწევებზე დამყარებული ფუნდამენტური ცოდნა;
  • მენეჯერული კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიების  და გადაწყვეტილებათა მიღების მოდელების  ცოდნა;
  •  ბიზნესის ადმინისტრირების დარგში დაგროვილი ეთიკური პრობლემებისა და ამ პრობლემათა გადაჭრის ინოვაციური მექანიზმების ცოდნა;
  • ეცოდინება ბიზნესის მართვის თანამედროვე თეორიების, კონცეფციებისა და პრინციპების ცოდნა, რომლებიც მეცნიერების უახლეს მიღწევებზეა დამყარებული /მათ შორის მენეჯმენტის პრინციპების განვითარება გლობალიზაციისა და ინფორმატიზაციის ეპოქაში, სიტუაციური ანალიზისა და სტრატეგიული მართვის ინოვაციური ინსტრუმენტები, ლიდერობისა და მოტივაციის უახლესი კონცეფციები; ახალი ტიპის ორგანიზაციების დაპროექტების მეთოდები; მმართველობითი გადაწყვეტილებების ოპტიმიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიები და ა.შ./;  
  • ბიზნეს–პროცესების ადმინისტრირებაზე ცოდნის კრიტიკულად გააზრების გზით  ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერება;
  • გაცნობიერებული ექნებათ ბიზნეს ადმინისტრირების დარგის რაოდენობრივი, თვისებრივი, ეკონომიკური, მარკეტინგული, სტატისტიკური და ეკონომეტრიკული კვლევის უახლესი მეთოდები.

 ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და კოორდინაციის უნარი;
  •  ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომების შემუშავების ჩვევები, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზე იქნება ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში;
  • დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების და სამეურნეო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის უნარი;
  • მენეჯერული კონსალტინგის ჩვევების განვითარებითა და გამოყენებითი ხასიათის ზოგადთეორიული ხასიათის ამოცანების გადაჭრით, ქართული რეალობის ადექვატური მმართველობითი გადაწყვეტილებების დამუშავება-რაციონალიზაციის მეთოდოლოგიური კრიტერიუმების სრულყოფისუნარი.
  • ინდივიდუალური, ჯგუფური და ორგანიზაციული ეფექტიანობის მართვის უნარი;
  • კონკრეტული მოვლენის დროში პროგნოზირების უნარი;
  • ორგანიზაციისთვის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის უნარი;
  • ინოვაციურ მეწარმეობაზე თანამედროვე თეორიული და ემპირიული კვლევების განხორციელების უნარი.

დასკვნის უნარი:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • მიკროეკონომიკური პოლიტიკის ანალიზისა და მენეჯერული სტრატეგიების შემუშავების უნარი;
  • ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების შეფასებით ალტერნატივების გამოვლენისა და  ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სხვადასხვა მეცნიერული კონცეფციის კომპლექსური /ინტერდისციპლინარული/ გამოყენებით თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებისა და ფუნქციური მოდელების დახვეწის უნარი;
  • ზოგადთეორიული ხასიათის ამოცანების გადაჭრით, ქართული რეალობის ადექვატური მმართველობითი მიდგომების დამუშავებისა და თანამედროვე მენეჯმენტის პარადიგმების განვითარების უნარი;
  • სამეწარმეო გარემოსა და ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე სახელმწიფო რეგულირების გავლენის შეფასების უნარი;
  • საბაზრო სიტუაციების მულტიფაქტორული ანალიზის განხორციელების, საბაზრო რისკების შეფასების და წარმოების ფაქტორების ოპტიმალური გამოყენების პირობებში რაციონალური მენეჯერული გადაწყვეტილებების დასაბუთების უნარი;
  • ექსპერტული შეფასებების გაწევის უნარი.

კომუნიკაციის უნარი:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • მეცნიერულ დებატებში მონაწილეობის უნარი;
  • მეცნიერული პუბლიკაციების მომზადების უნარი;
  • ინტერნეტ რესურსების გამოყენებისა და მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით სარგებლობის უნარები, რათა საზოგადოებას გააცნოს წარმოებული კვლევის ღირებული შედეგები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • უნარი საზოგადოების სხვა წევრებთან თანამშრომლობით შეეცადოს მოძებნოს მმართველობითი პრობლემების მოგვარების შესაძლო ვარიანტები;
  • საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან  და მეცნიერთა ფართო წრეებთან  უცხოურ ენაზე თემატურ პოლემიკაში მონაწილეობის უნარი.

სწავლის უნარი:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • სწავლისა და საქმიანობისთვის, მათ შორის, კვლევის პროცესში ახალი იდეების ან პროცესების და განვითარებისთვის მზაობა;
  •  თვითშეფასების უნარი, რათა იყოს თვითკრიტიკული და მოახდინოს მცდარი დასკვნების მეცნიერული შეფასება და კორექტირება;
  • ჩვევა უმოკლეს დროში გაეცნოს ბიზნესის ადმინისტრირების დარგში წარმოებულ ნებისმიერ ახალ და ღირებულ კვლევას;მოიძიოს ახალი ინფორმაცია და არ დაჯერდეს უკვე მიღწეულ შედეგებს;
  • უნარი არ მოექცეს არსებული დოქტრინების, სტერეოტიპების, გაბატონებული მენტალიტეტის გავლენის ქვეშ და გამოკვეთოს ახალი კვლევის მიმართულებები.

 ღირებულებები:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • საბაზრო ეკონომიკის პირობებში საზოგადოებრივი პროგრესის მამოძრავებელი ღირებულებები და ბიზნესის განვითარებაში ორიგინალური კვლევების მეშვეობით თავისი წვლილის შეტანის აუცილებლობა.
  • ბიზნესის მართვის სფეროში ახალ ფასეულობათა დამკვიდრების ხედვები და მათი იმპლემენტაციისთვის ინოვაციური მეთოდების შემუშავების საჭიროება;
  • ბიზნესის ადმინისტრირების ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეფექტიანი და სამართლიანი გადაწყვეტილებების, ინდივიდთა საკუთრების უფლებების დაცვისა და თავისუფლებების განხორციელების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ფასეულობების მნიშვნელობა.

პოლიტიკის მეცნიერებები

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი
ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა:180

პროგრამის მიზნები:

სადოქტორო პროგრამის მიზანია ხელიშეუწყოს პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით ახალი ცოდნის შექმნას და მის მეცნიერულ განვითარებას. პროგრამა ამზადებს პოლიტიკის მეცნიერებსა და მკვლევარებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ამით ემსახურებიან საზოგადოებას, ქვეყანას და მსოფლიოს.

პროგრამის მიზანია გათვალისწინებული სასწავლო და სამეცნიერო კომპონენტების სრული კურსის გავლის და სადოქტორო დისერტაციის დაცვის შედეგად კურსდამთავრებულს მისცეს ღრმა თეორიული ცოდნა, კვლევის მეთოდებისა და მონაცემების ანალიზის გამოყენების უნარ-ჩვევები.

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს დასაქმება შეეძლება კვლევით და სამეცნიერო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში, სახელმწიფო და კერძო უწყებებში საკონსულტაციო სამუშაოების შესასრულებლად, უცხოურ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტირებით და უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ თანამდებობებზე.

სწავლის შედეგები:

ცოდნა/გაცნობიერება

კურსდამთავრებულს ექნება:

  • პოლიტიკის მეცნიერებების ისტორიული განვითარების, ძირითადი თეორიული და მეთოდოლოგიური დებატების ცოდნა; 
  • სხვადასხვა კვლევების წარმართვის (თვისობრივი და რაოდენობრივი), მათ შორის სხვადსხვა ტიპის ქეისების შესწავლის, ისტორიულ-შედარებითი მეთოდების და სტატისკური ტექნიკების სიღრიმსეული ცოდნა; 
  • პოლიტიკური მეცნიერებების და მისი ქვე-დარგების (საერთაშორისო ურთიერთობები, შედარებითი პოლიტიკა, პოლიტიკური ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა და პოლიტიკა და ა.შ.) ძირითადი თეორიების და კონცეფციების ცოდნა;
  • პოლიტიკური აზრის და დემოკრატიის თეორიის ადექვატური ცოდნა;
  • სოციალური მეცნიერებების ეპისტემოლოგიის ადექვატური გაგება;
  • პოლიტიკური მოვლენების და პროცესების შესასწავლადახალი ახალი და ინოვაციური მულტიდისციპლინარული მიდგომების ცოდნა. 

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი 

კურსდამთავრებულს ექნება:

  • საერთაშორისო რეფერირებად გამოცემების სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად სამეცნიერო ნამუშევრების მომზადების ცოდნა;
  • ინოვაციური კვლევის დიზაინის შემუშავება და კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი;
  • შეეძლება ძირეული ემპირიული კვლევის, თეორიის და კონცეფციების განვითარების მეშვეობით არსებული სამეცნიერო ლიტერატურას და მიდგომებს შესძინოს ახალი, ინოვაციური ცოდნა;  
  • რეფერირებად პუბლიკაციებში სამეცნიერო ნაშრომების და კვლევების ასახვის უნარი;
  • ექსპერტული კომენტარის და რეკომენდაციების შემუშავების უნარი;
  • სალექციო კურსების მომზადებისა და წარმართვის უნარი.

დასკვნის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • პირველადი და მეორადი წყაროებიდან ინფორმაციის და მონაცემების შეგროვების და კრიტიკული ანალიზის უნარი;
  • სხვადასხვა შესაძლო ინფორმაციებზე და მონაცემებზე დაყრდნობით ლოგიკური დასკვნების გაკეთების უნარი;
  • ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის შეჯერების და ამის საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნის გამოტანის უნარი; 
  • მოცემულ შემთხვევაზე დაყრდნობით შესაბამისი კვლევითი მეთოდების შერჩევის და გამოყენების უნარი.

კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • საკუთარი მეცნიერული მიგნებების დასაბუთებული წარმოჩენა;
  • სამეცნიერო კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე და სხვა სამეცნიერო/აკადემიურ და პროფესიულ ღონისძიებებზე დისკუსებში და დებატებში ქართულ და ინგლისურ ენებზე მონაწილეობა;
  • მეცნიერული კვლევის შედეგად დასაბუთებული ახალი მიდგომების ქართულ და ინგლისურ ენებზე ზეპირი და წერილობითი ფორმით წარმოდგენისა და გავრცელების უნარი;
  • საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში საკუთარი კვლევების და მიგნებების გამოქვეყნება.

სწავლის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • დამოუკიდებლად ახალი თემების ძირეული შესწავლის უნარი;
  • საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული დარგობრივი სამეცნიერო პულიკაციების გაცნობის და დამუშავების უნარი;
  • მეცნიერული კვლევის პროცესში გამოვლენილი პრობლემების შესწავლისა და კვლევის უნარი;
  • პოლიტიკური მეცნიერებების კვლევათა სფეროში გამოქვეყნებული უახლესი ლიტერატურის ათვისების, კვლევისა და საქმიანობის პროცესში მისი მუდმივი გამოყენების უნარი.

ღირებულებები

კურსდამთავრებულს ექნება:

  • დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა, როგოც აკადემიური თავისუფლების ერთადერთი გარანტორი;
  • პოლიტიკურ მეცნიერებებში კვლევათა სფეროში დაგროვილი ღირებულებათა რაობისა და მნიშვნელობის, აგრეთვე მათი მრავალფეროვნების, დამკვიდრების გზებისა და მეთოდების გათავისება;
  • სამართლებრივი, ეთიკური და პროფესიული ნორმების და სტანდარტების კვლევა და ახლებური მიდგომების დასამაკვიდრებლად მეთოდების შემუშავება;
  • სხვა კულტურების, ტრადიციების და ღირებულებების განმაპირობებელი ფაქტორების შესწავლა და გათავისება.

ისტორია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:ისტორიის დოქტორი (PhD in History)
ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა:180

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, მოამზადოს, ისტორიის სხვადასხვა სფეროში (საქართველოს ისტორია, ახლო აღმოსავლეთის ისტორია, მსოფლიო ისტორია - ძველი, შუა საუკუნეები, ახალი და უახლესი - გამომდინარე დოქტორანტის არჩევანიდან), მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც ექნება უნარი: დამოუკიდებლად გამოიკვლიოს, გაანალიზოს სხვადასხვა პრობლემატიკა და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები; პროექტის მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოამზადოს და განახორციელოს ინოვაციური სამეცნიერო პროექტები და ამით ხელი შეუწყოს ისტორიის სფეროში ახალი ცოდნის დანერგვას, ისტორიული დარგის განვითარებას საქართველოში, მის ინტერნაციონალიზაციასა და ინტეგრაციას საერთაშორისო აკადემიურ წრეებში; ასწავლოს დარგის სხვადასხვა დისციპლინები უმაღლეს სასწავლებელში; იყოს კონკურენტუნარიანი, როგორც საქართველის, ასევე, უცხოეთის შრომით ბაზარზე.

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • მეცნიერების უახლეს მიღწევებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა ისტორიის მის მიერ არჩეულ ქვედარგში;
  • გაცნობიერებული დარგის ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მიდგომები, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული;
  • გაცნობიერებული ისტორიის ადგილი თანამედროვე ჰუმანიტარული ცოდნის სისტემაში;
  • მეცნიერების ფილოსოფიის, მათ შორის ისტორიის ფილოსოფიის ისეთი საკითხების ცოდნა,როგორიცაა:საზოგადოების განვითარების ცივილიზაციური (ხაზოვანი და ციკლური),ფორმაციული,სამყარო-სისტემის,სინერგიული თეორიები; მეცნიერული ახსნის სახეობათა სტრუქტურა; დედუქციურ-ნომოლოგიური მოდელის არსი; სამყაროს მეცნიერული სურათის ტიპები, მათი სტრუქტურული თავისებურებები და ფუნქციები; ობიექტურობის, საფუძვლიანობისა და დინამიურობის ცნებათა არსი სამყაროს თანამედროვე მეცნიერული სურათის კონტექსტში; სამყაროს მეცნიერული სურათის ევოლუცია; ევოლუციური პარადიგმების თავისებურებები; ისტორიული, სისტემური, სოციოლოგიური და ანთროპოცენტრისტული პარადიგმების არსი; მეცნიერული პარადიგმების ცვლის მიზეზები; სამეცნიერო რევოლუციების როლი მეცნიერული აზროვნების განვითარებაში;
  • ისტორიული კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიების (რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები:ისტორიულ-შედარებითი, ისტორიულ-სისტემური, რეტროსპექტული, კორელაციური, კლასტერული ანალიზი,მათემატიკური მოდელირება, სტატისტიკური ანალიზი და სხვა) სისტემური ცოდნა;
  • თანამედროვე სამეცნიერო პროექტების მომზადებისა და მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მექანიზმების სისტემური და სიღრმისეული ცოდნა;
  • ინგლისურენოვანი სამეცნიერო ნაშრომების რეფერირების უახლესი პრინციპების ცოდნა;
  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სალექციო კურსების,სასწავლო პროგრამების, კურიკულუმის მომზადებისა და წარმართვის პრინციპებისა და ტექნოლოგიების ცოდნა ბოლონიის პროცესის, ევროპული სტანდარტების, აკრედიტაცია/ავტორიზაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ისტორიის სამეცნიერო სფეროსთვის აქტუალური კვლევის საგნის დასახვის, კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, რათა წვლილი შეიტანოს ისტორიოგრაფიულ ცოდნასა და დებატებში საქართველოსა და უცხოეთის აკადემიურ წრეებში;
  • თემისათვის რელევანტური სამეცნიერო ლიტერატურის მაქსიმალურად მოძიებისა და გამოყენების უნარი;
  • ღრმა და დეტალური ანალიზისთვის აუცილებელი და საკმარისი მეთოდების შერჩევისა და გამოყენების უნარი;
  • ახალი, ინტერსუბიექტური, შემოწმებადი და დადასტურებადი ცოდნის გენერირების უნარი;
  • კვლევითი და ანალიტიკური მეთოდების გამოყენების უნარი ახალი ცოდნის გენერირებისათვის;
  • სწავლების თანამედროვე სტრატეგიების პრაქტიკაში რეალიზების უნარი სასწავლო კურსების, საგანმანათლებლო პროგრამის (კურიკულუმის) მომზადებისა და წარმართვის სახით;
  • სფეროსთვის აქტუალურ პრობლემატიკაზე სამეცნიერო პროექტის მომზადებისა და განხორციელების უნარი;
  • სხვა მეცნიერთა მიერ გამოსაქვეყნებლად გადაცემული პუბლიკაციების რეფერირების უნარი;
  • სწავლების თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

დასკვნის უნარი:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • დისციპლინის კრიტიკული კანონების შესაბამისად ტექსტისა და დოკუმენტის სწორი კომენტირების,ანოტირებისა და რედაქტირების უნარი;
  • ემპირიული და თეორიული მასალის შეჯერებისას ახალი,რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზის, სინთეზირებისა და შეფასების უნარი;
  • ახალი მეთოდოლოგიის შემუშავების უნარი საკვლევი სფეროს თავისებურებათა გათვალისწინებით;
  • სპეციფიური პრობლემის გადაჭრის მაქსიმალურად ეფექტური გზის ძიებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • ისტორიულ მოვლენათა დიაქრონულ და სინქრონულ ჭრილში გააზრების, ახალი დაკვნებისა და შეხედულებების დამოუკიდებლად ჩამოყალიბების უნარი.

კომუნიკაციის უნარი:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • სამეცნიერო კვლევების შეფასების ან ორიგინალური სამეცნიერო კვლევის შედეგების სათანადოდ წარმოჩენის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • ისტორიის სფეროს პრობლემური და აქტუალური საკითხების წერილობითი და ზეპირი ფორმით, მშობლიურ და ინგლისურ ენაზე ნათლად და დასაბუთებულად წარმოჩენის უნარი და აკადემიურ საზოგადოებასთან ახალი ცოდნის არსებულთან ინტეგრირების გზით;
  • საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან პროფესიული თემატიკის მქონე პოლემიკაში ჩართვის უნარი ინგლისურ ენაზე.

სწავლის უნარი:

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ისტორიის სფეროში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე ახალი იდეების ინიცირების უნარი სწავლის პროცესსა და კვლევით საქმიანობაში;
  • ახალი იდეების შემეცნების, კვლევის უახლესი მეთოდების ათვისებისა და ახალი ცოდნის შექმნის უნარი;
  • საკუთარი სწავლის შემდგომი პროცესისა (უწყვეტი სწავლა) და პროფესიული განვითარების დამოუკიდებლად და ეფექტურად დაგეგმვისა და წარმართვის, აგრეთვე, სხვისი სწავლების უნარი.

ღირებულებები:

კურსდამთავრებულს ექნება გათავისებული

  • ჰუმანიტარული აზროვნებისათვის რელევანტურ ღირებულებათა (უცხო კულტურათა და ფასეულობათა მიღება/პატივისცემა,აკადემიური კეთილსინდისიერება,კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნვა, დემოკრატიული და სამოქალაქო ღირებულებების განვითარება) დამკვიდრების გზებისა ინოვაციური მეთოდების შემუშავების უნარი.
შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+ A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+ B ძალიან კარგი
84-86 3,00 B
81-83 2,75 B-
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+  D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX FX ვერ ჩააბარა
<40   F F ჩაიჭრა