2015 - 2016 წლის საბაკალავრო პროგრამების

კატალოგი
გიული ალასანია
საქართველოს უნივერსიტეტის დირექტორი,
დამფუძნებელი
მე და ჩემს მეგობარს, მანანა სანაძეს, მანამდე უკვე გვქონდა სხვადასხა უმაღლეს სასწავლებლებშიმუშაობის გარკვეული გამოცდილება. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოგვიყალიბდა საკუთარი ხედვა და გაგვიჩნდა სურვილი დაგვეარსებინა უნივერსიტეტი, სადაც შევძლებდით მოგვემზადებინა პროფესიონალები, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იქნებოდნენ კონკურენტუნარიანები. ჩვენ დავამყარეთ კონტაქტები როგორც ა.შ.შ.-ის, ისე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, სადაც სტუდენტებს სწავლის საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევათ.

საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0171, მ. კოსტავას 77ა.
ელ.ფოსტა:
info@ug.edu.ge; ug@ug.edu.ge
ტელ/ფაქსი: 2-55-22-22; 2-24-11-44
ბათუმი
სკოლის დირექტორთა კონტაქტები
| სოციალურ მეცნიერებათა სკოლა |
ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა |
სამართლის სკოლა |
ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლა |
ნათია კალაძე |
მაია ამაშუკელი |
ანა ხურციძე |
კახაბერ თავზარაშვილი |

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა |
ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა |
ბათუმის სკოლა |

თინათინ ღუდუშაური |
თამარ ლობჟანიძე |
ფარნაოზ კახიძე p.kakhidze@ug.edu.ge |
საექთნო საქმე (ქართ) 2016
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | საექთნო საქმის ბაკალავრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო საქმის“ მიზანია მოამზადოს მაღალი კომპეტენციის მქონე ექთნები, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „საექთნო საქმის“ საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას უზრუნველყოფს პროფესიულ საქმიანობაზე მიზნობრივად ორიენტირებული თეორიული ცოდნისა და საექთნო პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიწოდება-გამომუშავების გზით.
ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით პროგრამა კურსდამთავრებულებს აძლევს საექთნო საქმის თეორიისა და მეთოდოლოგიის საბაზისო ცოდნას და გამოუმუშავებს საექთნო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კლინიკურ უნარ-ჩვევებს, ცვალებად საჭიროებებთან ადაპტირების, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების უნარს, რის შედეგადაც ექთანს შეეძლება დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობა. დასახული მიზნის მიღწევა ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში არსებული რეფორმების განხორციელებას. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებში პრაქტიკოსი ექთნის / ბაკალავრი ექთნის კომპეტენციების შესაბამის პოზიციებზე.

სწავლის შედეგები:
ლობს და განსაზღვრავს საექთნო საქმის საბაზისო თეორიულ საკითხებს;
აღწერს, განმარტავს, ადარებს, განასხვავებს და მიმოიხილავს ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, პათოლოგიური ფიზიოლოგიის, ფარმაკოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, თერაპიის, ქირურგიის, პედიატრიის, დედათა და ჩვილის მოვლის, გერიათრიის, ფსიქიატრიის ძირითად საკითხებს;
ფლობს საექთნო პროცესის ეტაპების (საექთნო შეფასება, დიაგნოსტირება, მოვლის გეგმის შედგენა, განხორციელება, შედეგების შეფასება) შესახებ ცოდნას;
აღწერს, განმარტავს და განიხილავს საექთნო მანიპულაციებისა და პროცედურების დანიშნულებასა და ჩატარების წესებს; აცნობიერებს პროტოკოლების შესაბამისად მათი ზედმიწევნით სწორად წარმართვის მნიშვნელობას.
ფლობს ცოდნას ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ძირეული პრინციპების შესახებ;
აღწერს, განმარტავს და მიმოიხილავს საექთნო საქმეში გამოყენებულ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიას და მეთოდებს;
ფლობს საექთნო მოვლის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების კვლევის პრინციპებს;
იცნობს, განსაზღვრავს და საჭიროებისამებრ შეარჩევს რთული და პრობლემური/კრიტიკული (მათ შორის კონფლიქტური) სიტუაციების მართვის პრინციპებს;
აცნობიერებს პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, მკურნალობა-რეაბილიტაციისა და პალიატიური ღონისძიებების მნიშვნელობას ინდივიდუალურ და პოპულაციურ დონეზე;
აცნობიერებს ექთნის ფუნქცია-მოვალეობებს და მის როლს ჯანდაცვითი სერვისების მიწოდებაში;
აცნობიერებს, აღწერს და განმარტავს, საექთნო საქმის თეორიულ ასპექტებს შორის ურთიერთკავშირებს;
აცნობიერებს პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გავლენას ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე;
აცნობიერებს პაციენტისთვის სრული, ობიექტური და დროული ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას;
აცნობიერებს ჯანდაცვის გუნდის მნიშვნელობას საექთნო პროცესის წარმართვისათვის
იყენებს „საექთნო შეფასების“ მეთოდსა და საექთნო თეორიებს;
ახორციელებს საექთნო მანიპულაციებსა და პროცედურებს;
მედიკამენტებს იყენებს უსაფრთხოდ;
აწარმოებს საექთნო დოკუმენტაციას;
უზრუნველყოფს საექთნო მომსახურების პროცესს შესაბამისი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით;
უზრუნველყოფს პაციენტის ადვოკატირებასა და კონფიდენციურობას;
იძიებს, განმარტავს და აანალიზებს პაციენტის საექთნო მოვლის დროს სტანდარტული და ცალკეული საექთნო სპეციფიური მეთოდების გამოყენებით კონკრეტული პრობლემის (მათ შორის ეთიკური) გადასაწყვეტად აუცილებელ მონაცემებსა და ინფორმაციას და დასკვნის სახით წარმოადგენს მას;
აფასებს პაციენტებთან და ოჯახებთან პარტნიორულ მუშაობას;
განსაზღვრავს და აფასებს საექთნო საქმიანობაზე ჯანდაცვის სისტემისა და პოლიტიკის გავლენას;
სწავლობს, ადარებს და აფასებს ინდივიდუალურ და პოპულაციურ ჯანმრთელობაზე მოქმედ ფაქტორებს სიტუაციური ანალიზის გამოყენებით;
აანალიზებს სხვადასხვა ეთიკურ თუ სამედიცინო მოვლის საკითხებთან დაკავშირებულ სიტუაციებს;
აფასებს ინდივიდების, პოპულაციის, მათ შორის მიზნობრივი ჯგუფების (ასაკობრივი, სქესობრივი, ეთნიკური, ნოზოლოგიური, სოციალური სტატუსი) ჯანმრთელობის მდგომარეობას;
აწარმოებს პროფესიულ ჩანაწერებს (ანგარიში, წინადადებები) საექთნო მოვლასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით;
ჯანდაცვის სისტემის, მათ შორის საექთნო საქმესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ წარადგენს დეტალურ წერილობით და ზეპირსიტყვიერ ანგარიშებს ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების, სამედიცინო პერსონალისთვის;
უზრუნველყოფს პაციენტის, ოჯახის წევრების, და ზოგადად, საზოგადოების, მათ შორის კომუნიკაციის პრობლემის მქონე პირების როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით ინფორმირებასა და განათლებას.
აფასებს საკუთარი სწავლის პროცესს საექთნო საქმიანობის სფეროებში (მათ შორის თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული, გერიათრიული) და განსაზღვრავს შემდგომი სწავლის საჭიროებებს;
უზრუნველყოფს პაციენტის და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვას პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) ნორმების გათვალისწინებით და ისწრაფის მათი საექთნო პრაქტიკაში დამკვიდრებისათვის;
ითვალისწინებს პაციენტისა და პაციენტის ოჯახის წევრების ემოციური, სოციალური, ფსიქოლოგიური, მორალური და ფიზიკური მდგომარეობის მნიშვნელობას ეფექტური საექთნო პრაქტიკის დამკვიდრებისათვის.
საექთნო საქმე (ინგ) 2016
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | საექთნო საქმის ბაკალავრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის მქონე ექთნების მომზადებით. ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით პროგრამა კურსდამთავრებულებს აძლევს საექთნო საქმის თეორიისა და მეთოდოლოგიის საბაზისო ცოდნას და გამოუმუშავებს საექთნო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კლინიკურ უნარ-ჩვევებს, ცვალებად საჭიროებებთან ადაპტირების, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების უნარს, რის შედეგადაც ექთანს შეეძლება დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობა. დასახული მიზნის მიღწევა ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში არსებული რეფორმების განხორციელებას. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებში, ასევე შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ საექთნო სპეციალიზაციის, მაგისტრის და მომავალში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

სწავლის შედეგები:
ბიზნესის ადმინისტრირება (ინგ) 2016
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს შესძინოს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს თანამედროვე და უახლეს ტენდენციებზე დაფუძნებული ცოდნა, გააცნოს მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, კულტურულ-ეთიკური ასპექტები, განუვითაროს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და კორპორაციული ეთიკური ნორმების/პრინციპების მნიშვნელობა, რათა კურსდამთავრებულმა შეძლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საშუალო და დაბალ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმება.

სწავლის შედეგები:
ინჟინერია (ინგ) 2016
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ინჟინერიის ბაკალავრი - Bachelor of Engineering |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაფუძნებული განათლება ინჟინერიაში, ხელი შეუწყოს სტუდენტის ინოვაციურ აზროვნების ჩამოყალიბებას, განუვითაროს საინჟინრო ამოცანების ანალიზის, სინთეზის და დიზაინის უნარები ინჟინერიის (ელექტრონული, ტელესაკომუნიკაციო და კომპიუტერული) მიმართულებით; ზოგადსაგანმანათლებლო კურსების სწავლებით მისცეს სტუდენტს კომუნიკაციის უნარი, სწავლის უნარი, განუვითაროს ადამიანის ინტელექტუალური მიღწევებისადმი პატივისცემის ღირებულებები; მოამზადოს სტუდენტები სამრეწველო, სამთავრობო და აკადემიური სფეროებში წარმატებული კარიერისთვის. კურსდამთავრებულებს საინჟინრო კომპეტენციებით შეეძლებათ დასაქმდნენ კერძო კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორც ელექტრონული, სატელეკომუნიკაციო და კომპიუტერული ინჟინერები.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით
კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით
კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
ინგლისური ფილოლოგია (ინგ) 2016
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

ითვალისწინებს რა ფილოლოგიის სფეროს კომპლექსურობას, პროგრამის მიზნია კურსდამთავრებულს:

1. მისცეს ლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდენობის კონცეპტუალურ აპარატის, მეთოდოლოგიური და თეორიული საფუძვლების თავისებურებების, ინგლისური ენის სტრუქტურის, ინგლისური ენის ისტორიული განზომილებებისა და ბრიტანული კულტურის მახასიათებლების, ენას, აზროვნებას, საზოგადოებას, კულტურასა და ლიტერატურას შორის არსებულ მიმართებათა სპეციფიკის, ლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდენობის კონცეფციებისა და თეორიების, ლიტერატურული ჟანრების განვითარების თავისებურებების ცოდნა;
2. გააცნოს ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ისტორიისა და განვითარების კანონზომიერები;
3. გამოუმუშაოს ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენებისათვის შესაბამისი სირთულის, მკაფიოდ სტრუქტურირებული კომპლექსური ზეპირი და წერილობითი ტექსტის ადეკვატური აღქმისა და პროდუცირებისათვის რელევანტური კომუნიკაციური სტრატეგიების, აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და (APA) აკადემიური სტილის სტანდარტების გამოყენების, სხვადასხვა კომუნიკაციურ კონტექსტში ადეკვატური კომუნიკაციური ქმედების განხორციელების, კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი კრიტიკული მოსაზრების ფორმულირებისა და პრეზენტაციის, უნარ-ჩვევები;
4. ჩამოუყალიბოს მეორე ევროპული (სავალდებულო ასარჩევი) ენის დამოუკიდებელი გამოყენებისათვის რელევანტური გრამატიკული ნორმებისა და ლექსიკური მარაგის ადეკვატური აღქმისა და გამოყენების უნარ-ჩვევები;
5. შესაწავლოს სწავლის, სწავლებისა და შეფასების სტარტეგიების, მეთოდებსა და მიდგომების ადეკვატური გამოყენების უნარ-ჩვევები;
6. განუვითაროს პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე მის მიერ მომზადებულ ნაშრომებში (რეფერატი, მცირე კვლევა, საბაკალავრო ნაშრომი (სავალდებულო არჩევითი) შედეგების რეპრეზენტაციისას ეთიკური ნორმებისა და აკადემიური პატიოსნების დაცვის გზით.

პროგრამის მიზანი შესაბამისობაშია საქართველოს უნივერსიტეტის მისიასთან, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: “ცოდნის წარმოება და პიროვნების განათლება, რაშიც ვგულისხმობთ ადამიანში ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების გაღვივებას, და მის აღჭურვას კეთილსინდისიერი შრომით წარმატების მისაღწევად საჭირო ცოდნითა და უნარებით”. მისია მიღწევადია და აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და შრომაზე დაფუძნებული პროფესიული საქმიანობითა თუ მეცნიერული მიღწევებით განაპირობებს საზოგადოების ჯანსაღ, ჰუმანურ და დემოკრატიულ განვითარებას სახელმწიფოსა და ზოგადად, კაცობრიობის საკეთილდღეოდ.მიზნის მიღწევას ემსახურება საბაკალავრო სწავლების დონისათვის შესაბამისი კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირება, რაც უზრუნველყოფილია პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზით.
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება მიზანმიმართულია შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, სტუდენტისათვის აკადემიური პატიოსნების სტანდარტების, ეთიკური და პროფესიული ნორმების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისებისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა ფორმირებაზე. პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული კომპეტენციები კურსდამთავრებულს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას გამომცემლობებში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა სისტემასა და იმ კომპანიებში, სადაც არსებობს მოთხოვნა ინგლისურენოვან კომუნიკატორზე. შრომითი ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების გათვალისწინებით, პროგრამაში ინტეგრირებულია ინგლისური ენის სწავლებისათვის საჭირო კომპეტენციათა ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული საგნები. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სწავლებას და კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას დარგის ფართო ცოდნით. პროგრამა აძლევს კურსდამთავრებულს შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას რაც უზრუნველყოფილია პროგრამაში ჩართული აკადემიური რესურსითა და სასწავლო კომპონენტებით.

სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებული
იცნობს:
აღწერს:
კურსდამთავრებული:
კურსდამთავრებული:
ფარმაცია (ინგ) 2016
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ფარმაციის ბაკალავრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია კვალიფიციური, პროფესიული ზრდისა და შემდგომ ეტაპზე სწავლის უნარის მქონე ფარმაცევტი ბაკალავრის მომზადება, რომელსაც ექნება ფარმაკოლოგიის, პაციენტზე ორიენტირებული რაციონალური ფარმაკოთერაპიის, ფარმაცევტული დახმარებისა და ზრუნვის, ფარმაციის მიმართულებით კლინიკური კვლევების შედეგების გამოყენების, სამკურნალო საშუალებების დამზადების, ფარმაცევტული ანალიზის საბაზისო ცოდნა; ეთიკურ ღირებულებებზე დაყრდნობით ფარმაცევტული ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის, ექიმი-ფარმაცევტი-პაციენტი მოდელის იმპლემენტაციის, პროფესიულ წრეებთან, საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ფარმაცევტული დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების შესაბამის დონეზე მართვის უნარები.

სწავლის შედეგები:
სტომატოლოგია (ინგ) 2016
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | დიპლომირებული სტომატოლოგი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 300 |
პროგრამის მიზნები:

საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის, კონკურენტუნარიანი, პროფესიული ცოდნისა და უნარების მქონე, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტი; პროგრამის მიზანია დიპლომირებული სტომატოლოგების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს სტომატოლოგიური მომსახურების დონის ამაღლებას, პირის ღრუს დაავადებების პრევენციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კურსდამთავრებულს ექნება პირის ღრუს ჯანმრთელობის მიმართულებით მედიცინის სფეროს (კლინიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) საბაზისო და სტომატოლოგიის სისტემური და ღრმა დარგობრივი ცოდნა, პირის ღრუს დაავადებებისას გამოვლენილი სიმპტომების ერთიან პათოგენურ პროცესთან კავშირის დანახვის უნარი, კომპლექსური მკურნალობის გეგმის დასაბუთებულად დასახვის უნარი, დაავადების მენეჯმენტის უნარი, ძირითადი მანუალური ჩვევები. ათვისებული ექნება სტომატოლოგიური კლინიკური უნარ-ჩვევები პროფესიული ეთიკური ღირებულებების გათვალისწინებით, სწავლისა და სწავლების, პროფესიული ზრდა-განვითარების, ანალიზისა და სინთეზის, გადაწყვეტილების მიღების უნარები, რაც საშუალებას მისცემს სწავლების შემდგომ საფეხურზე (რეზიდენტურა) კიდევ უფრო გაიმყაროს ცოდნა და უნარები და შესაბამისი სალიცენზიო გამოცდის ჩაბარების შემდგომ დასაქმდეს პრაქტიკოს ექიმად.

კურსდამთავრებულს ექნება უფლება დაიკავოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო პოზიციები სტომატოლოგიურ კლინიკებში. კერძოდ, მას შეუძლია იყოს: ა) სტომატოლოგიური პროფილის კაბინეტის/დაწესებულების უმცროსი ექიმი-სტომატოლოგი; ბ) სტომატოლოგიური პროფილის კაბინეტის/ დაწესებულების ექთანი; გ) სტომატოლოგიური პროფილის კაბინეტის/ დაწესებულების სტატისტიკურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი; კურსდამთავრებულს შეუძლია დაიკავოს ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა შესაბამის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე ჯანდაცვით ორგანიზაციებსა და სამედიცინო დაზღვევის განმახორციელებლ კომპანიებში (პოლიპროფილურ, სტომატოლოგიურ დაწესებულებებთან ურთიერთობის ფორმატში, სადაც უპირატესად წარმოდგენილია დაზღვეულთა სტომატოლოგიური სერვისების მართვისა და უზრუნველყოფის სხვადასხვა ასპექტი). ასევე მოამზადოს და ხელი შეუწყოს სტუდენტს სპეციალიზაციისა და სწავლის მომდევნო ეტაპებისათვის (რეზიდენტურის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები). ასევე, დაიკავოს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული პოზიციები.

სწავლის შედეგები:
პროგრამის კურსდამთავრებული:
პროგრამის კურსდამთავრებული:
ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერია (ინგ) 2022
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერიის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონკურენტული უმაღლესი განათლება და უნარები.

საბაკალავრო პროგრამა მოწოდებულია სტუდენტს ჩამოუყალიბოს საფუძვლიანი საინჟინრო უნარები ელექტრონიკის, კომპიუტერული ინჟინერიისა და კომუნიკაციის მიმართულებით. მისცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიებში, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, მარტივი პროგრამული კოდის შედგენის, სხვადასხვა საინჟინრო და მათემატიკური ამოცანის ანალიზისა და ინოვაციური ტექნოლოგიური აზროვნების უნარი, პროექტის შესრულებაში მონაწილეობის რეალური გამოცდილებით გამოუმუშავოს გუნდურ მუშაობის უნარი.

პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ ელექტრონულ, კომპიუტერულ, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც ელექტრონული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციაა საჭირო. სკოლის მიერ მოწოდებულ პროგრამაში დამატებითი შეთავაზებების სახით ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო კურსები, როგორიცაა Cisco, Microsoft, Oracle Academic, iOS სასწავლო კურსები, სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო სერთიფიკატები.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
კომპიუტერული ინჟინერია (ინგ) 2022
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს კომპიუტერული ინჟინერიის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონკურენტული უმაღლესი განათლება და უნარები.

საბაკალავრო პროგრამა მოწოდებულია სტუდენტს ჩამოუყალიბოს საფუძვლიანი საინჟინრო უნარები ელექტრონიკის, კომპიუტერული ინჟინერიისა და კომუნიკაციის მიმართულებით. მისცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიებში, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, მარტივი პროგრამული კოდის შედგენის, სხვადასხვა საინჟინრო და მათემატიკური ამოცანის ანალიზისა და ინოვაციური ტექნოლოგიური აზროვნების უნარი, პროექტის შესრულებაში მონაწილეობის რეალური გამოცდილებით გამოუმუშავოს გუნდურ მუშაობის უნარი.

პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ ელექტრონულ, კომპიუტერულ, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციაა საჭირო. სკოლის მიერ მოწოდებულ პროგრამაში დამატებითი შეთავაზებების სახით ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო კურსები, როგორიცაა Cisco, Microsoft, Oracle Academic, iOS სასწავლო კურსები, სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო სერთიფიკატები.

სწავლის შედეგები:
სამოქალაქო ინჟინერია (ინგ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

მიზანია მიაწოდოს სტუდენტებს ფართო და საფუძვლიანი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის საფუძვლებში, აპლიკაციებსა და დიზაინში, რომელიც ამზადებს მათ პროფესიონალურ დონეზე სამოქალაქო ინჟინერიის პრაქტიკისთვის, მომავლის ტექნიკური და სოციალური გამოწვევების დასაკმაყოფილებლად საჭირო ნდობითა და უნარებით. სასწავლო პროგრამა აერთიანებს სამოქალაქო ინჟინერიაში შესწავლის ოთხივე ძირითად ტექნიკურ სფეროს, მათ შორის სტრუქტურულ ანალიზსა და დიზაინს, მასალები და მშენებლობა, წყალი და გარემო, მენეჯმენტი და საინჟინრო ეკონომიკა.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია:
ტურიზმი 2022
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ტურიზმის ბაკალავრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კომპეტენტური/კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებსაც დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით ექნებათ ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების, გარემოსდაცვის და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის, როლისა და ფუნქციების შესახებ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა და ტურისტული პროდუქტის შექმნის, ტურების/ექსკურსიების დაგეგმვის და განხორციელების, ქართულ და ინგლისურ ენებზე ტურიზმის დარგში არსებული გამოწვევების თუ ძირითადი ტენდეციების შესახებ ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის უნარი. კურსდამთავრებულებს გაცნობიერებული ექნებათ საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა. ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ტურიზმის ბაკალავრს შეუძლია დასაქმდეს, როგორც სახელმწიფო/საჯარო სტრუქტურებში (მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო, კურორტი და ა.შ.), ისე კერძო სექტორში (ტურისტული სააგენტო, სასტუმრო და ა.შ.) და დაიკავოს ქვედა ან საშუალო რგოლის ხელმძღვანელის, სპეციალისტის/მთავარი სპეციალისტის ან მენეჯერის თანამდებობა. ტურიზმის ბაკალავრს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სწავლების მეორე საფეხურზე უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად.

სწავლის შედეგები:
პოლიტიკის მეცნიერებები 2022
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრი პოლიტიკის მეცნიერებაში |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მაღალი კომპეტენციის პოლიტიკის მეცნიერებების სპეციალისტი და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სტუდენტთა ფუნდამენტალური თეორიული მომზადება პოლიტიკურ თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციებისა და მიდგომების კვლევისა და გაანალიზების უნარი. პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალვრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დასაქმედნენ, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ ინსტიტუტში, ასევე შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორც პროგრამის ასისტენტის, კოორდინატორის ან/და სპეციალისტის პოზიციაზე, ადგილობრივი თვითმართველობის უწყებებში სპეციალისტის პოზიციაზე, აგრეთვე პოლიტიკური პარტიების კამპანიის კოორდინატორის და მენეჯერის პოზიციაზე, საქართველოს პარლამენტში ასისტენტის პოზიციაზე, ასევე, საჯარო სამსახურებში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც საგარეო მომსახურების სპეციალისტი, საკონსულო თანამშრომელი და სხვადასხვა დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე,

სწავლის შედეგები:
ელექტრონული ინჟინერია 2022
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ინჟინერიის ბაკალავრი - Bachelor of Engineering |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის დარგის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლება და უნარები ინჟინერიაში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეიძენენ ელექტრული კომპონენტების, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, მარტივი პროგრამული კოდის შექმნის, სხვადასხვა საინჟინრო, ფიზიკური და მათემატიკური ამოცანების თეორიული და რიცხვითი შედეგების ანალიზისა და ინჟინერიაში ინოვაციური აზროვნების უნარებს. ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ სატელეკომუნიკაციო და კომპიუტერულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც მოითხოვება ელექტრონული, სატელეკომუნიკაციო, რადიო და კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციები.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
ფარმაცია (ქართ) 2022
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია კვალიფიციური, პროფესიული ზრდისა და შემდგომ ეტაპზე სწავლის უნარის მქონე ფარმაცევტი ბაკალავრის მომზადება, რომელსაც ექნება ფარმაკოლოგიის, პაციენტზე ორიენტირებული რაციონალური ფარმაკოთერაპიის, ფარმაცევტული დახმარებისა და ზრუნვის, ფარმაციის მიმართულებით კლინიკური კვლევების შედეგების გამოყენების, სამკურნალო საშუალებების დამზადების, ფარმაცევტული ანალიზის საბაზისო ცოდნა; ეთიკურ ღირებულებებზე დაყრდნობით ფარმაცევტული ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის, ექიმი-ფარმაცევტი-პაციენტი მოდელის იმპლემენტაციის, პროფესიულ წრეებთან, საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ფარმაცევტული დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების შესაბამის დონეზე მართვის უნარები.

სწავლის შედეგები:
მედიცინა (ინგ) 2022
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | დიპლომირებული მედიკოსი (090101) |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 360 |
პროგრამის მიზნები:

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს კომპეტენტური, გულისხმიერი, სამართლიანი, გამოცდილი მედიკოსები (ექიმები), რომლებსაც ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით და საბაზისო სამედიცინო განათლების TUNING/MEDINE პროგრამის სასწავლო ამოცანებით გათვალისწინებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარები და ღირებულებები, რაც მისცემს მას საშუალებას: საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ გააგრძელოს სწავლა მაგისტრატურაზე ან/და დოქტორანტურაზე, საქართველოში დასაქმდეს უმცროს ექიმად; მონაწილეობა მიიღოს პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობაში. კურსდამთვარებულები მზად იქნებიან მუდმივად განაახლონ თავისი ცოდნა და უნარები და მათი პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს მათი თემების და ზოგადად, მსოფლიო საზოგადოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების ფასილიტაციას.

სწავლის შედეგები:
ცოდნა და გაცნობიერება
ბიოსამედიცინო მეცნიერებების ღრმა და სისტემური ცოდნა
ქცევითი და სოციალური მეცნიერებების ძირითადი პრინციპების, პროცესების, მეთოდებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა და გააზრება.
სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობასა და სუბსპეციალობაში კლინიკური მეცნიერებების შესახებ ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებასა და ცოდნის ზოგიერთ უახლეს ასპექტს.
წამლებისა და მათი დანიშვნის ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებასა და ცოდნის ზოგიერთ უახლეს ასპექტს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის: დაავადებების პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების სკრინინიგისა და ზედამხედველობის, ეპიდემიოლოგიის, რესურსების განაწილებისა და ჯანმრთელობის ეკონომიკის, გლობალური ჯანმრთელობისა და უთანასწორობის ფართო ცოდნა და გააზრება.
სამედიცინო პრაქტიკისა და კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებასა და ცოდნის ზოგიერთ უახლეს ასპექტს.
ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და სისტემების ორგანიზების შესახებ ცოდნა და ამ სისტემაში ექიმის როლის გაცნობიერება
უნარი
პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევა
კლინიკური შემთხვევის შეფასება, გამოკვლევების დანიშვნა, დიფერენციული დიაგნოზის ჩატარება, დაავადების მართვის გეგმის შესახებ მსჯელობა
გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების დროს დახმარების გაწევა (პირველადი დახმარება და სარეანიმაციო ღონისძიებები)
მედიკამენტების გამოწერა
პრაქტიკული პროცედურების ჩატარება
სამედიცინო კონტექსტში ეფექტური კომუნიკაცია
სამედიცინო პრაქტიკაში ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების გამოყენება
პაციენტის დაავადებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების შეფასება
მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების, უნარებისა და ცოდნის გამოყენება
სამედიცინო კონტექსტში ინფორმაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება
სამედიცინო პრაქტიკასა და კვლევაში ბიომედიცინის სამეცნიერო პრინციპების, მეთოდებისა და ცოდნის გამოყენება
ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში ჩართვა, ჯანდაცვის სისტემაში ეფექტური მუშაობა
პროფესიონალიზმი
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
ცოდნის განუწყვეტელი განახლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების აუცილებლობა სამედიცინო პროფესიაში
ეთიკური, სამართლებრივი პრინციპებისა და პაციენტის უფლებების დაცვა
პროფესიულ კონტექსტში კომუნიკაციის, მოლაპარაკების წარმოების და კონფლიქტების მოგვარების უნარი ნებისმიერ პირთან, განურჩევლად მისი სოციალური, კულტურული, რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილებისა
პაციენტთან და კოლეგებთან ურთიერთობისას სამართლიანობის, სოციალური და ლიბერალური ფასეულობებით ხელმძღვანელობის უნარი
ბიზნეს ანალიტიკა (ინგ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს, ციფრული სამყაროს ეპოქაში, კურსდამთავრებულისთვის ბიზნეს პროცესებზე და მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. პროგრამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების და მათემატიკური მეთოდების კომბინაციის გაცნობა სტუდენტისთვის. პროგრამა კურსდამთავრებულს განუვითარებს ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციისთვის საჭირო ინოვაციური ინსტრუმენტების შესახებ ცოდნას. შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ინტერდისციპლინურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ კომპონენტებზე დაყრდნობით, პროგრამა ამზადებს კონკურენტუნარიან პროფესიონალს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ცოდნით, დარგის ეთიკური სტანდატებითა და პრინციპებით, რის შედეგადაც შეუძლია დასაქმდეს როგორც კერძო, ასევე საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: ბიზნესის მართვის ანალიტიკოსი და ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს ანალიტიკოსი. პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს კომპეტენცია, რომ საკუთარი პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით გააგრძელოს სწავლა და კვლევა სამაგისტრო საფეხურზე, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

სწავლის შედეგები:
1. აღწერს ბიზნესის მართვის ძირითად ფუნქციურ მიმართულებებს, ფუნქციურ სფეროებში მიმდინარე პროცესებს, მსჯელობს თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის ფუნდამენტურ ცნებებზე და სასიცოცხლო ინსტრუმენტებზე.
2. აანალიზებს ორგანიზაციის საქმიანობას, დეტალურად აღწერს ბიზნეს გარემოს SWOT და PESTEL ანალიზის გზით
3. ბიზნეს-ამოცანების გადაჭრისას სათანადოდ იყენებს მათემატიკურ, სტატისტიკურ-ალბათურ აპარატს, მათ შორის, იყენებს მონაცემთა ანალიზის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს მონაცემების ვიზუალიზაციისა და შედეგების მოდელირების მიზნით
4. თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის სასიცოცხლო ინსტრუმენტების გამოყენებით გამოკვეთს ბიზნესის წინაშე მდგარ პრობლემებს და აღწერს მათი გადაჭრის გზებს. ასევე აანალიზებს და გრაფიკულად გამოსახავს ბიზნეს პროცესებს, რაც გულისხმობს ანალიტიკური მეთოდების გამოყენებას ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების დროს
5. ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების და პრინციპების დაცვით აგებს ფინანსურ უწყისებს, ითვლის კომპანიის მომგებიანობას და კოეფიციენტების ანალიზის გზით ახდენს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას
6. შეიმუშავებს და განახორციელებს კვლევით/ პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს და წარადგენს შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით
7. გუნდში მოქმედებს ლიდერობისა ან/და თანამშრომლობის პრინციპების დაცვით
8. იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
9. აფასებს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული ეთიკური ნორმების/პრინციპების მნიშვნელობას
10. დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ პროფესიულ ინტერესებს, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერებისა და სწავლების შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროების გამოკვეთის მიზნით
ბიზნესის ადმინისტრირება (ინგ) (3 წლიანი)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 180 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს შესძინოს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს თანამედროვე და უახლეს ტენდენციებზე დაფუძნებული ცოდნა, გააცნოს მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, კულტურულ-ეთიკური ასპექტები, განუვითაროს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და კორპორაციული ეთიკური ნორმების/პრინციპების მნიშვნელობა, რათა კურსდამთავრებულმა შეძლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საშუალო და დაბალ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმება.

სწავლის შედეგები:
1. განიხილავს ბიზნესის მართვის ძირითად თეორიებს, კონცეფციებს
2. აღწერს მენეჯმენტის სტრატეგიულ, საწარმოო, ფინანსურ, ადმინისტრაციული, კულტურულ-ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით კონკურენტულ ბიზნეს სტრატეგიებს, მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის შესაბამისად
3. დეტალურად აღწერს ბიზნეს გარემოს, ბიზნესის ფუნქციონალურ სფეროებში მიმდინარე მოვლენებს და ბიზნეს პროცესებს
4. რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით შეიმუშავებს ბიზნესის ფუნქციონალურ სფეროებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებს/რეკომენდაციებს
5. ფინანსური ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ადგენს ბიუჯეტსა და ფინანსური ანგარიშგებებს ფინანსური აღრიცხვის ჩარჩოების, პრინციპების და პროცედურების დაცვით, აფასებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას
6. საინვესტიციო პროექტების მომგებიანობისა და რისკის გამოთვლის შედეგად ახდენს ინვესტიციის მომგებიანობის იდენტიფიცირებას
7. განმარტავს მარკეტინგის ძირითად ცნებებს, კონკურენტული პოზიციონირების საფუძვლებს და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების კონცეფციებს
8. ახდენს ბიზნესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას
9. იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
10. გუნდში მოქმედებს ლიდერობისა ან/და თანამშრომლობის პრინციპების დაცვით
11. აფასებს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული ეთიკური ნორმების/პრინციპების მნიშვნელობას
12. ადგენს საკუთარი სწავლის პროცესისა და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმას იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისად
ბიზნეს ანალიტიკა (ინგ) (3 წლიანი)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 180 |
პროგრამის მიზნები:

ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს, ციფრული სამყაროს ეპოქაში, კურსდამთავრებულისთვის ბიზნეს პროცესებზე და მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. პროგრამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების და მათემატიკური მეთოდების კომბინაციის გაცნობა სტუდენტისთვის. პროგრამა კურსდამთავრებულს განუვითარებს ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციისთვის საჭირო ინოვაციური ინსტრუმენტების შესახებ ცოდნას. შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ინტერდისციპლინურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ კომპონენტებზე დაყრდნობით, პროგრამა ამზადებს კონკურენტუნარიან პროფესიონალს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ცოდნით, დარგის ეთიკური სტანდატებითა და პრინციპებით, რის შედეგადაც შეუძლია დასაქმდეს როგორც კერძო, ასევე საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: ბიზნესის მართვის ანალიტიკოსი და ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს ანალიტიკოსი. პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს კომპეტენცია, რომ საკუთარი პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით გააგრძელოს სწავლა და კვლევა სამაგისტრო საფეხურზე, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

სწავლის შედეგები:
• აღწერს ბიზნესის მართვის ძირითად ფუნქციურ მიმართულებებს, ფუნქციურ სფეროებში მიმდინარე პროცესებს, მსჯელობს თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის ფუნდამენტურ ცნებებზე და სასიცოცხლო ინსტრუმენტებზე.
• აანალიზებს ორგანიზაციის საქმიანობას, დეტალურად აღწერს ბიზნეს გარემოს SWOT და PESTEL ანალიზის გზით
• ბიზნეს-ამოცანების გადაჭრისას სათანადოდ იყენებს მათემატიკურ, სტატისტიკურ-ალბათურ აპარატს, მათ შორის, იყენებს მონაცემთა ანალიზის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს მონაცემების ვიზუალიზაციისა და შედეგების მოდელირების მიზნით
• თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის სასიცოცხლო ინსტრუმენტების გამოყენებით გამოკვეთს ბიზნესის წინაშე მდგარ პრობლემებს და აღწერს მათი გადაჭრის გზებს. ასევე აანალიზებს და გრაფიკულად გამოსახავს ბიზნეს პროცესებს, რაც გულისხმობს ანალიტიკური მეთოდების გამოყენებას ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების დროს
• ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების და პრინციპების დაცვით აგებს ფინანსურ უწყისებს, ითვლის კომპანიის მომგებიანობას და კოეფიციენტების ანალიზის გზით ახდენს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას
• შეიმუშავებს და განახორციელებს კვლევით/ პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს და წარადგენს შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით
• გუნდში მოქმედებს ლიდერობისა ან/და თანამშრომლობის პრინციპების დაცვით
• იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
• აფასებს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული ეთიკური ნორმების/პრინციპების მნიშვნელობას
• დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ პროფესიულ ინტერესებს, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერებისა და სწავლების შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროების გამოკვეთის მიზნით
ქართული ტრადიციული მუსიკა
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 180 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამა მიზნად ისახავს ტრადიციულ (აუთენტიკურ) შემსრულებლობაზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური, მულტიპროფილური განათლების, კონკურენტუნარიანი, პრაქტიკული და თეორიული ცოდნით აღჭურვილი მუსიკოსის მომზადებას. პროგრამა ეფუძნება სტუდენტზე მორგებულ, კომპლექსურ, სინკრეტულ, ინტერდისციპლინურ სწავლებას ქართული ტრადიციული მუსიკის ორივე სფეროში − გალობასა და ხალხურ მუსიკაში − საშემსრულებლო, სწავლებისა და კვლევის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალის ჩართულობით. ქართული ხალხური სიმღერის, საკრავიერი მუსიკისა და გალობის სწავლება ეყრდნობა ტრადიციულ მუსიკის პირველად შემსრულებლობაში ჩამოყალიბებულ საშემსრულებლო, კილოურ და ინტონაციურ საფუძვლებს, რის დაუფლებასაც ხელს უწყობს აუთენტიკური შემსრულებლობის აუდიოჩანაწერების პერმანენტული გამოყენება, ხოლო ბოლო სემესტრში − ექსპედიცია და ტრადიციულ შემსრულებლებთან პრაქტიკის გავლა. პროგრამის დასრულების შედეგად, სტუდენტი იძენს ქართული ტრადიციული მუსიკის შესახებ მრავალფეროვან პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, იღებს ინფორმაციას მუსიკის თეორიის, ტრადიციული ქორეოგრაფიული ხელოვნების, გამოიმუშავებს საველე მუშაობისათვის საჭირო ელემენტარულ უნარ-ჩვევებს. მიღებული მრავალმხრივი ცოდნა კურსდამთავრებულს შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებაში დაეხმარება: იგი არა მარტო მისაღები კანდიდატი იქნება ხალხური და საეკლესიო მუსიკის ანსამბლებში, არამედ თავადაც შეძლებს საშემსრულებლო კოლექტივის ჩამოყალიბებასა და სწავლებას საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ. პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა სტუდენტს საშუალებასა და მოტივაციას მისცემს, გააგრძელოს ტრადიციული მუსიკის შესწავლა სწავლების შემდგომ საფეხურებზე.

სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებული:
კურსდამთავრებული:
კურსდამთავრებული პროფესიულ საქმიანობაში იცავს ეთიკის პრინციპებს; ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვით თანამშრომლობს მუსიკისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან; იაზრებს ტრადიციული კულტურის ფიქსირება-შენარჩუნებისა და პოპულარიზების აუცილებლობას; განსაზღვრავს საკუთარი სწავლის საჭიროებებს, დამოუკიდებლად მართავს საკუთარ სწავლის პროცესს; მოტივირებულია, სწავლის გასაგრძელებლად შემდეგ საფეხურებზე.
კომპიუტერული მეცნიერება (ინგ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება , რომ მათ შეძლონ კომპლექსური პროფესიული ამოცანების შესრულება, როგორიცაა: ალგორითმების შექმნა, ოპტიმიზირებული კომპიუტერული სისტემების დიზაინი და ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენება სხვადასხვა აპლიკაციებისთვის.
პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებს ჰქონდეთ ფუნდამენტური ცოდნა კომპიუტერული მეცნიერების, მათ შორის პროგრამირების, მონაცემთა სტრუქტურების და ხელოვნური ინტელექტის სფეროში. განუვითაროს მათ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, ასევე, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები, რათა წარმატებით გაუმკლავდნენ პროფესიულ პრობლემებსა და გამოწვევებს; აღჭურვოს საჭირო ცოდნითა და უნარებით, რათა გააგრძელონ სწავლა შემდგომ საფეხურებზე და ჩაერთონ ტექნოლოგიურ კვლევებში.

სწავლის შედეგები:
კიბერუსაფრთხოების ინჟინერია (ინგ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

კიბერუსაფრთხოების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტთა აღჭურვას კომპლექსური თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, რომლებიც ერთიანად ფარავს კიბერუსაფრთხოების, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების და IT სისტემების ადმინისტრირების ინტეგრირებულ სფეროებს, რათა კურსდამთავრებულებმა დამოუკიდებლად შექმნან და მართონ უსაფრთხო ინფორმაციული ინფრასტრუქტურები.
პროგრამა უზრუნველყოფს საფუძვლიან ცოდნას ინფორმაციული ტექნოლოგიების, ქსელური არქიტექტურების, პროგრამირების და კიბერუსაფრთხოების პრინციპებზე, მათ შორის მონაცემთა დაცვის, კრიპტოგრაფიისა და რისკების მართვის სამართლებრივ და ეთიკურ ჩარჩოებზე.
პროგრამის კურსდამთავრებულები მზად იქნებიან როგორც პროფესიული საქმიანობისთვის, ისე სწავლის გასაგრძელებლად კიბერუსაფრთხოების, კომპიუტერული მეცნიერებების ან მასთან დაკავშირებული დისციპლინების მაგისტრატურის დონეზე, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.

სწავლის შედეგები:
ხელოვნური ინტელექტი (ინგ)
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 180 |
პროგრამის მიზნები:

კურსდამთავრებულებს ექნებათ უნარი შეასრულონ პროფესიული ამოცანები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, როგორიცაა ალგორითმების შექმნა, მონაცემთა ანალიზი და ინტელექტუალური გადაწყვეტილებების მიღება. ისინი შეძლებენ გამოიყენონ პროგრამირების ენები, მონაცემთა სტრუქტურები და ხელოვნური ინტელექტის ძირითადი ტექნოლოგიები - მათ შორის მანქანური სწავლება, გაძლიერებული სწავლება, ბუნებრივი ენის დამუშავება და კომპიუტერული ხედვა. სტუდენტები შეიძენენ კრიტიკული აზროვნებისა და ტექნიკური კომუნიკაციის უნარებს, იმუშავებენ გუნდურ გარემოში და შეასრულებენ რეალურ ამოცანებზე დაფუძნებულ პროექტებს ეთიკური და პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებით. პროგრამა უზრუნველყოფს თეორიულ და პრაქტიკულ საფუძველს სამაგისტრო სწავლის გასაგრძელებლად ხელოვნურ ინტელექტში, მონაცემთა მეცნიერებასა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.

სწავლის შედეგები:
საერთაშორისო ურთიერთობები 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში (Bachelor of Social Sciences in International Relations) |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს მისცეს საერთაშორისო პოლიტიკის ფენომენის, მისი თეორიული და კონცეპტუალური შემადგენელი კომპონენტებისა, ისევე, როგორც საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგის მარეგულირებელი ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და რეჟიმების შესახებ ფართო ცოდნა. პროგრამა კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასების, გაანალიზების და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების დადგენის უნარს. ასევე, პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე განახორციელონ კვლევა შესაბამისი მეთოდების გამოყენებით საერთაშორისო ურთიერთობების თემატურ საკითხებზე.

კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ, როგორც სახელმწიფო საჯარო, ასევე კერძო ბიზნეს და ანალიტიკურ სტრუქტურებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში, ადგილობრივ არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებში უმცროსი სპეციალისტის, დამწყები მკვლევარის/ანალიტიკოსის და საერთაშორისო მიმართულების კუთხით რელევანტურ პოზიციაზე.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
სტრატეგიული კომუნიკაციები 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრი საზოგადოებრივ ურთიერთობებში |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 180 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მქონე მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტები სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები სტრატეგიული კომუნიკაციების მრავალპროფილიანი კუთხით, კერძოდ, მოამზადოს საზოგადოებასთან ურთიერთობისდა/ან მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებათ სტრატეგიული გეგმების, საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, კვლევების წარმოება, სოციალური მედია კამპანიების შემუშავება. კურსდამთავრებულები, შეძლებენ დასაქმდნენ ბიზნესს და ფინანსურ სექტორში, სხვა კერძო და საჯარო უწყებებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლევით და საკონსულტაციო სამსახურში, სტრატეგიული კომუნიკაციების, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებსა და სააგენტოებში.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
ფსიქოლოგია 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრი ფსიქოლოგიაში |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კომპეტენციის მქონე ფსიქოლოგები რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება ლებერალურ-ჰუმანურ ღირებულებებზე და აღჭურვილი იქნება პატიოსანი შრომით წარმატების მიღწევაზე.

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ფართო პროფილის ფსიქოლოგები, რომლებსაც ექნებათ ცოდნა მეცნიერული ფსიქოლოგიის ძირითად სფეროების; ძირითად ფსიქიკურ პროცესების და მათთვის დამახასიათებელი კანონზომიერებების; ადამიანის ფსიქიკური განვითარების ეტაპების და მათი თავისებურებების, სოციალურ სინამდვილეში არსებული პიროვნებათშორისი და ჯგუფთაშორის ურთიერთობების კანონზომიერებების; პიროვნების არსის და მისი შემსწავლელი თეორიების, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით ადამიანის ქცევის მიზენშეწონილობის შესახებ; და აგრეთვე, - შეეძლებათ პროფესიული ეთიკის ფარგლებში კვლევის წარმოების ზოგადი პრინციპების გამოყენების, კვლევის თავისებურებებისა და კონკრეტული მეთოდების შერჩევის, რეალური ემპირიული კვლევის დაგეგმვის, ჩატარებისა და მიღებული მონაცემების დამუშავებისა და გააანალიზების უნარი.

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ ფსიქოლოგ-ასისტენტისა და დამხმარე ფსიქოლოგის პოზიციაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის (ბანკები, კორპორაციები, სამინისტროები, სააფთიაქო ქსელები, მაღაზიათა ქსელები) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურები, საბავშვო ბაღები და სკოლები, ტრენინგ-ცენტრები, კვლევითი ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებების ფსიქოლოგ-კონსულტანტთა სამსახურები, ბავშვთა და მოზრდილთა საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო ცენტრები და კლინიკები.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
ჟურნალისტიკა 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრი ჟურნალისტიკაში |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 180 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მქონე ჟურნალისტები და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს, ტრადიციული ამერიკული და ევროპული ჟურნალისტიკის საფუძვლებზე დაყრდნობით, პრაქტიკულ და პროფესიონალურ უნარ–ჩვევებს შეასწავლის. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს გამოუმუშაოს სხვადასხვა წყაროსა და მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოძიების უნარი, მულტიმედიური პროდუქტების შექმნის უნარი,სხვადასხვა საკითხზე გაშუქების უნარი, როგორც ონლაინ და ბეჭდური, ისე ტელევიზიისა და რადიოსთვის, ჟურნალისტური გამოძიების დაგეგმვისა და წარმოების უნარი, ფოტორეპორტაჟებისა და დოკუმენტური ფილმების შექმნის უნარი. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის დასაქმების სფეროებად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული როგორც ონლაინ, ისე ბეჭვდითი და ელექტრონული (გაზეთი, რადიო, სააგენტო, ტელეკომპანია, ჟურნალი) მედია კომპანიები. აგრეთვე, მათ შეეძლებათ დასაქმდნენ ნებისმიერ კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ან არასამათავრობო ორგანიზაციების და მედიასთან ურთიერთობების სამსახურში.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
სამართალმცოდნეობა 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | სამართლის ბაკალავრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის სფეროში, რითაც ხელს შეუწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას, საზოგადოებაში სამართლებრივი, დემოკრატიული და პროფესიული ეთიკის ღირებულებების განმტკიცებასა და სამოქალაქო მართლშეგნების ამაღლებას.

თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სწავლების მეთოდების გამოყენებით პროგრამა კურსდამთავრებულს მისცემს სფეროსთვის აქტუალურ ცოდნას, გამოუმუშავებს შესაბამის პრაქტიკულ უნარებს და პროფესიულ პასუხისმგებლობასა და ავტონომიას. პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული შეძლებს იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კურსდამთავრებულს ცოდნის გაღრმავების მიზნით შესაძლებლობა ექნება სწავლა განაგრძოს სამაგისტრო სწავლების საფეხურზე, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.

სწავლის შედეგები:
პროგრამის კურსდამთავრებული:
პროგრამის კურსდამთავრებული:
პროგრამის კურსდამთავრებული:
ბიზნეს ანალიტიკა (3 წლიანი) 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 180 |
პროგრამის მიზნები:

ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს, ციფრული სამყაროს ეპოქაში, კურსდამთავრებულისთვის ბიზნეს პროცესებზე და მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. პროგრამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების და მათემატიკური მეთოდების კომბინაციის გაცნობა სტუდენტისთვის. პროგრამა კურსდამთავრებულს განუვითარებს ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციისთვის საჭირო ინოვაციური ინსტრუმენტების შესახებ ცოდნას. შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, პროგრამა ამზადებს კონკურენტუნარიან პროფესიონალს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ცოდნით, დარგის ეთიკური სტანდატებითა და პრინციპებით, რის შედეგადაც შეუძლია დასაქმდეს როგორც კერძო, ასევე საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: ბიზნესის მართვის ანალიტიკოსი და ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს ანალიტიკოსი. პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს კომპეტენცია, რომ საკუთარი პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით გააგრძელოს სწავლა და კვლევა სამაგისტრო საფეხურზე, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

სწავლის შედეგები:
• აღწერს ბიზნესის მართვის ძირითად ფუნქციურ მიმართულებებს, ფუნქციურ სფეროებში მიმდინარე პროცესებს, მსჯელობს თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის ფუნდამენტურ ცნებებზე და სასიცოცხლო ინსტრუმენტებზე.
• აანალიზებს ორგანიზაციის საქმიანობას, დეტალურად აღწერს ბიზნეს გარემოს SWOT და PESTEL ანალიზის გზით
• ბიზნეს-ამოცანების გადაჭრისას სათანადოდ იყენებს მათემატიკურ, სტატისტიკურ-ალბათურ აპარატს, მათ შორის, იყენებს მონაცემთა ანალიზის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს მონაცემების ვიზუალიზაციისა და შედეგების მოდელირების მიზნით
• თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის სასიცოცხლო ინსტრუმენტების გამოყენებით გამოკვეთს ბიზნესის წინაშე მდგარ პრობლემებს და აღწერს მათი გადაჭრის გზებს. ასევე აანალიზებს და გრაფიკულად გამოსახავს ბიზნეს პროცესებს, რაც გულისხმობს ანალიტიკური მეთოდების გამოყენებას ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების დროს
• ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების და პრინციპების დაცვით აგებს ფინანსურ უწყისებს, ითვლის კომპანიის მომგებიანობას და კოეფიციენტების ანალიზის გზით ახდენს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას
• შეიმუშავებს და განახორციელებს კვლევით/ პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს და წარადგენს შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით
• გუნდში მოქმედების დროც იცავს ლიდერობისა ან/და თანამშრომლობის პრინციპებს
• იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
• აფასებს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული ეთიკური ნორმების/პრინციპების მნიშვნელობას
• დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ პროფესიულ ინტერესებს, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერებისა და სწავლების შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროების გამოკვეთის მიზნით
საჯარო მმართველობა (3 წლიანი) 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 180 |
პროგრამის მიზნები:

დღეს საქართველო საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და განვითარების ეტაპზეა, რაც მმართველობის ძველი სისტემიდან ახალ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ, ღია მმართველობის ფორმების დამკვიდრებასა და სერვისზე ორიენტირებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას გულისხმობს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების წარმატებით განხორციელება კი მაღალკვალიფიციურმა და პროფესიონალმა საჯარო მმართველებისა და საჯარო მოხელეების ახალმა თაობამ უნდა უზრუნველყოს.
საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანი სწორედ დემოკრატიული აზროვნების, კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაა. პროგრამა შედგენილია საერთაშორისო გამოცდილებისა და საჯარო სექტორში დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნის ფართო არეალის გათვალისწინებით და გამიზნულია მათთვის, ვისაც სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმატებული კარიერა აინტერესებთ.
პროგრამა მოიცავს საჯარო ადმინისტრირების სამივე განზომილებას - მენეჯერულ, სამართლებრივ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ასპექტებს, ფოკუსირებულია საჯარო მმართველობის მენეჯერულ კონტექსტზე და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში უახლეს და მიმდინარე პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ რეფორმებს, მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის შესაძლებლობებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას.
სფეროს მულტიდისციპლინარული ხასიათიდან გამომდინარე, პროგრამა სტუდენტს აძლევს სახელმწიფო მართვის, საჯარო პოლიტიკის პროცესისა და პროგრამების ადმინისტრირების მრავალმხრივ ცოდნას, უყალიბებს პროფესიულ ხედვას და მისი პრაქტიკაში რეალიზების უნარ-ჩვევებს, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მათი პროფესიული კუთხით დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის, ასევე უფრო ვიწრო პროფესიული ინტერესების გამოკვეთისა და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისათვის.
შესაბამისად, პროგრამა სტუდენტებს ამზადებს საჯარო სექტორში წარმატებული საქმიანობისათვის, რომელთაც თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით, ინოვაციური ხედვისა და ახალი იდეების გენერირების გზით შეეძლებათ წვლილი შეიტანონ საჯარო მმართველობის სისტემის გაუმჯობესებასა და ქვეყნის განვითარებაში.

სწავლის შედეგები:
საჯარო ადმინისტრირების მმართველობითი კონტექსტი
საჯარო ადმინისტრირების სფეროს პოლიტიკურ-ეკონომიკური კონტექსტი
საჯარო ადმინისტრირების სამართლებრივი კონტექსტი
● მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივ პრობლემებზე, საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებზე პოლიტიკის ანალიზის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების გამოყენებით პოლიტიკურად მიუკერძოებელი, რაციონალური და ეფექტიანი მოქმედების კურსის განსაზღვრის პროცესში.
● საჯარო ადმინისტრირების სფეროში ახორციელებს კვლევით პროექტს, რაც მოიცავს კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრას, კვლევითი კითხვებისა და ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, კვლევითი ინსტრუმენტების შერჩევას, მარტივი ექსპერიმენტის ჩატარებას, მონაცემთა დამუშავებასა და საბოლოო კვლევითი და ანალიტიკური ანაგარიშის მომზადებას.
● ამუშავებს სამართლებრივ დოკუმენტაციას, აინტერპრეტირებს კანონს, სასამართლო გადაწყვეტილებას, განმარტავს და იყენებს კონსტიტუციურ და ზოგად ადმინისტრაციულ ნორმებს, იძიებს ნორმატიულ საფუძვლებს და განსაზღვრავს ნორმათა იერარქიას.
● განსაზღვრული მითითებების შესაბამისად შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტს, ამუშავებს ეკონომიკურ მონაცემებს და შეიმუშავებს ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს.
● განსაზღვრავს ორგანიზაციის მისიას, პოლიტიკასა და სტრუქტურას, ამოიცნობს და იყენებს ორგანიზაციული ეფექტურობისათვის მართვის სხვადასხვა მოდელსა და მეთოდს, საჯარო ორგანიზაციაში ახდენს საკუთარი თავის უკეთ ადაპტირებას, აანალიზებს საჯარო მართვის პრაქტიკისთვის დამახასიათებელ სტანდარტულ სიტუაციებს სწრაფი რეაგირების მიზნით, ეფექტურად ანაწილებს და მართავს დროსა და რესურსებს; ასევე ადარებს ლიდერობის თეორიებსა და მართვის მოდელებს, აანალიზებს შიდა და გარე ფაქტორების ორგანიზაციულ შედეგებზე გავლენისა და საჯარო სექტორისათვის დამახასიათებელ ორგანიზაციულ სიტუაციებს.
● აანალიზებს საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროში მიმდინარე პროცესებს, ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, აანალიზებს და მიუკერძოებლად აფასებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობას; ასევე აანალიზებს ეკონომიკურ მონაცემებსს, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და მწარმოებლურობას, საჯარო სექტორის ეფექტიანობას, ქვეყნის ეკონომიკაზე სახელმწიფო ფინანსებისა და პოლიტიკის გავლენას.
● საჯარო ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკისა და მონათესავე მიმართულებებისთვის დამახასიათებელი თემების შესახებ პროფესიულ ინფორმაციას გადასცემს სპეციალისტებს, არასპეციალისტებს და დაინტერესებულ პირებს, ქართულ და ინგლისურ ენებზე არგუმენტირებულად გადმოსცემს საკუთარ ხედვასა და პოზიციას, ამზადებს და წარმოადგენს წერილობით ანგარიშს, ამზადებს წერილობით და ელექტრონულ კორესპონდენციას, მათ შორის აწარმოებს ოფიციალურ, ნახევრად ოფიციალურ და არაოფიციალურ მიმოწერას, ასევე მონაწილეობას იღებს პროფესიულ მოლაპარაკებებში, დისკუსიებსა და დებატებში.
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
● აანალიზებს სახელმწიფოებრივი აზროვნების, საჯარო სექტორში ადმინისტრაციული ლიდერობის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის, საჯარო მმართველობის სფეროში მორალური, ეთიკური, დისკრეციული და პრაქტიკული პასუხისმგებლობის საკითხებს და მსჯელობს მათზე.
● ხსნის და ასაბუთებს სამუშაო გარემოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების მნიშვნელობას, საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში კეთილსინდისიერი, პოლიტიკურად მიუკერძოებელი და რაციონალური მიდგომის აუცილებლობას.
● აიდენტიფიცირებს საკუთარ პროფესიულ ინტერესებსა და ცოდნის გასაღრმავებლად საჭირო შემდგომ ეტაპებს, დამოუკიდებლად არჩევს სწავლის შემდეგ საფეხურზე მიმართულებას და დამოუკიდებლად იძენს ცოდნას სხვადასხვა პროფესიული პროგრამის, ქართული თუ ინგლისურენოვანი პროფესიული ჟურნალებისა თუ სტატიების საშუალებით.
ეკონომიკა 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია ევროპული ღირებულებების მქონე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ პროფესიონალი ეკონომისტის სპეციალიზირებული ცოდნა, მრავალმხრივი და პრაქტიკული უნარები სხვადასხვა დისციპლინებისა და მათ შორის მათემატიკის საზღვრებისა და ბიზნესის მართვის სიღრმისეული გაცნობიერების გზით, რამაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს საზოგადოების დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ქართველი ერისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ

სწავლის შედეგები:
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
კომპიუტერული ინჟინერია 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს კომპიუტერული ინჟინერიის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონკურენტული უმაღლესი განათლება და უნარები.

საბაკალავრო პროგრამა მოწოდებულია სტუდენტს ჩამოუყალიბოს საფუძვლიანი საინჟინრო უნარები ელექტრონიკის, კომპიუტერული ინჟინერიისა და კომუნიკაციის მიმართულებით. მისცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიებში, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, მარტივი პროგრამული კოდის შედგენის, სხვადასხვა საინჟინრო და მათემატიკური ამოცანის ანალიზისა და ინოვაციური ტექნოლოგიური აზროვნების უნარი, პროექტის შესრულებაში მონაწილეობის რეალური გამოცდილებით გამოუმუშავოს გუნდურ მუშაობის უნარი.

პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ ელექტრონულ, კომპიუტერულ, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციაა საჭირო. სკოლის მიერ მოწოდებულ პროგრამაში დამატებითი შეთავაზებების სახით ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო კურსები, როგორიცაა Cisco, Microsoft, Oracle Academic, iOS სასწავლო კურსები, სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო სერთიფიკატები.

სწავლის შედეგები:
ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერია 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერიის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონკურენტული უმაღლესი განათლება და უნარები.

საბაკალავრო პროგრამა მოწოდებულია სტუდენტს ჩამოუყალიბოს საფუძვლიანი საინჟინრო უნარები ელექტრონიკის, კომპიუტერული ინჟინერიისა და კომუნიკაციის მიმართულებით. მისცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიებში, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, მარტივი პროგრამული კოდის შედგენის, სხვადასხვა საინჟინრო და მათემატიკური ამოცანის ანალიზისა და ინოვაციური ტექნოლოგიური აზროვნების უნარი, პროექტის შესრულებაში მონაწილეობის რეალური გამოცდილებით გამოუმუშავოს გუნდურ მუშაობის უნარი.

პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ ელექტრონულ, კომპიუტერულ, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც ელექტრონული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციაა საჭირო. სკოლის მიერ მოწოდებულ პროგრამაში დამატებითი შეთავაზებების სახით ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო კურსები, როგორიცაა Cisco, Microsoft, Oracle Academic, iOS სასწავლო კურსები, სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო სერთიფიკატები.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
კომპიუტერული მეცნიერება (ქართ) 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 180 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება , რომ მათ შეძლონ კომპლექსური პროფესიული ამოცანების შესრულება, როგორიცაა: ალგორითმების შექმნა, ოპტიმიზირებული კომპიუტერული სისტემების დიზაინი და ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენება სხვადასხვა აპლიკაციებისთვის.
პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებს ჰქონდეთ ფუნდამენტური ცოდნა კომპიუტერული მეცნიერების, მათ შორის პროგრამირების, მონაცემთა სტრუქტურების და ხელოვნური ინტელექტის სფეროში. განუვითაროს მათ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, ასევე, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები, რათა წარმატებით გაუმკლავდნენ პროფესიულ პრობლემებსა და გამოწვევებს; აღჭურვოს საჭირო ცოდნითა და უნარებით, რათა გააგრძელონ სწავლა შემდგომ საფეხურებზე და ჩაერთონ ტექნოლოგიურ კვლევებში.

სწავლის შედეგები:
ხელოვნური ინტელექტი (ქართ) 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 180 |
პროგრამის მიზნები:

კურსდამთავრებულებს ექნებათ უნარი შეასრულონ პროფესიული ამოცანები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, როგორიცაა მონაცემთა ანალიზი, ინტელექტუალური გადაწყვეტილებების მიღება და ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების შექმნა. ისინი შეძლებენ გამოიყენონ პროგრამირების ენები, მონაცემთა სტრუქტურები და ხელოვნური ინტელექტის ძირითადი ტექნოლოგიები - მათ შორის მანქანური სწავლება, გაძლიერებული სწავლება, ბუნებრივი ენის დამუშავება და კომპიუტერული ხედვა. სტუდენტები შეიძენენ კრიტიკული აზროვნებისა და ტექნიკური კომუნიკაციის უნარებს, იმუშავებენ გუნდურ გარემოში და შეასრულებენ რეალურ ამოცანებზე დაფუძნებულ პროექტებს ეთიკური და პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებით. პროგრამა უზრუნველყოფს თეორიულ და პრაქტიკულ საფუძველს სამაგისტრო სწავლის გასაგრძელებლად ხელოვნურ ინტელექტში, მონაცემთა მეცნიერებასა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.

სწავლის შედეგები:
კიბერუსაფრთხოების ინჟინერია (ქართ) 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

კიბერუსაფრთხოების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტთა აღჭურვას კომპლექსური თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, რომლებიც ერთიანად ფარავს კიბერუსაფრთხოების, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების და IT სისტემების ადმინისტრირების ინტეგრირებულ სფეროებს, რათა კურსდამთავრებულებმა დამოუკიდებლად შექმნან და მართონ უსაფრთხო ინფორმაციული ინფრასტრუქტურები.
პროგრამა უზრუნველყოფს საფუძვლიან ცოდნას ინფორმაციული ტექნოლოგიების, ქსელური არქიტექტურების, პროგრამირების და კიბერუსაფრთხოების პრინციპებზე, მათ შორის მონაცემთა დაცვის, კრიპტოგრაფიისა და რისკების მართვის სამართლებრივ და ეთიკურ ჩარჩოებზე.
პროგრამის კურსდამთავრებულები მზად იქნებიან როგორც პროფესიული საქმიანობისთვის, ისე სწავლის გასაგრძელებლად კიბერუსაფრთხოების, კომპიუტერული მეცნიერებების ან მასთან დაკავშირებული დისციპლინების მაგისტრატურის დონეზე, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.

სწავლის შედეგები:
მათემატიკა 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | მათემატიკის ბაკალავრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ მათემატიკის სხვადასხვა დარგის (მათემატიკური ანალიზის, ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების, ანალიზური გეომეტრიის, ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის, ალგებრის, ლოგიკის, კომპლექსური ანალიზის, ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის, ოპტიმიზაციის მეთოდების, რიცხვითი მეთოდების და მათემატიკური მოდელირების) საფუძვლების, დაპროგრამების საფუძვლების, საოფისე სისტემების ცოდნა, შეეძლებათ მათემატიკის სხვადასხვა დარგში წარმოქმნილი პრობლემების შესწავლა, ანალიზი და ექნებათ შესაბამისი დასკვნის გაკეთების უნარი.

კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ მეცნიერების, ბიზნესის სფეროში, სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც მოთხოვნადია ანალიტიკური აზროვნება და სხვადასხვა მათემატიკური მეთოდების გამოყენება.

კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ განათლების შემდეგ საფეხურზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებული:
კურსდამთავრებული:
კურსდამთავრებული:
არქეოლოგია 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი არქეოლოგიაში |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციისა და პროფესიულ/პრაქტიკული უნარების მქონე არქეოლოგები, რომელთაც შეეძლებათ კვლევის თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით ქვეყნის მდიდარი კულტურული მეკვიდრეობის შესწავლის, შენარჩუნებისა და წარმოჩენის სფეროში გარკვეული წვლილის შეტანა და წარმატების მიღწევა. კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის მოდულის არჩევის შემთხვევაში, რომელსაც გააჩნია ალტერნატივა დამატებითი სპეციალობის არჩევის შესაძლებლობის სახით, პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტიპის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაზე (არტმარკეტინგი და მენეჯმენტი, აუქციონებისა და საერთაშორისო ანტიკვარული ბაზრის სპეციფიკა, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტი, საგამოფენო საქმის საფუძვლები და სხვა ), რომელიც განაპირობებს არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობის, არამედ მისი მართვის უნარების გამომუშავებას და კურსადმთავრებულს კონკურენტულს ხდის შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს არქეოლოგიურ ექსპედიციებში, სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში (ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), მუზეუმებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამისი სფეროს სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში და/ ან განაგრძოს სწავლა განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) ძირითადი (არქეოლოგია) ან მომიჯნავე (ხელოვნებათმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, ხელოვნების მენეჯმენტი, კულტურის კვლევები) სპეციალობით. გარდა ამისა მის მიერ არჩეული დამატებითი სპეციალობის ან საგანთა \ მოდულის კომბინაცია ძირითად სპეციალობასთან აფართოებს მისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამოყენების არეალს და მას დასაქმების დამატებით შანსს აძლევს.

სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებული
იცნობს:
იცის:
კურსდამთავრებული
მონაწილეობს:
ახერხებს:
ახორციელებს:
კურსდამთავრებული
პასუხისმგებელია:
ქართული ფილოლოგია 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს, კურსადამთავრებულს მისცეს ისეთი განათლება, რომ მან შეძლოს წარმატებული სამსახურებრივი კარიერის შექმნა; უზრუნველყოს იგი ზოგადად ჰუმანიტარულ და ფილოლოგიურ მეცნიერებებთან დაკავშირებული ინტერდისციპლინური საკითხების ცოდნით, გააცნოს მას ლიტერატურათმცოდნეობითი და ენათმეცნიერული კვლევის დანიშნულება, მნიშვნელობა; განუვითაროს ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი ისტორიულ და კულტურულ ჭრილში განხილვის, კომენტირებისა და ინტერპრეტირების უნარი; შეასწავლოს ქართული ენის სტრუქტურა და ისტორია; მისცეს ინგლისური ენის ცოდნა, რათა შეძლოს წარმატებული კომუნიკაცია; გამოუმუშავოს სტუდენტს პრაქტიკული უნარები ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის სფეროებში; დაეხმაროს, გაიაზროს ქართული ლიტერატურა და კულტურა ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში. აგრეთვე, პროგრამის მიზანია, ფილოლოგიის ბაკალავრმა შეძლოს მუშაობა მასმედიის და საგამომცემლო სფეროში, საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების საფუძველზე კი - სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელება. ფართო ჰუმანიტარულ–ფილოლოგიური განათლება და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ჩვევები კურსდამთავრებულს არა მხოლოდ ქართული ფილოლოგიის, არამედ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფილით სწავლის გაგრძელების საშუალებასაც აძლევს. ამასთან, პროგრამის მიზანია, გამოუმუშავოს ახალგაზრდას მეცნიერული პატიოსნებისა და ღირსების შეგნება, რათა საკუთარი თავდაუზოგავი შრომითა და მაღალი პროფესიონალიზმით ხელი შეუწყოს ჩვენს საზოგადოებაში ჯანსაღი სამოქალაქო შეგნებისა და დემოკრატიული იდეების დამკვიდრებას.

სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებული
იცნობს:
იცის:
განსაზღვრავს და ახასიათებს:
კურსდამთავრებული ახერხებს:
კურსდამთავრებული პასუხისმგებელია:
ინგლისური ფილოლოგია (ქართ) 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია ინტერდისციპლინური ცოდნით აღჭურვილი ბაკალავრის მომზადება, რომელიც შეძლებს საქმიანობის განხორციელებას არა მხოლოდ ფილოლოგიის, არამედ სხვა, მომიჯნავე სფეროებშიც. ფილოლოგიის სფეროს კომპლექსურობის გათვალისწინებით, პროგრამა უზრუნველყოფს კვალიფიციური, ერთი მხრივ, ზოგადჰუმანიტარული სააზროვნო სივრცისათვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალის ფორმირებას, მეორე მხრივ კი, ეფექტური ინგლისურენოვანი კომუნიკატორის ჩამოყალიბებას, რომლის ენობრივი კომპეტენციაც მოიცავს როგორც ზოგადი, ისე პროფესიულ-დარგობრივი ენებით (ბიზნესი, პოლიტიკა, სამართალი) ოპერირების უნარს. დასახული მიზნის მიღწევას ემსახურება საბაკალავრო სწავლების დონისათვის შესაბამისი კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირება, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია პროგრამაში ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზით. სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება მიმართულია ჰუმანიტარული და ინტერდისციპლინური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, მის მიერ აკადემიური პატიოსნების სტანდარტების, ეთიკური და პროფესიული ნორმების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისებასა და მარკეტაბელური პროფესიული კადრის აღზრდაზე. ვითარდება რა შრომითი ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების გათვალისწინებით, პროგრამა მნიშვნელოვნად აფართოებს ფილოლოგთა დასაქმების სფეროს. იგი აძლევს ბაკალავრს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, გამომცემლობებსა და საელჩოებში, მთარგმნელობით ბიუროებსა და ტურისტულ კომპანიებში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა სისტემასა და იმ კომპანიებში, სადაც არსებობს მოთხოვნა ინგლისურენოვან პროფესიონალ კომუნიკატორზე. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს მომავალ პროფესიონალებს დარგის ფართო ცოდნით და ორიენტირებულია ბაკალავრის მომზადებაზე ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამა აძლევს საკუთარ კურსდამთავრებულს შესაბამის და მომიჯნავე სპეციალობებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელსაც უზრუნველყოფს პროგრამის ფართო ჰუმანიტარული პროფილი მასში ჩართული აკადემიური რესურსითა და სასწავლო კომპონენტებით. საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
არქიტექტურა (ქართ) 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია აღზარდოს პრობლემის კონცეპტუალური გადაწყვეტილების, დარგის ისტორიულ კონტექსტში გააზრების, შემოქმედებითი, სივრცული აზროვნებისა და წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად პროფესიული პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების უნარის მქონე სპეციალისტი, რომელიც იცნობს არქიტექტურული დაგეგმარების მეთოდიკის საფუძვლებს, შენობა-ნაგებობების ტიპოლოგიურ ჯგუფებს, ლანდშაფტური და სარეკრეაციო სივრცეების ქალაქგეგმარებითი განვითარების ძირითად მოთხოვნებს, მათ შორის, არქიტექტურის სფეროში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს ადა ნორმატიულ წესებს. აქვს არქიტექტურული ფორმების მოცულობითი მასშტაბის და მისი ადგილთან შეთავსების ხერხების, პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა.

სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებული
იცნობს:
აცნობიერებს:
იცის:
კურსდამთავრებული
ახერხებს:
ახორციელებს:
კურსდამთავრებული პასუხისმგებელია:
ისტორია 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 180 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ისტორიის მეცნიერებებში, მისცეს მას ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესახებ უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით; განუვითაროს კვლევისათვის აუცილებელი მეთოდოლოგიისა და მეთოდების ფლობისა და გამოყენების უნარ-ჩვევები; ჩამოაყალიბოს მაღალი სოციალური ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქე, რომელიც მზად იქნება განსხვავებული კულტურების გაგებისა და პატივისცემისათვის; მოქნილი ინდივიდი, ანალიტიკური, კრიტიკული და კომუნიკაციური უნარებით, რაც მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისთვის. ისტორიის ბაკალავრი შეძლებს სწავლა გააგრძელოს მეორე საფეხურზე -მაგისტრატურაში ან/და დასაქმდეს მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: საჯარო სამსახური, ადგილობრივი, რეგიონული ადმინისტრაციები, დარგის შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, არქივები, მუზეუმები, ტურიზმისა და ზოგადსაგანმანათლებლო სფერო (კერძო და საჯარო სკოლები), კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებული:
კურსდამთავრებული:
კურსდამთავრებული:
ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 180 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია სადადგმო ხელოვნების საფუძვლების, ცეკვის სადადგმო ხერხებისა და მეთოდების ცოდნასთან ერთად, სტუდენტს გააცნოს და შეასწავლოს ქართული ტრადიციული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების ეროვნული საცეკვაო კულტურა, მათთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მანერით, ხასიათით, სტილით, ცეკვის მუსიკალური შინაარსით, ქორეოგრაფიული ლექსიკის მრავალფეროვნებით, საცეკვაო ტერმინოლოგიითა და შესრულების ტრადიციული წესებით, რაც დარგის მომავალ სპეციალისტს ჩამოუყალიბებს პროფესიულ კომპეტენციებს, რათა შემდგომში დამოუკიდებლად შეძლოს ისეთი ქორეოგრაფიული პრაქტიკულ-შემოქმედებითი საქმიანობა, როგორიცაა: სადადგმო, სარეპეტიციო, საკონცერტო-საშემსრულებლო, ფოლკლორული-საექსპედიციო და სხვ. სხვადასხვა დონისა და ასაკობრივი კატეგორიის შემსრულებლებთან, მსახიობ-მოცეკვავეებთან დამოუკიდებლად დაგეგმოს-წარმართოს ქორეოგრაფიული სადადგმო და სარეპეტიციო პროცესი; მოცეკვავეების ფსიქო-ფიზიოლოგიური ფაქტორების, სქესობრივი რეგლამენტაციისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, სწორად შეადგინოს/დადგას საცეკვაო კომბინირებული მოძრაობები, ქორეოგრაფიული ეტიუდი, საცეკვაო ნომერი და ქორეოგრაფიული რეპერტუარი.

სწავლის შედეგები:
ხელოვნებათმცოდნეობა 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ხელოვნებათმცოდნეობაში |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

საბაკალავრო პროგრამის მიზანია კვალიფიციური, შესაბამისი პროფესიული კომპეტენციისა და პრაქტიკული უნარების მქონე ხელოვნებათმცოდნის მომზადებით ხელი შეუწყოს ქვეყნის მდიდარი კულტურული მეკვიდრეობის შესწავლას, შენარჩუნებასა და წარმოჩენას. პროგრამა ეყრდნობა სტუდენტზე ორიენტირებულ, კომპლექსურ, ინტერდისციპლინურ სწავლებას და მიმართულია მისი მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გამომუშავების, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისკენ, რომელთა გარეშე დღეს შეუძლებელია ხელოვნების ნიმუშთა კვლევის სფეროში წარმატების მიღწევა. ამ მიზნის მისაღწევად პროგრამა მოიცავს დარგის ფართო ცოდნას და ბაკალავრის მომზადებისას ითვალისწინებს შრომის ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნებს, რასაც უზრუნველყოფს პროგრამის ფართოჰუმანიტარული პროფილი მასში ჩართული აკადემიური რესურსით და სასწავლო კომპონენტებით. პროგრამის კურიკულუმი ითვალისწინებს სტუდენტის მიერ პრაქტიკის კომპონენტის აუცილებლად გავლას რაც მის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებას უწყობს ხელს. დამატებითი სპეციალობის ალტერნატივად სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს საგანთა კონცენტრაცია კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმეტში და მიიღოს ისეთი სპეციფიური ცოდნა ( არტმარკეტინგსა და მენეჯმენტში, აუქციონებისა და საერთაშორისო ანტიკვარული ბაზრის მართვის პრინციპებში , კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში, კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტში, საგამოფენო საქმის საფუძვლებში და სხვა ), რომელიც განაპირობებს არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობის, არამედ მისი მართვის უნარების გამომუშავებას, რაც დღეს ძალიან მოთხოვნადია ქვეყანაში და კურსადმთავრებულს კონკურენტულს ხდის შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს სამხატვრო გალერეებში, სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში(ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), მუზეუმებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ხელოვნების აუქციონებზე, ხელოვნების ნიმუშების დაცვის, რესტავრირების ან შეფასების საკითხებზე მომუშავე სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში ან /და განაგრძოს სწავლა განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) ძირითადი (ხელოვნებათმცოდნეობა) ან მომიჯნავე (კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, ხელოვნების მენეჯმენტი, კულტურის კვლევები) სპეციალობით.

სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებული
იცნობს:
იცის:
განსაზღვრავს და ახასიათებს:
კურსდამთავრებული:
ახერხებს:
ახორციელებს:
კურსდამთავრებული პასუხისმგებელია:
აღმოსავლეთმცოდნეობა 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრი (Bachelor of Eastern Studies) |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 180 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის კვლევების კვალიფიციური სპეციალისტი ახლო აღმოსავლეთის სამი ძირითადი ენიდან (არაბული, სპარსული, თურქული) ერთ-ერთის კვალიფიციური მცოდნე, მაღალი სოციალური ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქე, რომელსაც ექნება განსხვავებული კულტურების გაგებისა და პატივისცემის მზაობა; აღზარდოს / ჩამოაყალიბოს მოქნილი ინდივიდი, ანალიტიკური, კრიტიკული და კომუნიკაციური უნარებით; სტუდენტს მისცეს ცოდნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ისტორიის, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი, რელიგიური სისტემებისა და კულტურის, პოლიტიკური ტენდენციებისა და სხვადასხვა ტიპის კონფლიქტის განმაპირობებლი ფაქტორების შესახებ რეგიონის ქვეყნების თავისებურებების, ერთმანეთთან და საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობის დინამიკის, თანამედროვე მდგომარეობისა და პერსპექტივების გათვალისწინებით. განუვითაროს სტუდენტს ახლო აღმოსავლეთის წარსულისა და აწმყოს კრიტიკული გააზრების უნარი; ზოგადად , ახლო აღმოსავლეთის, როგორც დიდი რეგიონის და მასში შემავალი ცალკეული ქვეყნების ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირების უნარი და რეგიონის განვითარების მახასიათებლებისა და დიაქრონული ჩარჩოს ზოგადი გაგება. პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას მიღებული კომპეტენციების კვალობაზე პროგრამის კურსდამტავრებული დასაქმებას თითქმის ყველა სფეროში შეძლებს: საჯარო სამსახური, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტები, საგარეო ურთიერთობების სამსახური, აღმოსავლური კერძო თუ სახელმწიფო სავაჭრო / ეკონომიკური წარმომადგენლობები, მაკრო და მიკროეკონომიკური საერთაშორისო კომპანიები, შესაბამისი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები და სხვა.

სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებული აღწერს და ახასიათებს:
ასახელებს და გამნარტავს:
კურსდამთავრებული ადასტურებს:
კურსდამთავრებული განსაზღვრავს:
ჯანდაცვის ადმინისტრირება 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | მენეჯმენტის ბაკალავრი |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ჯანდაცვის მენეჯმენტის კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს გამოიყენოს ცოდნა ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის სისტემის, მისი ცალკეული ნაწილის, ორგანიზაციული მართვისა და პაციენტორიენტირებული მიდგომის შესახებ პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჰოსპიტალურ, სადაზვევო და ფარმაცევტულ სექტორებში.

პროგრამა ჯანმრთელობის დაცვის სექტორისთვის ამზადებს ადმინისტრატორებს (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური და სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა დონეები, ჯანმრთელობის დაზღვევა), რომლებიც მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფენ ორგანიზაციაზე გარემო ფაქტორების ცვლილებების შეფასებას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას; თავიანთი პროფესიული საქმიანობით ხელს შეუწყობენ ჯანმრთელობის დაცვის სერვისის, ან ორგანიზაციის გამართულ მუშაობას; ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ზრდას და მისი მთავარი მიზნის მიღწევის ხელშეწყობას - მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. პროგრამა უზრუნველყოფს კონკურენტული ორგანიზაციული სტრატეგიებისა და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების შესწავლას ფინანსური, ადმინისტრაციული, ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით.

აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების ბაზარზე ეფექტურად ოპერირებას უზრუნველყოფს ისეთი დარგობრივი საკითხების ცოდნა, როგორიცაა სამედიცინო სერვისების ორგანიზება, მიწოდება, მმართველობითი და ფინანსური აღრიცხვა, მარკეტინგი, ხარისხის პრინციპები, საინფორმაციო სისტემები, ჯანდაცვის პროგრამების მართვა-ფორმირება, შედეგების შეფასება, პროგნოზირების მეთოდები, ეთიკა, ბიოეთიკა და სხვ. აგრეთვე, ცოდნა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ძირითადი პროცესების, სამედიცინო მანიპულაციების, დიაგნოსტირების, მკურნალობის მეთოდების, სამედიცინო ენისა და სხვათა შესახებ;

საბაკალავრო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს კურსდამთავრებულს წარმატებით განახორციელოს მენეჯერული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის საჯარო სამსახურებში, სამედიცინო დაწესებულებებში, ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიებში, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ჯანდაცვით ორგანიზაციებში, პაციენტთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის ხელშემწყობ ორგანიზაციებში, ფარმაცევტულ კომპანიებში, სტომატოლოგიურ კლინიკებში ოპერაციულ პოზიციებზე.

სწავლის შედეგები:
პროგრამის კურსდამთავრებული:
1. წარმოაჩენს საბაზისო ცოდნას ჯანდაცვის სექტორის ორგანიზაციული მოწყობის, ჯანდაცვის სფეროს პოლიტიკისა და მისი ძირითადი აქტორების შესახებ და გაცნობიერებული აქვს მათი მნიშვნელობა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში;
2. განსაზღვრავს მენეჯმენტის უნივერსალური ფუნქციებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მართვის თავისებურებებს მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, გლობალური, სოციალურ-ფსიქოლოგიური, კულტურულ-ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით;
3. ახდენს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს კანონმდებლობისა და შესაბამისი ეთიკური პრინციპების შესახებ საბაზისო ცოდნის კონსტანტირებას;
4. განსაზღვრავს ჯანდაცვის მენეჯმენტის, მმართვეობითი აღრიცხვის, ჯანმრთელობის პროდუქტების მარკეტინგისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პრინციპებს;
5. წარმოაჩენს საბაზისო ცოდნას ეკონომიკური თეორიების, ორგანიზაციული დიზაინის, პროექტების მართვის, ხარისხის მართვისა და ფინანსური მართვის მეთოდების შესახებ;
6. აღწერს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოდელებისა და სამედიცინო მომსახურების თავისებურებებს;
7. განარჩევს ჯანდაცვის სისტემის/ორგანიზაციის შეფასებისთვის გამოყენებულ ინდიკატორებსა და ინსტრუმენტებს;
8. წარმოაჩენს მონაცემთა დამუშავების საბაზისო სტატისტიკურ მეთოდებს;
9. განსაზღვრავს ეპიდემიოლოგიის ძირითად პრინციპებს და მათ მნიშვნელობას მართვის პროცესში;
10. წარმოაჩენს მედიცინის ისტორიისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის ენასა და პროცესების ცოდნას;
11. წარმოაჩენს საბაზისო ცოდნა მათემატიკური აპარატის, ფინანსური აღრიცხვის, მიკრო და მაკროეკონომიკის პრინციპების, სოციალური ფსიქოლოგიის, სამართალმცოდნეობის, ცივილიზაციისა და კაცობრიობის განვითარების შესახებ; სამედიცინო პერსონალის ფუნქციები და როლი პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში;
პროგრამის კურსდამთავრებული:
1. ადგენს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხედვის, მისიისა და მიზნების შესაბამის ორგანიზაციულ სტრატეგიულ გეგმას მუდმივად ცვალებადი გარემო- პირობების გათვალისწინებით;
2. ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT) ანალიზის საფუძველზე აფასებს ორგანიზაციაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების გავლენის შედეგს და მისი გათვალისწინებით ამუშავებს ორგანიზაციული მდგრადობისა და წარმატების მიღწევის სტრატეგიებს და მენეჯერულ გეგმებს;
3. აგროვებს, კრებს, აკავშირებს და აანალიზებს ჯანდაცვის სფეროში მენეჯერული საქმიანობისთვის აუცილებელ ინფორმაციას;
4. ახდენს ინდივიდისა და გუნდის მოტივირებას, გუნდური მუშაობის ინიცირებას;
5. მონაწილეობს ჯანდაცვითი ორგანიზაციების ოპერაციული მართვის პროცესებში მეთვალყურების ქვეშ;
6. იკვლევს ჯანდაცვითი პროდუქტების ადმინისტრირების საკითხებს წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე და ზედამხედველობის ქვეშ.
7. იძიებს, აგროვებს, ახარისხებს და აანალიზებს ჯანდაცვის მართვის სფეროში ლიტერატურულ წყაროებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ეპიდემიოლოგიურ, ბიო- და ბიზნეს სტატისტიკურ კვლევით მონაცემებს;
8. აგროვებს, განიხილავს, აჯამებს, აფასებს და წარმოადგენს დასაბუთებულ დასკვნებს ჯანდაცვის სისტემის, ორგანიზაციისა და/ან მისი ნაწილის მართვასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებსა და მონაცემებს, რასაც ეფუძნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
9. იყენებს თანამედროვე კომუნიკაციური ტექნოლოგიებსა და პროფესიულ ტერმინოლოგიას;
10. ამზადებს, აფასებს და წარმოადგენს ჯანდაცვის ორგანიზაციის ან მისი ნაწილის მართვასთან დაკავშირებულ წერილობით ანგარიშებსა და წინადადებებს დისკუსიებსა და მოლაპარაკებების პროცესში აქტიური ჩართულობის მიზნით;
11. ახდენს ინტერპერსონალური საკომუნიკაციო უნარების დემონსტრირებას ჯანდაცვის პროფესიონალებთან, საზოგადოებასა და არასპეციალისტთა დაინტერესებულ წრეებთან ჯანმრთელობის დაცვის სფეროს საკითხებთზე ურთიერთობის დროს;
პროგრამის კურსდამთავრებული:
1. თანმიმდევრულად აფასებს საკუთარი სწავლის პროცესს;
2. ადგენს ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და მისი ცალკეული მიმართულებით შემდგომი სწავლის საჭიროებებს;
3. ითვალისწინებს პროფესიული ეთიკის ნორმებს
ბიზნესის ადმინისტრირება (3 წლიანი) 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 180 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს შესძინოს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს თანამედროვე და უახლეს ტენდენციებზე დაფუძნებული ცოდნა, გააცნოს მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, კულტურულ-ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები, განუვითაროს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და კორპორაციული ეთიკური ნორმების/პრინციპების მნიშვნელობა, რათა კურსდამთავრებულმა შეძლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საშუალო და დაბალ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმება.

სწავლის შედეგები:
1. განიხილავს ბიზნესის მართვის ძირითად თეორიებს, კონცეფციებს
2. აღწერს მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, კულტურულ-ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით კონკურენტულ ბიზნეს სტრატეგიებს მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის შესაბამისად
3. დეტალურად აღწერს ბიზნეს გარემოს, ბიზნესის ფუნქციონალურ სფეროებში მიმდინარე მოვლენებს და ბიზნეს პროცესებს
4. რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით შეიმუშავებს ბიზნესის ფუნქციონალურ სფეროებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებს/რეკომენდაციებს
5. ფინანსური ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ადგენს ბიუჯეტსა და ფინანსურ ანგარიშგებებს ფინანსური აღრიცხვის ჩარჩოების, პრინციპების და პროცედურების დაცვით, აფასებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას
6. საინვესტიციო პროექტების მომგებიანობისა და რისკის გამოთვლის შედეგად ახდენს ინვესტიციის მომგებიანობის იდენტიფიცირებას
7. განმარტავს მარკეტინგის ძირითად ცნებებს, კონკურენტული პოზიციონირების საფუძვლებს და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების კონცეფციებს
8. ახდენს ბიზნესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას
9. იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
10. გუნდში მოქმედებს ლიდერობისა ან/და თანამშრომლობის პრინციპების დაცვით
11. აფასებს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული ეთიკური ნორმების/პრინციპების მნიშვნელობას
12. ადგენს საკუთარი სწავლის პროცესისა და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმას იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისად.
ინოვაციური ლიდერობა 2026
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | |
| ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა: | 240 |
პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულისთვის ჰოლისტიკური ცოდნის მიცემა, როგორც ტექნოლოგიურ, ისე სოციალურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებში; შემოქმედებითი, გამომგონებლური და ანტრეპრენიორული უნარების განვითრება, რომელთა კომბინაციით, ის შეძლებს:

ადვილად ადაფტირდეს, ორიენტირდეს და მოახდინოს საკუთარი პიროვნების რეალიზება სწრაფად ცვალებად გარემოში;

ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მოახდინოს საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარება/კალიბრირება, არსებული გამოწვევებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად;

მოახდინოს სტარტაპ-იდეების გენერირება და რეალიზება;

გააჩნდეს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები, იყოს ცვლილებების ინიციატორი.

სწავლის შედეგები:
შეფასების სისტემა:
შეფასების სისტემა
ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი) |
36 ქულა / 36%; |
რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას. |
10 ქულა/ 10%; |
შუალედური გამოცდა |
24 ქულა / 24%; |
დასკვნითი გამოცდა |
30 ქულა / 30% |
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |